უკვე გადაწყვეტილია, რომ კევინ-პრინს ბოატენგი კარიერას "მილანში" გააგრძელებს. კონტრაქტის ფინანსური დეტალები ჯერ არ გახმაურებულა, მაგრამ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ განის ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი იტალიური გრანდის წევრია...

უკვე გადაწყვეტილია, რომ კევინ-პრინს ბოატენგი კარიერას "მილანში" გააგრძელებს. კონტრაქტის ფინანსური დეტალები ჯერ არ გახმაურებულა, მაგრამ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ განის ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი იტალიური გრანდის წევრია.

23 წლის ბოატენგი უკვე მილანშია და გუშინ "მილანელოს" ბაზაზეც მივიდა, სადაც გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი და ახალი თანაგუნდელები გაიცნო. მისი დებიუტი სავარაუდოდ, კვირას, ბერლუსკონის თასზე, "იუვენტუსის" წინააღმდეგ შედგება. კონტრაქტის ნიუანსები კი შესაძლოა, დღეისთვისაც გახდეს ცნობილი.

გერმანიაში დაბადებულ-გაზრდილ ბოატენგს სხვადასხვა დროს "ჰერტას", "დორტმუნდის", "ტოტენჰემის", "ჯენოასა" და "პორტსმუთის" ღირსება დაუცავს, ყველაზე ხშირად კი მსოფლიო საფეხბურთო მედიაში მისი გვარი მაისში ისმოდა, როცა მიხაელ ბალაკი დაამტვრია და მუნდიალს მიღმა დატოვა.

სამაგიეროდ, მსოფლიოს ჩემპიონატისას ეს ამბავი ყველას ნელ-ნელა გადაავიწყდა. ბოატენგმა ხომ განის ნაკრებს, რომელსაც ზედ მუნდიალის წინ შეუერთდა, დიდი სამსახური გაუწია და ლომის წილი დაიდო აფრიკელთა მეოთხედფინალში გასვლაში.

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა