პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ ახლახან დასრულებული ამერიკის ღია პირველობის ძირითად მოვლენათა ჰიტ-აღლუმი შემოგვთავაზა
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ ახლახან დასრულებული ამერიკის ღია პირველობის ძირითად მოვლენათა ჰიტ-აღლუმი შემოგვთავაზა.

ტურნირის გმირი

რა თქმა უნდა, ნოვაკ ჯოკოვიჩი. სერბმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღეს პროფესიულ ტურში მისი ბადალი არავინაა. ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე სეზონში.

ის ბეწვზე გადაურჩა ნახევარფინალში როჯერ ფედერერთან წაგებას, მაგრამ შეძლო წაგებული მატჩის გადარჩენა. სამაგიეროდ, დამაჯერებლად დაამარცხა რაფაელ ნადალი გადამწყვეტ შეხვედრაში. ახლა რეიტინგში ესპანელ ჩოგბურთელზე მისი უპირატესობა მსოფლიოს მეხუთე ჩოგანის დავიდ ფერერის სარეიტინგო ქულებს უდრის. ეს დაუჯერებელი მაჩვენებელია.

ალტერნატივა: არავინ.

ტურნირის ანტიგმირი

გაელ მონფილსი. ათლეტური ფრანგი, რომელმაც ზაფხულში კარგი ფორმა აკრიფა, მაგრამ მორიგ მწვრთნელს გამოეთხოვა, თითქოს ახალ დონეზე უნდა გასულიყო. გაელს ორჯერ არ გაუმართლა საზაფხულო "მასტერსებზე", როცა სატურნირო ბადემ ის ჯოკოვიჩზე გაიყვანა. თუმცა ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაში მან გვარიანად ანერვიულა დაუმარცხებელი სერბი.

"ფლეშინგ მედოუზე" მონფილსისა და ჯოკოვიჩის გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთებოდა და ფრანგს მესამედ უნდა ეცადა ბედი, მაგრამ არ გამოვიდა. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ხუან კარლოს ფერერომ ძალები მოიკრიფა და ხუთსეტიან მარათონში კარგი საჩუქარი მიართვა გაელს მის დაბადების დღეზე.

ალტერნატივა: ენდი მიურეი

ტურნირის აღმოჩენა

დონალდ იანგი. ის, რომ ეს შავკანიანი ამერიკელი ძალიან ნიჭიერია, საჩოგბურთო სამყარომ შვიდი წლის წინ შეიტყო. ისიც კარგად არის ცნობილი, რომ დონალდი მერყევი ხასიათისაა და ვარჯიშების გაცდენა უყვარს. მაგრამ ამ სეზონში იანგმა, როგორც იქნა, ვარჯიშებზე მუშაობა დაიწყო და შედეგებიც მოვიდა.

რა თქმა უნდა, მეოთხე წრეში დონალდმა ენდი მიურეისთან წააგო, რადგან "დიდი ოთხეული" სულ "სხვა ლიგაა". "თავის ლიგაში" კი იანგი საკმაოდ კარგად გამოიყურება.

ალტერნატივა: ჯეკ სოკი

ტურნირის იმედგაცრუება

რაიან ჰარისონი. ამ ბიჭმა დონალდ იანგს ამერიკული ჩოგბურთის მთავარი იმედის სტატუსი ჩამოართვა, მაგრამ აშკარად დიდ ნიჭთან ერთად მას კიდევ უფრო აუტანელი ხასიათი აქვს. პირველ წრეში მარინ ჩილიჩთან მატჩი, რომელიც ამერიკელი ექსპერტების შეფასებით რაინისთვის იოლი გასეირნება უნდა ყოფილიყო, ჰარისონისთვის ბოლო აღმოჩნდა ტურნირზე.

და საქმე მხოლოდ სამ სეტში წაგებაში არ არის. საქმე ისაა, როგორ წააგო ჰარისონმა - ის მშობლიურმა პუბლიკამ სტვენით გააცილა კორტიდან.

ალტერნატივა: ბერნარდ ტომიჩი

ტურნირის მატჩი

ნოვაკ ჯოკოვიჩი-როჯერ ფედერერი, ნახევარფინალი, 6:7(7), 4:6, 6:3, 6:2, 7:5. ამ მატჩში იყო ყველაფერი - დაუჯერებელი ინტრიგა, ბრწყინვალე ჩოგბურთი, ჯოკოვიჩის ფანტასტიკური გადარჩენა...

"ჩემი აზრით, სულ სხვა პრესკონფერენციას უნდა ვატარებდე ამ ნახევარფინალის შემდეგ", - ფედერერს ბოლომდე არ სჯეროდა, რაც კორტზე მოხდა. და არა მარტო მას, არამედ მილიონობით მაყურებელს მთელს მსოფლიოში. სამაგიეროდ, ორი გენიოსის თამაში მართლაც ფანტასტიკური გამოვიდა.

ალტერნატივა: ნოვაკ ჯოკოვიჩი-რაფაელ ნადალი, ფინალი, 6:2, 6:4, 6:7(3), 6:1

ტურნირის მთავარი სენსაცია

პირველივე წრეში ჟულიან ბენეტოს გამარჯვება ნიკოლას ალმაგროზე. ადრე ტოპ-ათეულის ნებისმიერი ჩოგბურთელის დამარცხება უკვე სენსაცია იყო, ალმაგრო კი ამ ზაფხულს მართლაც შესანიშნავად გამოიყურებოდა.

თუმცა ბენეტომ, რომელმაც ზუსტად ერთი წლის წინ სერიოზული ტრავმა მიიღო, სწორედ ამერიკის ღია პირველობისთვის აკრიფა კარგი ფორმა და ცდილობს ძველი რეიტინგი დაიბრუნოს. მრისხანე ესპანელზე გამარჯვება - ამ გზაზე გადადგმული დიდი ნაბიჯია.

ალტერნატივა: გაელ მონფილისის მარცხი ხუან კარლოს ფერეროსგან

ტურნირის ფრაზა

"თუ მოთამაშის კარიერაზე "დიდი სლემის" ტურნირებზე მოგებული ტიტულებით ვიმსჯელებთ, მაშინ საშინელი კარიერა მქონია", - განაცხადა ენდი მიურეიმ.

ტურნირის კურიოზი

ენდი როდიკი იმდენად გართული იყო ჟულიან ბენეტოსთან მატჩით, რომ გეიმებს შორის შესვენებისას კორტის მხარეები აერია და მეტოქის სკამზე დაჯდა. ფრანგს კარგა ხანი დასჭირდა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის საკუთარი ადგილიდან გასაძევებლად. ეს ყველაფერი საკმაოდ მხიარული სანახავი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა