200-კილოიანმა ქართველმა სუმოისტმა მონღოლ ვეტერან კიოკუტენჰოს მოუგო, რომელიც აქამდე დაუმარცხებლად ასპარეზობდა
გუშინ ისეთი წარმატებული დღე აღარ გვქონდა ტოკიოს ბაშოზე, როგორც წინა დღეებში, თუმცა სუპერტურნირის მესამედი ქართველმა სუმოისტებმა მაინც წარმატებით განვლეს: კოკაის (ლევან ცაგურია) და გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) ხუთი ორთაბრძოლიდან 4-4 მოგება აქვთ, ხოლო ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) - სამი.

"შავმა ზღვამ" ელიტაში დაბრუნების შემდეგ პირველი მარცხი იგემა, ის იოშიაზუმამ მოგვერდით დაამარცხა. წააგო ტოჩინოშინმაც, ყოფილ კომუსუბის გოეიდომ აჯობა. ჩვენებურთაგან გამარჯვებული მხოლოდ გაგამარუ გამოვიდა, 200-კილოიანმა ქართველმა მონღოლ ვეტერან კიოკუტენჰოს მოუგო, რომელიც აქამდე დაუმარცხებლად ასპარეზობდა.

5-5 მოგება სამ რიკიშისღა დარჩა, მათ შორის კი დიდი ჩემპიონი ჰაკუჰოა. სხვათა შორის, გუშინ საინტერესო რამ მოხდა საგაცუკასასა და ტოჩინოვაკას შორის, პირველმა მეტოქე ძიუდოს იპონის ანალოგიური იპონზეუის ილეთით დაამარცხა. წარმოიდგინეთ, ცენტნერ-ნახევრიან კაცს მხრებზე რომ გადაივლებ და სუფთაზე დააგდებ! სხვათა შორის, საგაცუკასას დღეს გაგამარუ ხვდება, აი, თეიმურაზის აწევა კი ძალიან გაუჭირდება იაპონელს.

V დღე: ჰაკუჰო-იოშიკაძე (ჰატაკიკომი), ბარუტო-ტოიონოშიმა (იორიკირი), ვაკანოსატო-კოტოოშუ (სუკუინაგე), ტაკეკაძე-ჰარუმაფუჯი (უვატენაგე), კისენოსატო-ოკინოუმი (იორიკირი), კაკურიუ-არანი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ჰომაშო (ოშიტაოში), ტოჩიოძანი-ტაკაიასუ (ოკურიტაოში), გოეიდო-ტოჩინოშინი (კირიკაეში), ვაკაკოიუ-ტოკიტენკუ (ჰატაკიკომი), მიაბიამა-ფუჯიაზუმა (ჰიკიოტოში), საგაცუკასა-ტოჩინოვაკა (იპონზეოი), კაისეი-ტოიოჰიბიკი (ოშიდაში), ტამავაში-მასუნოიამა (უბრძოლველად), გაგამარუ-კიოკუტენჰო (იორიტაოში), კიტატაიკი-ამინიშიკი (იორიკირი), ასასეკირიუ-კიმურაიამა (ჰატაკიკომი), იოშიაზუმა-კოკაი (უვატენაგე), ტამაასუკა-ტაკანოიამა (იორიკირი), შოტენრო-ტოსაიუტაკა (ოშიდაში), დაიდო-ჰოჩიამა (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა

5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), კისენოსატო (სეკივაკე).

4-1: ტოჩიოძანი (მაეგაშირა 3), კიოკუტენჰო (მ 10), კიტატაიკი (მ 11), გაგამარუ (მ 11), ასასეკირიუ (მ 12), კოკაი (მ 16)... 3-2: ტოჩინოშინი (მ 4).

VI დღე: ჰაკუჰო-ტაკეკაძე, კოტოოშუ-ტოჩიოძანი, ჰარუმაფუჯი-არანი, ბარუტო-ვაკანოსატო, კაკურიუ-ოკინოუმი, კოტოშოგიკუ-ტოიონოშიმა, კისენოსატო-ჰომაშო, ტოჩინოშინი-იოშიკაძე, ტოკიტენკუ-გოეიდო, მიაბიამა-ტაკაიასუ, ვაკაკოიუ-ტოჩინოვაკა, ფუჯიაზუმა-ტოიოჰიბიკი, კაისეი-ტამავაში, საგაცუკასა-გაგამარუ, კიოკუტენჰო-ამინიშიკი, კიტატაიკი-ასასეკირიუ, ტამაასუკა-დაიდო, იოშიაზუმა-კიმურაიამა, შოტენრო-ტაკანოიამა, კოკაი-ტოსაიუტაკა, ჰოჩიამა-ტოჩინონადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო