სამშაბათს, ნიუ იორკში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელებისა და მოთამაშეთა პროფკავშირის მორიგი შეხვედრა გაიმართა
სამშაბათს, ნიუ იორკში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელებისა და მოთამაშეთა პროფკავშირის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

მოლაპარაკებათა ახალი რაუნდის წინ ყველას იმედი ჰქონდა, რომ ამჯერად მხარეები მაქსიმალურად მიუახლოვდებოდნენ კომპრომისს. ამ ოპტიმიზმის საფუძველს წინა დღეებში გამართული შეხვედრები იძლეოდა, სადაც მოლაპარაკებებისას გარკვეული პროგრესი შეინიშნებოდა.

მაგრამ, როგორც სააგენტო AP იუწყება, ამჯერად არანაირ პროგრესზე ლაპარაკი არ შეიძლება - მხარეებმა ვერც ერთ პრინციპულ საკითხზე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. შეგახსენებთ, რომ უკვე სამ კვირაში უნდა გაიხსნას საწვრთნელი ბანაკები და ახლა შანსი იმისა, რომ სეზონი დროულად დაიწყება, ძალიან მცირეა.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ მოთამაშეები მზად იყვნენ კლუბების ბოსებისკენ შემხვედრი ნაბიჯი გადაედგათ, მაგრამ მოპირდაპირე მხარისგან იგივეს ვერ ეღირსნენ - მფლობელები კვლავინდებურად ითხოვენ ხელფასებისა და კონტარქტების ხანგრძლივობის მკვეთრად შემცირებას.

პროფკავშირების შეფი ბილი ჰანტერი ვერ მალავდა ამ შეხვედრისგან მიღებულ ნეგატიურ განწყობას: "უკვე ვაცნობეთ მოთამაშეებს, რომ, შესაძლოა, ნახევარი სეზონი დასვენება მოუწიოთ. ძალიან იმედგაცრუებული დავრჩით მფლობელების წინადადებებისგან. მოლაპარაკებებში არანაირი პროგრესი არ ყოფილა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა