დიეგოს "იუვენტუსიდან" "ვოლფსბურგში" გადასვლის ამბავი თითქოს უკვე გადაწყვეტილად მოსჩანდა, მაგრამ ეს ტრანსფერი ჩიხში შევიდა...

დიეგოს "იუვენტუსიდან" "ვოლფსბურგში" გადასვლის ამბავი თითქოს უკვე გადაწყვეტილად მოსჩანდა, მაგრამ ეს ტრანსფერი ჩიხში შევიდა. ბრაზილიელი ნახევარმცველი, რომელმაც ტურინელთა შემადგენლობაში მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარა და არცთუ წარმატებულად, გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი იყო და გერმანული კლუბი მის შესაძენად დღემდე მზადაა, მაგრამ როგორც ირკვევა, დიეგოს გაშვების წინააღმდეგია "იუვენტუსის" ახალი მთავარი მწვრთნელი ლუიჯი დელ ნერი. ამ უკანასკნელს ბრაზილიელი საკონტროლო მატჩებში მოეწონა და მისი დატოვება გადაწყვიტა.

არადა, დიეგოს "ვოლფსბურგთან" პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობას კი მისი გაყიდვიდან მიღებული თანხით იმავე "ვოლფსბურგიდან" ედინ ჯეკოს შეძენა სურს. "იუვენტუსი" ამ გარიგებაში დიეგოს ჩართვასაც გეგმავდა, მაგრამ როგორც ხედავთ, დელ ნერის პოზიციამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

დღეისათვის, გამორიცხული არც დიეგოს წასვლაა და არც – დარჩენა. ყველაფერს ნათელი უახლოეს დღეებში მოეფინება.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა