ყატარული "სისხლის" გადასხმის შემდეგ პსჟ ევროპული სპორტული პრესის ერთ-ერთი უმთავრესი საწერი თემა გახდა
ყატარული "სისხლის" გადასხმის შემდეგ პსჟ ევროპული სპორტული პრესის ერთ-ერთი უმთავრესი საწერი თემა გახდა. პირველ ორ ტურში წარუმატებლობის შემდეგ უმალ დაიწყო ლაპარაკი "ფულით ყველაფერს ვერ იყიდიო".

მას მერე მდგომარეობა გამოსწორდა (აგერ ზედიზედ უკვე 5 მოგება დაგროვდა ყველა ტურნირში), თუმცა გუნ¬დის მიმართ უარყოფითად განწყობილებს არ ავიწყდებათ იმის აღნიშვნა, რომ ამ პერიოდში პარიზელებმა არც თუ ისე ძლიერ მეტოქეებს სძლიეს.

ჟურნალისტები დრო და დრო ავრცელებენ ხმებს, თითქოს ლეონარდოსა და ანტუან კომბუარეს შორის დაძაბული ურთიერთობაა და ბრაზილიელი ფრანგ სპეციალისტს გუნდიდან უშვებს. ეს ხმები არ მართლდება, მაგრამ იხტიბარს არავინ იტეხს. დედაქალაქელები კი თავის საქმეს ჩუმად აკეთებენ და ნელ-ნელა სწავლობენ იმ ხარისხის თამაშს, რასაც მათგან ითხოვენ.

პსჟ-"ბრესტის" თამაში გუნდებმა თამამი შეტევებით დაიწყეს. განსაკუთრებით კარგად სტუმრები გამოიყურებოდნენ. პირველ ნახევარში მათ კარის აღების ბევრად უფრო რეალური შანსები ჰქონდათ ვიდრე "პარკ დე პრენსის" მკვიდრებს.

კომბუარეს ბიჭები თუკი რამე ხიფათს ქმნიდნენ, უპირველესად ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე და არა გუნდური მოქმედებების წყალობით. 28-ე და 36-ე წუთებზე სალვატორე სირიგუს კარი ორჯერ გადარჩა გოლს. ჯერ რომან პოიემ ვერ დაუხვედრა ბურთს თავი სათანადოდ, შემდეგ კი ნოლან რუს დიდებული გარღვევის შემდეგ ცარიელ კარში ვერ გაიტანა ბენ-ბასატმა.

მეორე ნახევარში ვითარება მეტ-ნაკლებად შეიცვალა. მასპინძლებმა თამაში ნელ ტემპში განაგრძეს. თავის მხრივ "ბრესტი" ისე სწრაფად კონტრშეტევებზე ვეღარ გარბოდა. 69-ე წუთზე ყველაფერი გადაწყდა. ჟერემი მენეზმა კონტრშეტევაზე გზად 3 მეტოქე ჩამოიცილა და ხავიერ პასტორეს გადააწოდა.

არგენტინელმა ფინტით კიდევ ერთი მეტოქე ჩამოიცილა და დასცხო - 1:0. დარჩენილ დროში "ბრესტი" ბევრს ეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ანტუან კომბუარე (პსჟ): "ძალიან რთული შეხვედრა იყო. კარგია, რომ პირველად ჩემი მწვრთნელობის დროს გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ მესამე შეხვედრის მოგება შეძლო. სასიხარულოა ისიც, რომ ჩემპიონატში პირველად შევძელით კარის მშრალად შენახვა.

გუნდში ძალიან ბევრი ტალანტი გვყავს. ისინი ყველანი გუნდის სამსახურში უნდა ჩავაყენოთ. მაგალითად კევინ გამეირო ავიღოთ, მან დღეს კარგად იმუშავა, მაგრამ ბურთი იმდენჯერ ვერ მიიღო, რამდენჯერაც შეიძლებოდა. თამაშამდე ვიცოდით, რომ რთული მეტოქე გვყავდა, ამიტომ პირველ ტაიმში დაცვას მეტი ყურადღება მივაქციეთ".

ხავიერ პასტორე (პსჟ): "მოხარული ვარ, რომ გავიტანე გოლი, რომლითაც გავიმარჯვეთ. თანაც ყოველ გოლს ხომ გულშემატკივრებისთვის სიამოვნება მოაქვს. მიყვარს ისეთი სტილის გუნდებში თამაში, რომლებიც შინაარსიანი, შემტევი ფეხბურთის თამაშს ცდილობენ.

იმ მცირე დროში, რაც ამ კლუბში გავატარე, უკვე ბევრი რამ ვისწავლე. რაც მთავარია, თანაგუნდელებთან ურთიერთგაგებასაც ვაღწევ. როცა იქნება მივაღწევთ საუკეთესო ფორმას. ახლა მთავარია, ერთმანეთს გვერდში ბოლომდე დავუდგეთ".

ალექს დიუპონი (ბრესტი): "ჩემი ფეხბურთელები ზუსტად ისე თამაშობდნენ, როგორც მათგან ვითხოვდი. კარგად ირჯებოდნენ დაცვაში და ბურთი დაცვიდან კარგად ამოჰქონდათ. გოლის გასატანად კარგი შანსები გვქონდა, მაგრამ ბენ-ბასატმა საუკეთესო შანსი ვერ გამოიყენა. იმედია, მომდევნო შეხვედრებში ჩვენ უფრო კონცენტირებულნი ვიქნებით მეტოქის კართან. ყველაფრის მიუხედავად, კარგი მატჩი ჩავატარეთ".

ჩემპიონთა ლიგაში სადებიუტო შეხვედრის წინ "ლილმა" საკმაოდ რთული შეხვედრა ჩაატარა "სენტ ეტიენთან". ჩემპიონებს ჯერ არ გაუმართლათ, როცა მათმა ჩეხმა ლეგიონერმა დავიდ როზენალმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ტაიმის ბოლოს კი ბედმა გაუღიმა - არბიტრმა მასპინძელთა განაპირა მცველ ლორის ნერის წითელი ბარათი აუფრიალა.

რუდი გარსიამ ფეხბურთელებს შესაბამისი დავალებები მისცა. "ძაღლები" მეორე ტაიმში უკვე შეუჩერებლები იყვნენ. შეიძლება ითქვას, მათ მეტოქისგან ქვა ქვაზე არ დატოვეს. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ედენ აზარის ფანტასტიკური თამაში. კარგად ჩაერთო შეხვედრაში ჯო კოული, ვინც ლუდოვიკ ობრანიაკის გოლში დაიდო წილი. თუმცა აშკარაა, რომ ჩემპიონების დაცვა შეტევისგან განსხვავებით ცუდ ფორმაშია.

ჯო კოული (ლილი): "მე ჯერ 70%-ითაც კი არ ვარ მზად. იმისთვის, რომ კარგ ფორმაში ჩავდგე, რაც შეიძლება მეტი უნდა ვითამაშო. ამ ეტაპზე იმითაც კმაყოფილი ვარ, რაც ვაჩვენე. მოხარული ვარ, რომ ტრავმების შემდეგ ისევ ვთამაშობ.

ახალ ლიგაში სრულიად განსხვავებული გამოცდილების მიღება შეიძლება. მინდა, რომ "ლილს" შიდა არენაზე ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო, ევროპაში კი მასთან ერთად მაქსიმალურად შორს წავიდე. თუმცა გუნდთან და ზოგადად აქაურ ფეხბურთთან შესაგუებლად გარკვეული დრო ნამდვილად დამჭირდება".

ბენუა პედრეტი (ლილი): "ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი გამომდის, მაგრამ თავდადებით ვმუშაობ, რომ გუნდის ნაწილად ვიქცე. "ოსერში" 5 წელი ვითამაშე, "ლილში" კი ჯერ სულ რაღაც 5 მატჩი მაქვს ჩატარებული. აქაურობასთან შესაგუებლად მჭირდება დრო. ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად მიდის. მთავარია, რომ ჩვენ ცხრილის ზედა ნაწილში ვართ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა