"მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო. მართალია, სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს სასტარტო შეხვედრაში მეტოქედ პრემიერლიგაში ახალდაბრუნებული...

"მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო. მართალია, სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს სასტარტო შეხვედრაში მეტოქედ პრემიერლიგაში ახალდაბრუნებული "ნიუკასლ იუნაიტედი" ჰყავდათ და ისიც "ოლდ ტრეფორდზე", მაგრამ მასპინძლებმა შეხვედრის მსვლელობისას პერიოდულად ისეთი კომბინაციები გაათამაშეს, აშკარა გახდა - ცოტაც და კვლავ ძველებურ "იუნაიტედს" ვიხილავთ. თვალს ხვდებოდა დიმიტარ ბერბატოვის მონდომება და სწრაფი, ეფექტური თამაშის სურვილი. უეინ რუნი კი მხოლოდ ეპიზოდურად ჰგავდა საკუთარ თავს ("ფიზიკაში" მოიკოჭლებს), სამაგიეროდ, კარგად თამაშობდნენ განაპირა ნახევარმცველები...

რასაკვირველია, გვესმის და ვიმეორებთ, რომ ეს ყველაფერი "ნიუკასლის" სისუსტის გამო ჩანდა უფრო ეფექტურად, მაგრამ მაინც დავიჩემებთ, რომ მანჩესტერელებს კოჭებში ეტყობოდათ, რა ფეხბურთსაც ითამაშებენ ამ სეზონში.

მასპინძელთა გოლებიდან განსაკუთრებით გამოსაყოფი არც ერთი არ იყო და ამიტომ, მათზე არ შევჩერდებით. გეტყვით, რომ "ნიუკასლის" საუკეთესო შანსი ენდი ქეროლმა გაატანა ქარს - მას თავურით შეეძლო გოლის გატანა...

...და საერთოდ, ამ დღეს "კაჭკაჭებმა" მანჩესტერელებს მხოლოდ 10 წუთით გაუწიეს წინააღმდეგობა. მასპინძელთაგან ბერბატოვს შეეძლო კიდევ ერთი გოლის გატანა, მაგრამ პოლ სქოულზსა და რუნისთან გათამაშებული ჩინებული კომბინაცია ოდნავ უზუსტო დარტყმით დაასრულა.

მანჩესტერ იუნ-ნიუკასლი 3:0

მანჩესტერ იუნ: ვან დერ სარი, ო'ში, ვიდიჩი, ევანსი, ევრა (87. რაფაელი), ვალენსია, ფლეტჩერი, სქოულზი, ნანი (71. გიგზი), ბერბატოვი, რუნი (63. ერნანდესი).

ნიუკასლი: ჰარპერი, პერჩი, უილიამსონი, კოლოჩინი, სანჩესი, რუტლეჯი, სმიტი, ბარტონი, გუტიერესი (81. ხისკო), ნოლანი (71. ამეობი), ქეროლი.

გოლები: 1:0 ბერბატოვი (33), 2:0 ფლეტჩერი (41), 3:0 გიგზი (85)

გაფრთხილება: 2-2; კარში დარტყმა: 18-8 (4-4); ჯარიმა: 9-7; კუთხური: 5-3; თამაშგარე: 4-0; ბურთის ფლობა: 66%-34%.

მაყურებელი: 75 221

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა