ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სამი ქართველი: სოლომონ კვერკველია, გიორგი ფოფხაძე და ლადო დვალიშვილი ითამაშებს
დღეს ევროპალიგის ჯგუფური ეტაპი იწყება - 12 ჯგუფის 24 მატჩია. საფეხბურთო ევროპაში დიდი სკანდალია - უეფამ შეჯიბრებიდან მოკვეთა შვეიცარიული "სიონი", რადგან ამ კლუბმა პლეი ოფში 5 ისეთი ფეხბურთელი ათამაშა, რომელთაც სატრანსფერო შეზღუდვის გამო ამის უფლება არ ჰქონიათ.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე "სიონმა" ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა შოტლანდიური "სელტიკი" და ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. შვეიცარიელები მადრიდში გაფრენას გეგმავდნენ, როცა უეფას სასჯელის შესახებ შეიტყვეს. რა თქმა უნდა, მათ გაასაჩივრეს განაჩენი, მაგრამ უეფა შეუვალი იყო - დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა - მადრიდში კი შვეიცარიელების ნაცვლად შოტლანდიელები გაფრინდნენ.

"სიონი" გაჩერებას არ აპირებს და უეფას სამოქალაქო სასამართლოში უჩივის, ისინი კომპენსაციის სახით 4 მილიონ ევროს ითხოვენ. მოკლედ, გაგრძელება უსათუოდ იქნება.

ჯგუფურ ეტაპზე სამი ქართველი ითამაშებს: რუსული "რუბინის" განაცხადშია სოლომონ კვერკველია, "შტურმში" ითამაშებს გიორგი ფოფხაძე და ებრაული "მაქაბის" ღირსებას დაიცავს ლადო დვალიშვილი. კვერკველიას "რუბინი" ირლანდიაში ჩადის, სადაც დებიუტანტ "შემროკ როვერსს" სტუმრობს. ჰაიფელები კვიპროსულ აეკ-ს მასპინძლობენ, ხოლო "შტურმი" გრაცში მოსკოვის "ლოკომოტივს" მიიღებს.

A ჯგუფი

პაოკ (საბერძნეთი)-ტოტენჰემი (ინგლისი) 21:00

შემროკი (ირლანდია)-რუბინი (რუსეთი) 21:00

B ჯგუფი

ჰანოვერი (გერმანია)-სტანდარდი (ბელგია) 21:00

კოპენჰაგენი (დანია)-ვორსკლა (უკრაინა) 21:00

C ჯგუფი

ჰაპოელი თ. (ისრაელი)-რაპიდი (რუმინეთი) 21:00

პსვ (ჰოლანდია)-ლეგია (პოლონეთი) 21:00

D ჯგუფი

ციურიხი (შვეიცარია)-სპორტინგი (პორტუგალია) 21:00

ლაციო (იტალია)-ვასლუი (რუმინეთი) 21:00

E ჯგუფი

დინამო (უკრაინა)-სტოკი (ინგლისი) 21:00

ბეშიქთაში (თურქეთი)-მაქაბი თ. (ისრაელი) 21:00

F ჯგუფი

სლოვანი (სლოვაკეთი)-ბილბაო (ესპანეთი) 21:00

პსჟ (საფრანგეთი)-ზალცბურგი (ავსტრია) 21:00

G ჯგუფი

ალკმაარი (ჰოლანდია)-მალმიო (შვედეთი) 23:05

აუსტრია (ავსტრია)-მეტალისტი (უკრაინა) 23:05

H ჯგუფი

ბრიუგე (ბელგია)-მარიბორი (სლოვენია) 23:05

ბირმინგემი (ინგლისი)-ბრაგა (პორტუგალია) 23:05

I ჯგუფი

ატლეტიკო (ესპანეთი)-სელტიკი (შოტლანდია) 23:05

უდინეზე (იტალია)-რენი (საფრანგეთი) 23:05

J ჯგუფი

მაქაბი ჰ (ისრაელი)-აეკ (კვიპროსი) 23:05

სტიაუა (რუმინეთი)-შალკე (გერმანია) 23:05

K ჯგუფი

ვისლა (პოლონეთი)-ოდენსე (დანია) 23:05

ფულჰემი (ინგლისი)-ტვენტე (ჰოლანდია) 23:05

L ჯგუფი

შტურმი (ავსტრია)-ლოკომოტივი (რუსეთი) 23:05

ანდერლეხტი (ბელგია)-აეკ (საბერძნეთი) 23:05

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა