რიკარდო კარვალიოს მოულოდნელი ტრანსფერის შემდეგ ესპანეთში ხმაურიანი ცვლილება არ განხორციელებულა, თუმცა მას მერე პრიმერადივიზიონის 20-მდე ფეხბურთელმა შეიცვალა "მისამართი".

რიკარდო კარვალიოს მოულოდნელი ტრანსფერის შემდეგ ესპანეთში ხმაურიანი ცვლილება არ განხორციელებულა, თუმცა მას მერე პრიმერადივიზიონის 20-მდე ფეხბურთელმა შეიცვალა "მისამართი". პოზიციების გაძლიერებას გრანდთა გარდა სხვა გუნდებმაც მიჰყვეს ხელი...

პრიმერა დივიზიონში დაბრუნებული "რეალ სოსიედადი" ურუგვაელ ფორვარდ დიეგო იფრანს შეწვდა. 23 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ სან სებასტიანელებმა "დანუბიოს" 1,5 მილიონი ევრო გადაუხადეს. იფრანი ცნობილი გოლეადორია - ურუგვაის ჩემპიონატის ბოლო სეზონში მან "დანუბიოს" რიგებში 22 მატჩში 15 გოლი გაიტანა. ტანდაბალი იფრანი მეტად მობილური და სწრაფია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხუთწლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 1,5 მილიონი ევრო მცირე თანხად მოგეჩვენებათ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ იფრანი ესპანეთში ტრავმირებული ჩავიდა და პირველ თვეებში ვერ დაეხმარება კლუბს. "რეალ სოსიედადის" მწვრთნელის მარტინ ლასარტეს მოთხოვნით ტრავმირებული ურუგვაელი ესპანეთში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა. შემოწმებამ ქრონიკული ტრავმა არ დაადასტურა, რის შემდეგაც ურუგვაელს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. "რეალ სოსიედადში" იფრანს სამომავლოდ, გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად განიხილავენ, ამიტომაც მზად არიან, მოიცადონ.

საინტერესო შენაძენი გააკეთა სანტანდერის "რასინგმაც" - კანტაბრიულმა გუნდმა არგენტინელი არიელ ნაუელპანი შეიძინა. აი, რა განუცხადა არგენტინელმა ფორვარდმა რეპორტიორებს, მას შემდეგ, რაც "რასინგთან" 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი: "აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ სახელი გავითქვა და კლუბსაც წარმატება მოვუტანო. მზად ვარ დავიწყო შრომა - გოლების გატანა "რასინგისთვის".

ნაუელპანი "რასინგის" მეოთხე შენაძენია ამ ზაფხულს. 22 წლის ფორვარდი პუბლიკას "რასინგის" პრეზიდენტმა დაუხასიათა, როგორც დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელი. ნაუელპანი "რასინგში" ჩილეს "სამ ფელიპედან" გადავიდა, თუმცა ბოლოს ის ბრაზილიურ "კურიტიბაში" თამაშობდა იჯარით.

შიდასატრანფერო ცვლილებებიდან ვალდოს გადასვლას გამოვყოფთ, "ესპანიოლმა" 29 წლის ვინგერი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვა "ლევანტეში". ვალდო ბოლო სეზონში "მალაგაში" თამაშობდა (19 თამაში, 2 გოლი) იჯარით. ვალენსიურმა კლუბმა უკვე სამი ფეხბურთელი დაიბევა, რომელიც შარშან "მალაგაში" თამაშობდა: ვალდო, გუსტავო მუნუა და ხავი ტორესი.

თავის მხრივ "მალაგამ" მუნდიალის მონაწილე განელი ფორვარდი ქვინსი ოვუსუ-აბეიე დაიბევა, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინათ ჯანო ანანიძის თანაგუნდელი იყო მოსკოვის "სპარტაკში", ბოლოს კი ყატარულ "ალ-სადში" ირიცხებოდა. ანდალუსიელებმა 24 წლის ფეხბურთელი უფასოდ ჩაიგდეს ხელში.

ესპანური ტრანსფერები

(9 აგვისტოდან დღემდე)

ფეხბურთელი საიდან სად თანხა

სამუელ ბანიოსი ლევანტე ალკორკონი თავ. აგენტი

იოსუ ესნაოლა რეალ სოსიედადი უნიონი იჯარა

ხერარდო ნორიეგა ერკულესი ეხიდო თავ. აგენტი

მარკ მატეუ ლევანტე უნიონი იჯარა

მანუ გავილანი ბეტისი ბოლონია 360 ათასი ევრო

რიკარდო კარვალიო ჩელსი რეალი 8 მლნ. ევრო

ხერარდ აუტეტი სპორტინგი ხერესი თავ. აგენტი

ტამ ნსალივა (მალავ) აეკ (საბ) ბეტისი თავ. აგენტი

საულ ბერხონი ლას პალმასი ბარსელონა ბ 300 ათასი ევრო

ფელიპე რამოსი რეალი ბ დეპორტივო თავ. აგენტი

მარკოს ტებარი რეალი ბ ხირონა თავ. აგენტი

ხავი კასტელანო მალიორკა უნიონი იჯარა

არიელ ნაუელპანი (არგ) კორიტიბა რასინგი თავ. აგენტი

დიეგო იფრანი (ურუ) დანუბიო რეალ სოსიედადი 1,5 მლნ. ევრო

ვალდო ესპანიოლი ლევანტე თავ. აგენტი

მელი ბეტისი ტენერიფე თავ. აგენტი

ლეანდრო კაბრერა (ურუ) ატლეტიკო უელვა იჯარა

ინიგო დიას დე კერიო ბილბაო კორდობა იჯარა

ქვინსი ოვუსუ-აბეიე (გან) ალ-სადი (ყატ) მალაგა თავ. აგენტი

ტიაგო მენდეში (პორტ) იუვენტუსი ატლეტიკო იჯარა

ოსკარ ტრეხო (არგ) მალიორკა რაიო ვალეკანო იჯარა

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა