20-წლამდელთა ძალოსანთა ევროპის პირველობაში ლომთაძემ ორჭიდში პირადი რეკორდით -307 კგ. დიდი ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუმინეთის დედაქალაქში 20-წლამდელთა ძალოსანთა ევროპის პირველობაში გუშინ ორი ქართველი ათლეტიც ჩაება. 69 კილოში შესანიშნავად იასპარეზა ჭაბუკებში 2009 წლის ევროპის ჩემპიონმა გიორგი ლომთაძემ (ქუთაისი), რომელმაც შარშან ახალგაზრდებს შორის აკვრაში ბრინჯაო დაიმსახურა.

ბუქარესტის ფიცარნაგზე კი გიორგიმ ორი მედალი მოიხვეჭა. რიონისპირელმა ჭაბუკმა 140 კილოგრამი აიტაცა და ამ მოძრაობაში გამარჯვებული დანიელ გოდელინს კილოგრამით ჩამორჩა, ხოლო მოლდოველ არტიომ პიპასთან ვერცხლი პირადი წონით დათმო (მეტოქეზე 200 გრამით მეტი აღმოჩნდა) და ბრინჯაოს დასჯერდა.

გიორგიმ აკვრაში ორი ცდა გამოიყენა - 164 და 167 კილოგრამი. 170-კილოგრამიანი შტანგა კი ვერ დაიმორჩილა. ორჭიდში პირადი რეკორდით - 307 კილოგრამით დიდი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩვენებურს ორჭიდში კილოგრამით აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა მოლდოველი პიპა.

მართალია, მესამე ცდაზე მან 172 კილოგრამი ვერ აკრა, მაგრამ მე-2 ცდაზე დაძლეული 169 კილო (ამ მოძრაობაში მე-3 ადგილი) საბოლოო ჯამში გასამარჯვებლად საკმარისი აღმოჩნდა. 303 კილოგრამით მე-3 ადგილზე გავიდა აზერბაიჯანელი ფირიდუნ გულიევი, რომელსაც აკვრაში (173) მეორე ოქრო ხვდა.

170 კილოთი ვერცხლი ბულგარელ იუნდერ ბეითულას ერგო. ორჭიდში იგი 301 კილოთი მე-4 იყო. რაც შეეხება ტურნირის რეიტინგფავორიტსა და ატაცში გამარჯვებულ გოდელინს, მან აკვრაში საწყისი წონა - 166 კილო ვერ დაძლია და ორჭიდში შეუფასებელი დარჩა.

69 კგ. 1. არტიომ პიპა-308 (მოლდოვა, 140+168), 2. გიორგი ლომთაძე-307 (საქართველო, 140+167), 3. ფირიდუნ გულიევი-301 (აზერბაიჯანი, 130+173).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

maka
გილოცავ ზამიკოოოოო !!!!!!!!!
maka
გილოცავ ცჰემო ზამიკოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!
ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა