ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უჩა მალაზონია: ვიტესი უკვე ქართული გუნდია!

უჩა მალაზონია: ვიტესი უკვე ქართული გუნდია!

მერაბ ჟორდანიასა და "ვიტესს" შორის ურთიერთობა რომ გარკვეული იყო, "ლელო" უკვე წერდა, ფაქტს მხოლოდ ოფიციალური გაფორმება აკლდა და ეს მოხდა სწორედ გუშინ...

მერაბ ჟორდანიამ ჰოლანდიური კლუბი ოფიციალურად გადაიბარა

მერაბ ჟორდანიასა და "ვიტესს" შორის ურთიერთობა რომ გარკვეული იყო, "ლელო" უკვე წერდა, ფაქტს მხოლოდ ოფიციალური გაფორმება აკლდა და ეს მოხდა სწორედ გუშინ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი პრეზიდენტი "ვიტესის" ამჟამინდელმა თავკაცმა მაასბერტ სხოუტენმა კლუბის ახალ მეპატრონედ წარადგინა. ინფორმაცია უმალ "ვიტესის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა, რის შემდეგაც მოვლენას ყველა წამყვანი სააგენტო გამოეხმაურა...

"ვიტესის" ბორდში იქნებიან ასევე თბილისის "დინამოს" დირექტორთა საბჭოს ორი ყოფილი წევრი - უჩა მალაზონია და ლევან (ლერი) სულაბერიძე. მალაზონიას ჰოლანდიაში იმ დროს დავუკავშირდით, როცა ის-ის იყო დასრულდა ჟორდანიას პრესკონფერენცია. გარიგების ოფიციალური სრულყოფის შესახებ "ლელომ" პირველად სწორედ მალაზონიასგან შეიტყო...

- მე ახლა ვიმყოფები "ვიტესის" სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, სადაც ორიოდე წუთის წინ დასრულდა კლუბის პრეზიდენტისა და მერაბ ჟორდანიას პრესკონფერენცია, - გვითხრა მალაზონიამ და განაგრძო, - უკვე შეგიძლიათ, დაწეროთ, რომ არნემის "ვიტესის" მეპატრონე მერაბ ჟორდანიაა. ახლა ის ჟურნალისტთა ალყაშია, კლუბში მისმა მისვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან "ვიტესს" ფინანსურად ძალიან უჭირდა... სხვათა შორის, ერთ-ერთი ჰოლანდიური ტელევიზია მერაბის პრესკონფერენციას პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

- ვფლობთ დაზუსტებულ ინფორმაციას, რომ ჟორდანიამ "ვიტესის" დირექტორატში თქვენ და ლერი სულაბერიძე მიგიწვიათ...

- მერაბი საქმიანობას სამშაბათიდან შეუდგება, ყველაფერს გადაიბარებს და ჩვენი საკითხიც სწორედ ამის შემდეგ მადაწყდება. პრესკონფერენციას ჩვენც ვესწრებოდით.

- ჟორდანია "ვიტესის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა თუ სრული 100 პროცენტი გადავა მის საკუთრებაში?

- სრული 100 პროცენტის მფლობელია! ძველი პრეზიდენტი უკვე წავიდა და უფლებამოსილებები შეიჩერა. იცით, მე რა მახარებს? "ვიტესის" მეპატრონე ქართველია და ეს კლუბი სწორედ ქართულ ფეხბურთის დასახმარებლად გვინდა. უახლოეს დღეებში მერაბი "ვიტესის" განვითარების გეგმას გამოაქვეყნებს და იმედი გვაქვს, რომ მალე ეს კლუბი ჰოლანდიაში საუკეთესო გახდება, დიახ - საუკეთესო! გეგმის მიხედვით, უნდა აშენდეს ახალი ბაზა, ინფრასტრუქტურა, უნდა მოვიწვიოთ სერიოზული მოთამაშეები... დარწმუნებული ვარ, ჰოლანდიაში, სადაც შესანიშნავი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და სოლიდური ჩემპიონატია, ეს შესაძლებელი გახდება.

- ჰოლანდიის ჩემპიონატი დაიწყო. გუნდი დაკომპლექტებულია?

- დაკომპლექტებულია, მაგრამ სატრანსფერო "ფანჯარა" 30 აგვისტოს იხურება და მოთამაშეების დამატების შესაძლებლობა კიდევ გვაქვს.

- კლუბში რომელი ქართველი მოთამაშის მიწვევას აპირებთ?

- ქართველს რომ მივიწვევთ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. კიდევ ერთხელ ვამბობ - "ვიტესში" მერაბის მისვლა ქართულ ფეხბურთს აუცილებლად გამოადგება. რა თქმა უნდა, ჩვენების მასობრივად წაყვანა შეუძლებელია, მაგრამ ეროვნული ნაკრების წევრებისა და ნიჭიერი ახალგაზრდების წაყვანას აუცილებლად ვეცდებით...

ახლა კი "ვიტესის" ოფიციალური ვებგვერდითა და სხვადასხვა სააგენტოებით გავრცელებულ ცნობათა ერთგვარი ნაზავი:

"ვიტესის" ახალმა მეპატრონემ, 49 წლის მერაბ ჟორდანიამ არნემის კლუბის აქციათა 100 პროცენტი შეიძინა და განაცხადა, რომ კლუბის ისტორიაში ახალი ერა დადგა და რომ "ვიტესის" მიზანი სამ წელიწადში ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაა. ჟორდანიას პირველი ნაბიჯი - მიმდინარე სეზონში კლუბის ბიუჯეტის გაზრდა და შემადგენლობის გაძლიერება იქნება.

"ვიტესის" აქციონერთა საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარე მაასბერტ სხოუტენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ რამ უბიძგა, რომ კლუბის აქციები გაეყიდა:

"კლუბის აქციების ფლობა ყოველთვის მსურდა, მაგრამ "ვიტესის" მომავლისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი აღმოჩნდა. ჩემი პირადი ამბიცია, რომ "ვიტესს" სტაბილური ბიუჯეტი ჰქონოდა, ამ ეტაპზე განუხორციელებელი აღმოჩნდა. ჩემი აზრით, ახალი მეპატრონის მოსვლით კლუბს დიდი პერსპექტივა გაუჩნდა".

ჟორდანიამ და სხოუტენმა პირველად 11 ივლისს დაილაპარაკეს. ეს ქართველის დიდი ხნის მეგობრის მარსელ ჰემის ინიციატივით მოხდა.

ჟორდანია ჰოლანდიური საფეხბურთო სკოლის მიმართ დიდი პატივისცემითაა განმსჭვალული და ერედივიზიონის კლუბის ყიდვა ამიტომაც სურდა.

ჟორდანიამ ჰემს განუცხადა, რომ მის ინტერესში მხოლოდ "ვიტესის" შესყიდვაა: "კლუბში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია და მათი გაზრდით, წარმატებების მიღწევა და ჩვენი ამბიციების განხორციელება შესაძლებელია. ამას გარდა, "ვიტესი" ერთ-ერთი უძველესი პროფესიული კლუბია ჰოლანდიაში. მას მდიდარი ისტორია აქვს", - განაცხადა ჟორდანიამ პრესკონფერენციაზე.

მანვე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამიერიდან "ვიტესი" მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და რომ არნემში დასახლდება. ამას გარდა, ჟორდანიამ ახსენა მოსკოვში ბოლოდროინდელი საქმიანობაც, რომელიც, როგორც განაცხადა, უკვე მიატოვა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი უპირველეს ამოცანად საკადრო ცვლილებებს მიიჩნევს.

"მე მეპატრონე ვარ და არა - მენეჯერი, ან მწვრთნელი. გუნდის ყოველდღიურ სამიანობაში არ ჩავერევი. ჩემი საქმე კლუბის მართვა, ფინანსური რესურსის მოზიდვა და განვითარებაზე ზრუნვა იქნება. თუმცა აუცილებლად შევეცდები ახალი მოთამაშეების გადაბირებასაც. კარგი კავშირები მაქვს მსოფლიოს ცნობილ კლუბებთან. უახლოეს პერიოდში "ვიტესი" ამით დიდ სარგებელს ნახავს. მადროვეთ და მალე გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდება. "ვიტესი" ჰოლანდიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს".

"ახალი მოთამაშეებით" ჰოლანდიური მედიის დაინტერესებამ ქართველი მეპატრონე კარგ ხასიათზე დააყენა - რაკი ეს ასე გაინტერესებთ, ფეხბურთელებს რამდენიმე დღეში კი არა, დღესვე მოვიყვანო...

ჟორდანიას "ვიტესისთვის" ახალი საწვრთნელი ბაზის აშენება სურს და გულშემატკივარს მოუწოდებს: "კლუბის ამბიცია თანამედროვე ბაზის მშენებლობაშიც უნდა გამოიხატოს, სადაც კომფორტული საცხოვრებელი კორპუსები და რამდენიმე მოედანი იქნება. ახლანდელი ბაზა თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. მე მსურს, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყო ახალი ბაზის მშენებლობა. ჩვენ მიერ მოზიდული ინვესტიციებით კლუბის პოტენციალის სრულად ათვისებაა შესაძლებელი. თუმცა ყველაზე დიდი კაპიტალი გულშემატკივარია - მას ამბიციური კლუბის წარმატებაში უდიდესი როლი ეკისრება. ჩვენი ერთიანობით ახალ სეზონში შესანიშნავი პერსპექტივა გველის".

ჟორდანია არ აპირებს კლუბის სახელის, საკლუბო ფერებისა და ატრიბუტიკის შეცვლას. ეს ჰოლანდიის დამოუკიდებელი კომისიის მოთხოვნაც იყო.

როგორც ჰოლანდიური მედია იუწყება, ამჟამად, "ვიტესი" ეგრეთ წოდებული "მეორე კატეგორიის" კლუბებს განეკუთვნება, რომელთა მომავალიც საეჭვო იყო. სეზონის დაწყებამდე "ვიტესის" ბიუჯეტი 14 მილიონ ევროს აღწევდა, რაც ყაზახური "ტობოლის", "აქტობეს", აზერბაიჯანული "ინტერის", "ხაზარის", "ნეფთჩის", უზბეკური "ბუნიოდკორისა" და კიდევ ბევრი პოსტსაბჭოური კლუბების შესაძლებლობებზე მცირეა. ჟორდანია ბევრად მეტი თანხის მიზიდვას იმედოვნებს, თუმცა გარიგების ფინანსურ მხარეზე, არც მას და არც ძველ პრეზიდენტს, სიტყვაც არ დაუძრავთ.

ჰოლანდიური ინტერნეტგაზეთი RTL news ჟორდანიას წარსულით დაინტერესდა და მკითხველს მისი საფეხბურთო საქმიანობა, ცხოვრების სადავო ეპიზოდები, სასამართლოები, დაპატიმრებები, ეროვნული ნაკრებში მწვრთნელად (სამი მატჩით) მუშაობის პერიპეტიები და სხვა ამბები გააცნო. ისიც გაიხსენეს, რომ თავის დროზე ჟორდანია ჰოლანდიის საკმაოდ ცნობილ კლუბ "ჰეერენვეენში" თამაშობდა, თუმცა მხოლოდ სამი თვე - თურმე მას შრომითი საქმიანობისთვის საჭირო ვიზა აღარ გაუგრძელეს (ქართველებისთვის ვიზები მაშინაც პრობლემა იყო).

როცა მის წარსულში "თეთრი ლაქები" აღმოაჩინეს, ჟურნალისტებმა "ვიტესის" აქციონერთა საბჭოს აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარე მაასბერტ სხოუტენს შესაბამისი კითხვაც დაუსვეს. აი, მისი პასუხიც:

"სანამ კლუბს ახალ მეპატრონეს ჩავაბარებდით, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციისა და იურისტების დახმარებით უდიდესი სამუშაო გავწიეთ. ჩვენ გვსურდა, დავრწმუნებულიყავით, რომ კლუბი საიმედო ხელში გადადიოდა. დიახ, ის იძულებული იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დაეტოვებინა, დაპატიმრებულიც გახლდათ, მაგრამ ეს გარეშე ფაქტორებით იყო გამოწვეული".

მერაბ ჟორდანია ფეხბურთს 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან ის 2005 წელს გადადგა და ამ სფეროში ოფიციალურად აღარ საქმიანობდა. თუმცა სწორედ მაშინ დაიწყო იმ კავშირების დამყარება, რომელმაც არნემის "ვიტესის" მეპატრონეობამდე აღაზევა.

• Vsto

Imna aferistebs chaabares gundi, mere ki trakshi panchiri amartyes merabas

• ucnobi

თუ შეგიძლიათ რომ გვითხრათ როგორ დავუკავშირდეთ მერაბ ჟორდანიას ? პასუხი კომენტარებში დათოვეთ :)

• qomagi

მაგარი ამბავია!!!!

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!