Lingerie Basketball League-ში მხოლოდ გოგონები თამაშობენ, თანაც განსაკუთრებული სათამაშო ფორმით
თითქმის ორი თვეა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ლოკაუტი გრძელდება და სანამ ლიგის ხელმძღვანელობა და მოთამაშეთა პროფკავშირი კომპორომისის ძიებაში არიან, ჩრდილოეთ ამერიკაში გაჩნდა სრულიად ახალი და უნიკალური საკალათბურთო პროდუქტი, რომელმაც გულშემატკივართა ყურადღება მიიპყრო.

აგვისტოს ბოლოს სტარტი აიღო ე. წ. Lingerie Basketball League-ის პირველმა ტურნირმა, ანუ სიტყვა სიტყვით რომ გადავთარგმნოთ - "ქვედა საცვლების საკალათბურთო ლიგა".

როგორც დასახელებიდან მიხვდით, ამ ტურნირში მხოლოდ გოგონები იღებენ მონაწილეობას, თანაც განსაკუთრებული სათამაშო ფორმით.

გოგონების სტრიპტიზიორების ფორმაში გამოწყობისა და მათთვის რაიმე მამაკაცური საქმის დავალების იდეა ძალიან ძველია და არაერთხელ გამოყენებულა სხვადასხვა სარეკლამო რგოლში. და რადგან სპორტულ სფეროში მამაკაცობის ეტალონად ამერიკული ფეხბურთი მიიჩნევა, შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ ადრე თუ გვიან ვინმეს მოუვიდოდა თავში ნახევრად შიშველი გოგონებისთვის ოვალური ბურთი მიცემა.

ასეც მოიქცნენ და ბიკინიანი გოგონების ამერიკული ფეხბურთი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ნამდვილი პროფესიული ლიგა ჩამოყალიბდა. გაიხსნა 2003 წელს და ახლა მასში 12 გუნდი შედის. თუმცა პროგრესი გრძელდება და უკვე მომავალ წელს ოკეანის გაღმა გადაბარგებას გეგმავენ - თავიდან ავსტრალიაში, შემდეგ კი ევროპაში. 2014 წელს დაგეგმილია პირველი საკონტინენთაშორისო თასის გათამაშება საცვლების ამერიკულ ფეხბურთში.

წელს კი ანალოგიური ლიგა შეიქმნა კალათბურთში. ჯერჯერობით მასში მხოლოდ ოთხი კლუბია გაერთიანებული (ოთხივე ლოს ანჯელესიდანაა), სამაგიეროდ მას გარკვეული უპირატესობა აქვს ამერიკული ფეხბურთის ანალოგიურ ლიგასთან. ჯერერთი, გოგონები აქ არ იცვამენ დამცავ ჩაფხუტებს, გარდა ამისა, მოედნის ზომა კალათბურთში პატარაა, ტრიბუნებიც უფრო ახლოსაა მოედანთან. და რაც მთავარია - ლოკაუტის ფონზე კალათბურთის გულშემატკივრებს არაფერი რჩებათ იმის გარდა, რომ თავიანთი ინტერესი "ქვედა საცვლების ლიგას" მიაპყრონ.

LBL-მ პირველი სეზონის პრეზენტაცია ლოს ანჯელესის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოეწყო. რთული მისახვედრი არ არის, რომ პროგრამის მთავარი ნაწილი გახდა კალათბურთელთა ფორმის პრეზენტაცია, რომელზეც მხოლოდ სათამაშო ნომერი წერია. ლიგის ლოგოტიპის, კლუბის დასახელებისა და მოთამაშის გვარისთვის იქ ადგილი აღარ რჩება.

გოგონები სულაც არ გრძნობენ უხერხულობას პუბლიკის წინაშე ასეთი ტანსაცმლით გამოსვლის გამო. ისინი გულწრფელად ამბობენ, რომ მათთვის მთავარი არა გარეგნული მხარე, არამედ კალათბურთის თამაშია. ერთმა კალათბურთელმა კითხვაზე - "როგორია იმ ტანსაცმლით თამაში, რომელშიც ღამე გძინავთ?" - ასე უპასუხა: "საიდან მოიტანეთ, რომ ღამით საცვლებში მძინავს?!".

სიტყვები - "გამარჯვებისთვის, გუნდისთვის, მწვრთნელისთვის ბრძოლა" - ამ ლამაზმანებისთვის ცარიელი ფრაზები არ არის. მათთვის უცხო არაა ურთულესი საკალაბურთო ელემენტები. მოკლედ, აქ ყველაფერი ნამდვილია. ამ სანახაობის ნახვა მხოლოდ იმ მაყურებელს შეუძლია, რომელიც 18 წლის შესრულდა.

ლიგას თავისი რეგლამენტი აქვს, გააჩნია საკუთარი სამსაჯო კორპუსი და თავისი წესები, რომელიც სტუდენტური ლიგის - NCAA-ის წესებს ჰგავს (შეტევისთვის 35 წამი, სამწამიანის ხაზის რადიუსი - 6,01 მეტრი, ორი ტაიმი თითო 20 წუთით, დაცვაში არ არსებობს სამი წამის წესი და ასე შემდეგ). ჰყავთ თავიანთი ვარსკვლავები, რომლებიც პერიოდულად ჩნდებიან მამაკაცთა ჟურნალების პირველ გვერდებზე. მატჩები პარასკევობით იმართება.

ერთ მატჩზე ბილეთი 20 დოლარი ღირს, ორზე - 30, ხოლო 40 დოლარად შესაძლებელია ერთ საღამოს ორივე მატჩის ხილვა პარტერიდან, თამაშის შემდეგ კი კალათბურთელებთან ფოტოების გადაღება. მოკლედ, არც ისე ძვირი სიამოვნებაა. ყოველ შემთხვევაში, NBA-ის მატჩებზე ასეთი ფუფუნება გამორიცხულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა