ბელგიურ ლომელში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის პირველობა იწყება, რომელშიც თავდაპირველად ბიჭებიდან 55-60-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ
დღეს ბელგიურ ლომელში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის პირველობა იწყება, რომელშიც თავდაპირველად ბიჭებიდან 55-60, გოგოებიდან კი 44, 48 და 52-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ.

55-ში ლერი ჭელიძე პირველ შეხვედრას სომეხ სერიოჟა ალექსანიანთან გამართავს, გიორგი მესაბლიშვილი - ჩერნოგორიელ ვუკ ნიკჩევიჩთან. ვაჟა მესაბლიშვილი (60) პირველ შეხვედრას რუს არამ გრიგორიანთან ჩაატარებს, მასთან წარმატების შემთხვევაში კი ფინელი ფაიე ნჯიე ელოდება. ამავე წონაში გიორგი კაცია იტალიელ ფაბიო ბასილეს დაეჭიდება. დღეს ერტი მონაწილე გოგოებშიც გვეყოლება - ნონა მერაბიშვილი (52) უკრაინელ ოლექსანდრა სტარკოვას დაეჭიდება.

ხვალ ბიჭებიდან 66, 73 და 81-ის, გოგოებიდან კი 57, 63, 70-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ. 66 კილოგრამში ლაშა შავდათუაშვილი უნგრელ მარტინ ვეგვარის დაეჭიდება, ოთარ არჩუაძე კი პირველ წრეში თავისუფალია და უკრაინელ ანტონ ჩეტვერიკსა და ესტონელ კრისტიან ტონისტეს შორის მოგებულის გამოვლენას დაელოდება.

ჩვენი მოჭიდავეები ასევე მეორე წრიდან ჩაებმებიან ტურნირში 73 კილოგრამშიც, სადაც მათი მეტოქეებიც უკვე ცნობილია - მიხეილ ჩოხელი თურქ ლიკერ გულდურენს ხვდება, ფრიდონ გიგანი - პორტუგალიელ ნუნო სარაიავას. პირველ წრეში ისვენებს შალვა ნინიძეც (81), რომლის მეტოქეც ბელგიელ გლენ ვან დერ ველდეს და დანიელ ბენჯამინ კხელდსენს შორის გაირკვევა.

81-სი ჩვენი მეორე მონაწილე - ბექა რატიანი პირველივე წრეში სერხიუ გონჩუკს დაეჭიდება. გოგოებში სოფიო ბერიძე (57) ხორვატ ანა კოკეზასთან იჭიდავებს, თეონა სუხიტაშვილი (70) - ავსტრიელ ბერნადეტე გრაფთან.

დანარჩენი წონების წარმომადგენლები 18 სექტემბერს იასპარეზებენ. ამ დღეს გიორგი ქავთარაძე (90) მეორე წრეში გერმანელ იონას ბაიერს შეხვდება, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი იმედი გიორგი მერმანიშვილი კი - ბელარუს ულადძიმირ შუმეიკას.

100-ში ქარტულ-ჰოლანდიური დაპირისპირებაა - გიორგი ცნობილაძე ტიხს ვან ჰიუგენბოხს ხვდება, ელგუჯა ბიბილაშვილი - ტიმო ლესტერჰუისს. მძიმე წონაში უშანგი კოკაური პირველი ორი წრე თავისუფალია, მესამეში კი ავსტრიელი დანიელ ალერსტორფერი ელოდება.

ლევან მატიაშვილის მეტოქე რუმინელი დანიელ ნატეა იქნება. ამ დრეს გოგოებში ერთადერთი მონაწილე გვეყოლება - ელენე ქებაძე (+78), რომელიც პირველ წრეში ისვენებს. მისი მეტოქე ჰოლანდიელ ინგე ეკენჰორსტისა და გერმანელ კაროლინ ვაისის შეხვედრაში გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა