"ბარსელონას" თავდამხსმელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კატალონიურ კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს
"ბარსელონას" თავდამხსმელმა ლიონელ მესიმ ტელეარხ Fox Sport-ს ინტერვიუ მისცა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კატალონიურ კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს.

"ჩვენი გუნდი ასეთი წარმატებული გვარდიოლას გარეშე ვერ იქნებოდა, - განაცადა მესიმ. - ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა "ბარსას" მაისურით თამაში და ისეთ დიდ ფეხბურთელებთან ერთად მოედანზე გამოსვლა, როგორებიც ჩავი და ინიესტა არიან.

ის, რომ "ბარსელონაში" ადრეული ასაკიდანვე მოვხვდი, ამან ჩემს კარიერაზე უდიდესი გავლენა იქონია".

არგენტინელმა ვარსლავმა ინტერვიუში გვერდი "რეალსა" და მის მთავარ მწვრთნელს ვერ აუარა: "არ ვიცი, მოურინიო მართლა ასეთია, თუ პუბლიკაზე თამაშობს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვცდილობთ, არ მივაქციოთ მას ყურადღება".

მესიმ არგენტინის ნაკრებზეც ისაუბრა: "არ ღირს არგენტინის ეროვნული გუნდის "ბარსელონასთან" შედარება - ნაკრებში თამაშისას უკან ღრმად დახევა მჭირდება, რათა ბურთი მივიღო. "ბარსელონაში" კი მეტოქის საჯარიმოსთან ყოფნა მიწევს. ეს მე არ მაღელვებს, რადგან გუნდისთვის ასეა უკეთესი.

არასდროს მიფიქრია ნაკრებიდან წასვლაზე. ვამაყობ იმით, რომ არგენტინელი ვარ და ყოველთვის სიხარულით მივიღებ ჩემი ქვეყნის ეროვნულ გუნდში მიწვევას.

დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს მოვიგებთ. მე ამ იმედით ვცხოვრობ, გამუდმებით ამაზე ვფიქრობ და ვცდილობ, დავარწმუნო საკუთარი თავი, რომ ჩემი ოცნება ახდება".

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა