ქართული კლუბებიდან საუკეთესო პოზიცია თბილისის "დინამოს" უკავია, რომელიც დღეისთვის 208-ე ადგილზეა
მიმდინარე ევროტურნირებზე წარმატებულმა ასპარეზობამ საგრძნობლად გააუმჯობესა ქართული კლუბების მდგომარეობა უეფას კოეფიციენტების რეიტინგში, რომელსაც IFFHS-ის რეიტინგისგან განსხვავებით, სულაც არ აქვს სიმბოლური დატვირთვა.

სწორედ იქ დაკავებული ადგილი განსაზღვრავს ამა თუ იმ კლუბის საევროთასო გზას - რომელი ეტაპიდან ჩაერთვება ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის გათამაშებაში და როგორი სიძლიერის მეტოქეებთან დაიჭერს იქ საქმეს.

ქართული კლუბებიდან საუკეთესო პოზიცია თბილისის "დინამოს" უკავია. დედაქალაქელები დღეისთვის 208-ე ადგილზე არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჩემპიონობის შემთხვევაში ალექს გარსიას გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილი იქნება; 229-ეა "ზესტაფონი" და თუ ფეროელებმა ქვეყნის ჩემპიონობა შეინარჩუნეს, ამავე რაუნდში განთესვა გარანტირებული არ ექნებათ, მაგრამ დიდი ალბათობით, მაინც მოხვდებიან ამგვარი კლუბების კატეგორიაში; 239-ე პოზიციაზეა რუსთავის "მეტალურგი", რომელსაც ჩემპიონობის შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე განთესვის შანსი ექნება მაგრამ "ზესტაფონზე" ნაკლები.

თუ მოხდა სასწაული და საქართველოს ჩემპიონი "ვიტ ჯორჯია" გახდა, ჩემპიონთა ლიგაზე განუთესავი იქნება, რადგან 276-ე ადგილზეა; კიდევ უფრო ქვემოთ, 321-ე პოზიციაზეა "გაგრა". ამ რეიტინგში სულ ეს ხუთი ქართული კლუბია წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მათ გარდა ევროსარბიელზე სხვა ქართული კლუბი გავიდა, წილისყრაში ნაკლებად გაუმართლებს.

რეიტინგის საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:

1. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)

2. ბარსელონა (ესპანეთი)

3. ჩელსი (ინგლისი)

4. ბაიერნი (გერმანია)

5. არსენალი (ინგლისი)

6. პორტუ (პორტუგალია)

7. რეალი (ესპანეთი)

8. ინტერი (იტალია)

9. ლივერპული (ინგლისი)

10. ლიონი (საფრანგეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა