"თხების" ფანები "შალკესთან" სტუმრად მატჩში გელზენკირხენელ გულშემატკივრებს ფეკალიებით ავსებულ ლუდის ქილებს ესროდნენ

ბუნდესლიგის კლუბი "კიოლნი" 10 ათასი ევროთი მისი ფანატების უწესო გამოხდომის გამო დააჯარიმეს.

თურმე 13 აგვისტოს, გერმანიის ჩემპიონატის მეორე ტურში, "შალკე"-"კიოლნის" მატჩის დროს სტუმართა გულშემატკივრები, რომლებიც სტადიონის ზედა იარუსზე იყვნენ მოკალათებულნი, მათ ქვემოთ მსხდარ მეტოქე გუნდის მხარდამჭერებს ფეკალიებით ავსებულ ლუდის ქილებს ესროდნენ.

ის თამაში გელზენკირხენელებმა 5:1 მოიგეს, "ხულიგნები" კი მოწმეთა ჩვენებებისა და სათვალთვალო კამერების მეშვეობით გამოავლინეს. მხილებულებს გერმანიის სტადიონებზე სამი წლის განმავლობაში შესვლა აურძალეს.

საერთოდ კი, "კიოლნის" ფანები თავიანთი გამოხდომებით მთელ ევროპაში არიან "სახელმოხვეჭილნი". მაგალითად, 2010 წელს კლუბის ხელმძღვანელობამ გულშემატკივრებს "ჰოფენჰაიმთან" გასვლით მატჩში დასწრება დაუშალა. მიზეზი, გერმანიის სხვადასხვა არენებზე "თხების" მიერ ჩადენილი უწესრიგობები იყო, რის გამოც კლუბს სერიოზული დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა