16 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფარიკაობის დარბაზში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო
16 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფარიკაობის დარბაზში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო.

საქართველოს ჩემპიონატში თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, წყალტუბოს, აჭარისა და ასევე აფხაზეთის რეგიონის 100-მდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.

პირველ საშეჯიბრო დღეს ჩემპიონები ხმალში გამოვლინდნენ - ვაჟებში ჩემპიონი სანდრო ბაზაძე გახდა, ვინც ფინალური ორთაბრძოლა კახა მაღრაძეს 15:5 მოუგო. მესამე ადგილები მიხეილ მარდალეიშვილმა და ბექა ბაზაძემ დაიკავეს.

გოგონებში ოქროს მედალი თათია აფციაურმა დაისაკუთრა, მან გადამწყვეტი შეხვედრა ქრისტინე ნოზაძეს 15:9 მოუგო. ბრინჯაოს მედლები კი სოფიო კახიანმა და თამარ ტეტემაძემ მოიპოვეს. 17 სექტემბერს ჩემპიონატი რაპირათი გაგრძელდება და 18 სექტემბერს დაშნით დასრულდება.

საქართველოს ჩემპიონატში ფარიკაობის ეროვნული ნაკრების ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას. ქართველი მოფარიკავეებისათვის საქართველოს ჩემპიონატი ბოლო მოსამზადებელი ტურნირი იქნება მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც 8-16 ოქტომბერს იტალიაში, სიცილიაში გაიმართება. მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის მიწურულს თბილისი ფარიკაობაში საერთაშორისო ტურნირს - ევროპის თასის ერთ-ერთ ეტაპს უმასპინძლებს.

ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ აფციაური :" ჩემპიონატი საინტერესოდ დაიწყო. ეროვნულ პირველობაზე გამარჯვება თითოეული სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ჩემპიონატში თავგამოჩენილი მოფარიკავები ოქტომბერში, იტალიაში გასამარტ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვლენ.

სანდო ბაზაძე:" ძლიერი მეტოქეები შემხვდა და გამარჯვება რთული იყო. მიხარია, რომ ჩემპიონი გავხდი. ახლა, მსოფლიოს პირველობისთვის ვემზადები და დღეში ორჯერ ვვარჯიშობ. იმედი მაქვს იტალიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ვასახელებ".

16 სექტემბერი. საქართველოს ჩემპიონატი ფარიაკობაში. დიდები. დისციპლინა ხმალი.

ვაჟები

1. სანდო ბაზაძე (ქუთაისი)

2. კახა მაღრაძე (თბილისი)

3. მიხეილ მარდალეიშვილი (ქუთაისი)

3. ბექა ბაზაძე (ქუთაისი)

გოგონები

1. თათია აფციაური (თბილისი)

2. ქრისტინე ნოზაძე (თბილისი)

3. სოფიო კახიანი (თბილისი)

3. თამარ ტეტემაძე (ბათუმი)

msy.gov.ge

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა