გუშინ გამართულ წილისყრაზე ხინჩეგაშვილი ფინალამდე ასცდა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, რუს ვიქტორ ლებედევს

სტამბოლში გრძელდება მსოფლიოს პირველობა ჭიდაობაში, რომელშიც დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც ჩაებმებიან -ქალების ორ ბოლო წონასთან ერთად ვაჟთაგან 55-ის ფალავნებიც იჭიდავებენ.

ეს წონა ჩვენტვის განსაკუთრებით საინტერესოა, როგორც სტრატეგიული - სწორედ აქ ჭიდაობს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, წლეულს ახალგაზრდებში დუბლის მომგები და უფროსებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი.

მისგან ახლაც მედალს ველოდით და გუშინ გამართულმა წილისყრამ დიდწილად გაუმართლა კიდეც - ჩვენებური ფინალამდე ასცდა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, რუს ვიქტორ ლებედევს და კიდევ ერთ საშიშ მეტოქეს, აზერბაიჯანელ ევროპის ექს-ჩემპიონ მაჰმუდ მაგომედოვს (თუმცა ამას ხინჩეგაშვილმა წლეულს ევროპაზე მოუგო და ბრინჯაოს დააჯერა).

ქართველი ფალავანი პირველ შეხვედრასაც სუსტ მეტოქესთან - ვენესუელელ ფერნანდო ხოსე პარედეს როხასთან ჩაატარებს. ბოლო თვეებში ვენესუელელებმა ძიუდოსა თუ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სიურპრიზები კი შემოგვთავაზეს, მაგრამ იმედია, ხინჩეგაშვილი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდება.

პარედეს როხასთან წარმატების შემთხვევაში მომდევნო წრეში მას ჩინელი მუდე ქი ელოდება, ხოლო თუ იმასთანაც წარმატებით იჭიდავებს (რისი დიდი იმედიც გვაქვს), მერვედფინალში გასასვლელ შეხვედრას ბრიტანელ კრეიგ ტომას მაკენასა და ნამიბიელ ნაატელა სემ შილიმელას შორის მოგებულთან ჩაატარებს.

როგორც ვხედავთ, ხინჩეგაშვილს ისეთი ბადე აქვს, მერვედფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. იმ ეტაპზე მისი მეტოქე ისეთი ძლიერი ფალავნების პაექრობაში გაირკვევა, როგორიც უზბეკი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დილშოდ მანსუროვი, ჩრდილო კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი კიონგ II იანგი, ახალგაზრდებში მსოფლიოს გამარჯვებული ირანელი ჰასან რაჰიმი, ბულგარელი მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი რადოსლავ მარინოვ ველიკოვი, ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი ბელარუსი ულადძისლაუ ანდრეიუ და სხვები არიან. ჩვენებურის მხარესაა მასპინძელი აჰმედ პეკერიც, მაგრამ ის ხინჩეგაშვილს ნახევარფინალამდე არ ხვდება.

წინასწარი შეხვედრები თურქეთის დროით 14 საათზე დაიწყება, ფინალები - ასევე იქაური დროით 19.30-ზე.

ხვალ ჩემპიონატში 60, 84 და 96-ის ფალავნები გამოვლენ ანუ ჩვენგან ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი მალხაზ ზარქუა (60), ახალგაზრდებში წლეულს დუბლის კიდევ ერთი მომგები და ხინჩეგაშვილის მსგავსად, უფროსებში ევროპის ვერცხლის მედალოსანი დავით მარსაგიშვილი (84) და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გიორგი გოგშელიძე (96).

ჩვენი გუნდის დანარჩენი სამეული - შალვა მუზიაშვილი (66), ევროპის პრიზიორი დავით ხუციშვილი (74) და ევროპის ექს-ჩემპიონი დავით მოძმანაშვილი (120) ზეგ იასპარეზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა