ბელგიაში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელშიც ჩვენი ბიჭების ნაკრები სრული შემადგენლობით გამოვა
დღეს ბელგიურ ლომელში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელშიც ჩვენი ბიჭების ნაკრები სრული შემადგენლობით გამოვა: ლერი ჭელიძე და გიორგი მესაბლიშვილი (ორივე - 55), ვაჟა მარგველაშვილი და გიორგი კაცია (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი და ოთარ არჩუაძე (ორივე - 66), ფრიდონ გიგანი და მიხეილ ჩოხელი (ორივე - 73), შალვა ნინიძე და ბექა რატიანი (ორივე - 81), გიორგი მერმანიშვილი და გიორგი ქავთარაძე (ორივე - 90), ელგუჯა ბიბილაშვილი და გიორგი ცნობილაძე (ორივე - 100), უშანგი კოკაური და ლევან მატიაშვილი (+100).

ნაკრების მ თავარმა მწვრთნელმა გიორგი გუგავამ ახლა კი წაიყვანა სრული გუნდი, მაგრამ მსოფლიოსთვის სერიოზულ გადარჩევას აპირებს - ვინც ევროპაზე თავს ვერ გამოიჩენს, შანსს აღარ მისცემს.

ოთხი მონაწილე გვეყოლება გოგოებში: ნონა მერაბიშვილი (52), სოფო ბერიძე (57), თეა სუხიტაშვილი (70) და ელენე ქებაძე (+78).

დღეს ბიჭებიდან 55-60, გოგოებიდან კი 44, 48 და 52-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ. ზეგ ტატამზე 66, 73 და 81 კილოგრამიანი ბიჭები გავლენ. ასევე სამი წონა იჭიდავებს გოგოებიდანაც - 57, 63 და 70, დანარჩენები კი 18 სექტემბერს ჩაებმებიან ტურნირში.

აქვე შეგახსენებთ, რომ შარშან ანალოგიურ პირველობაზე ჩემპიონები ოთარ კაიდარაშვილი (55) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გახდნენ, გიორგი ნოზაძე (90) ფინალში დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა