პლანეტის უსწრაფესმა ადამიანმა პრესტიჟის აღდგენა ზაგრებში, IAAF-ის "მსოფლიო გამოწვევის" სერიის ტურნირზე გადაწყვიტა
პლანეტის უსწრაფესმა ადამიანმა, იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა მსოფლიოს ჩემპიონატზე "მოკლე სპრინტში" განცდილი კრახის შემდეგ შელახული პრესტიჟის აღდგენა ზაგრებში, IAAF-ის "მსოფლიო გამოწვევის" (World Challenge) სერიის ტურნირზე გადაწყვიტა.

როგორც გახსოვთ, ბოლტი ტეგუში 100 მეტრის ფინალიდან ფალსტარტის გამო მოხსნეს. მართალია, შემდეგ იამაიკელმა 200 მეტრი და ესტაფეტა მოიგო, მაგრამ უსაინი ძალიან შეწუხებული ჩანდა ყველაზე პრესტიჟული დისციპლინის წაგების გამო.

წესით, ბოლტს ნამდვილად გამოუკეთდებოდა ხასიათი ზაგრებში გამარჯვების შემდეგ. მართალია, მან სეზონის საუკეთესო დრო ვერ გააუმჯობესა (9.78 წამი - ასაფა პაუელი), სამაგიეროდ, 9.85-ით წლევანდელ პირად რეკორდს ჩამოაკლო სამი მეასედი წამი.

ფინალური გარბენისას კვლავ იჩინა თავი ბოლტის მთავარმა პრობლემამ - ცუდმა სტარტმა. უსაინი დაახლოებით საწყისი 60 მეტრი ჩამორჩებოდა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს, სენტკიტსელ კიმ კოლინზსა და ტრინიდადელ რიჩარდ ტომპსონს.

მაგრამ შემდეგ ვიხილეთ იამაიკელის საფირმო აჩქარება და დიდი უპირატესობით გამარჯვება. აღსანიშნავია, ამ გარბენში მხოლოდ უსაინმა შეძლო 9 წამიდან გამოსვლა.

ქალების მოკლე სპრინტში ტეგუში ნაჩვენები შედეგი გაიმეორა კარმელიტა ჯეტერმა. ეს ამერიკელის ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაა 100 მეტრზე, სულ კი ამ სეზონში ათი სტარტიდან ცხრაჯერ მივიდა პირველი ფინიშთან.

ზაგრებში მხოლოდ ბოლტს არ ჰქონდა კლასი დასამტკიცებელი. როგორც გახსოვთ, კუბელ დაირონ რობლესს ტეგუში 110 მეტრზე თარჯრბენში მოპოვებული ოქროს მედალი ჩამოართვეს, რადგან ბოლო მეტრებზე ჰკრა ხელი ჩინელ ლიუ სიანს.

რობლესს სერიოზული კონკურენტები ჰყავდა - ჯეისონ რიჩარდსონი და დევიდ ოლივერი, შესაბამისად, გარბენი საკმაოდ სწრაფი გამოვიდა. კუბელმა სეზონის საუკეთესო დროით მოიგო - 13.00, რიჩარდსონმა კი 13.04 წამით პირადი რეკორდი დაამყარა.

ანალოგიურ დისციპლინაში ქალებს შორის დაუმარცხებელია სალი პირსონი - მას სეზონში არც ერთი დამარცხება არ აქვს და ზედიზედ გამარჯვებათა რიცხვი ათს აღწევს. პირსონმა ტეგუში ფანტასტიკური შედეგი აჩვენა - 12.28 წამი და იგივეს გაკეთება შეეძლო ზაგრებში, მაგრამ მეოთხე ბარიერზე წაიფორხილა და ამჯერად 12.68 წამით დაკმაყოფილდა.

სეზონის ფინიში არ გამოსდის ხორვატ სიმაღლეზე მხტომელ ბლანკა ვლასიჩს. მსოფლიოს ჩემპიონატის წაგების შემდეგ ვლასიჩს რუსი ანა ჩიჩეროვასთვის რევანშის აღება შეეძლო, მაგრამ კვლავ დამარცხდა. ორივემ ასპარეზობა 1.85 მეტრიდან დაიწყო და 2.04 მეტრზე შეჩერდა. ჩიჩეროვას 2 მეტრის დასაძლევად ერთი ცდა დასჭირდა, ვლასიჩს - ორი და რუსმა ისევ დაამარცხა მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი.

კაცები

100 მ. 1. უსაინ ბოლტი (იამ) - 9.85; 2. კიმ კოლინზი (სტ. კიტს) - 10.01... 6. ჯასტინ გეტლინი (აშშ) - 10.17... 400 მ. 1. ლაშონ მერიტი (აშშ) - 45.22... 1500 მ. 1. ნიქსონ კიპლიმო (კენ) - 3:30.94... 3000 მ/სტიპლჩეზი. 1. ჰილარი კიპსანგი (კენ) - 8:12.81... 110 მ/თარჯრბენი. 1. დაირონ რობლესი (კუბ) - 13.00; 2. ჯეისონ რიჩარდსონი (აშშ) - 13.04; 3. დევიდ ოლივერი (აშშ) - 13.20... სიგრძე. 1. ალექსანდრ მენკოვი (რუს) - 8.18; ბირთვი. 1. რიზ ჰოფა (აშშ) - 21.73; 2. კრისტიან კანტველი (აშშ) - 21.55... ბადრო. 1. ჟოლტან კოვაგო (უნგ) - 64.91... ურო. 1. დილშოდ ნაზაროვი (ტაჯ) - 80.30...

ქალები

100 მ. 1. კარმელიტა ჯეტერი (აშშ) - 11.00... 200 მ. 1. შილონი კალვერტი (იამ) - 22.55; 2. შერონ სიმპსონი (იამ) - 22.95; 3. დები ფერგიუსონ-მაკენზი (ბაჰ) - 22.97... 400 მ. 1. ნოვლენ უილიამს-მილსი (აშშ) - 50.31; 2. ანასტასია კაპაჩინსკაია (რუს) - 50.40; 3. შერიკა უილიამსი (იამ) - 50.45... 800 მ. 1. მეგი ვესეი (აშშ) - 1:58.64... 100 მ/თარჯრბენი. 1. სალი პირსონი (ავსტრა) - 12.68... სიმაღლე. 1. ანა ჩიჩეროვა (რუს) - 2.00; 2. ბლანკა ვლასიჩი (ხორ) - 2.00... სიგრძე. 1. ოლგა ზაიცევა (რუს) - 6.73...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა