ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გასაუბრება ბრძოლის წინ

გასაუბრება ბრძოლის წინ

ლას-ვეგასში ნახევრადსაშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონი ვიქტორ ორტისი პროფესიულ კრივში დაუმარცხებელ ფლოიდ მეივეზერს შეხვდება
მომავალ უქმეებზე მთავარი საკრივო შეხვედრა ლას-ვეგასში გაიმართება, სადაც ნახევრადსაშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონი ვიქტორ ორტისი ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, პროფესიულ კრივში დაუმარცხებელ ფლოიდ მეივეზერს შეხვდება.

გუშინ, ბრძოლისწინა ბოლო პრესკონფერენცია გაიმართა და მოკრივეებმა მომავალ ჩხუბთან დაკავშირებით პუბლიკას საკუთარი აზრები და პროგნოზები გაუმხილეს.

24 წლის ორტისი დარწმუნებულია იმაში, რომ მეივეზერის დრო გავიდა და ის ამას შაბათს რინგზე დაამტკიცებს. "გასწავლი რას ნიშნავს კარიერაში პირველი დამარცხება! - განუცხადა ორტისმა მეტოქეს. - მე ორი წაგება მაქვს. ის 41 მოკრივე, რომელიც აქამდე დაამარცხე, მე არ მგავდა. მათ არ შეეძლოთ რინგზე ისე გადაადგილება, როგორც ამას მე ვაკეთებ, ზოგიერთი შეშინებული იყო... მაგრამ მე ასეთი არ ვარ და ვაპირებ რინგზე უკანალით დაგცე".

თუმცა 34 წლის მეივეზერი, როგორც ყოველთვის, თავის თავში დარწმუნებულია. "თქვენ კარგად იცით ჩემი გამარჯვებების ჩამონათვალი, - განაცხადა მეივეზერმა. - ჩემს შესახებაც ყველაფერი იცით. იცნობთ ყველას, ვისთანაც მე მიჩხუბია. ასე რომ, ტრაბახი არ მჭირდება. ვაპირებ რინგზე წინასწარ შემუშავებული გეგმით ვიმოქმედო. ყველა რაუნდის ჩატარება საჭირო არ გახდება".

"შაბათს რინგზე ძველ მეივეზერს იხილავთ და ბოლომდე დარწმუნებული ვარ იმაში, ორტისიც არ იქნება განსხვავებული, - აგრძელებს ფლოიდი. - მაგრამ ჩვენს შორის განსხვავება ის არის, რომ მე შემიძლია ტაქტიკის გადაწყობა და დროულად ადაპტირება. თუ არავის სჯერა ჩემი, სამაგიეროდ, მე მჯერა მეივეზერის. ორტისის მწვრთნელმა თქვა, რომ მე "ბინძური მოკრივე" ვარ. მინდა ვკითხო მას, საიდან მოიტანა, რომ კრივი სუფთა სპორტია. კრივი - ბინძური სპორტია. ასეთია მისი არსი".

ჰეის ისევ გრძელი ენა აქვს

ბრიტანელმა დევიდ ჰეიმ გადაიფიქრა ოქტომბერში კარიერის დასრულება და ძმები კლიჩკოებისგან უფროსის - ვიტალის ბრძოლაში გამოწვევისთვის ნაცად ხერხს მიმართა: WBA-ის ყოფილი ჩემპიონი კვლავ შეურაცხმყოფელ ფრაზებს ისვრის უკრაინელი მოკრივის მისამართით.

შეგახსენებთ, რომ დევიდმა WBA-ის ტიტული ვლადიმერ კლიჩკოსთან ბრძოლაში დაკარგა, რის შემდეგაც რევანში ან ვიტალი კლიჩკოსთან შეხვედრა მოითხოვა. თავად WBC-ის ჩემპიონი უკრაინელი ჰეიმეიკერს მისი გრძელი ენისთვის შურისძიებას ჰპირდება, მაგრამ ბრიტანელი მაინც არ ცხრება.

"უფროს კლიჩკოს ნოკაუტში ჩავაგდებ, მე მას ყბას "ჩამოვუღებ". ვიტალი, შენთან ჩხუბი მინდა და თუ ნამდვილი მამაკაცი ხარ, უნდა დათანხმდე ამ გამოწვევას. ჩემთვის სულერთია ეს სად მოხდება, თუნდაც მთვარეზე შევხვდები მას.

ვიტალისა და ტომაშ ადამეკის ბრძოლის დროს კინაღამ ჩამეძინა, რადგან ეს ძალიან მოსაწყენი სანახაობა იყო. ერთადერთი ამაღელვებელი მომენტი გახლდათ მერვე რაუნდში კლიჩკოს რინგზე დაცემა.

ვლადიმერი ჩემთან ბრძოლის დროს გამირბოდა. რა თქმა უნდა, ვიტალის მეტი ავტორიტეტი აქვს, მაგრამ ის უბრალოდ შეშინებული კურდღელია.

მესმის, რომ მას გაბარიტებით ჩამოვრჩები, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, დარტყმა შემიძლია. ორივე ძმაზე ერთად აღებული ძლიერი დარტყმა მაქვს. თანაც უფრო სწრაფი და მოქნილი ვარ.

თუ ვიტალი ბრძოლას მოინდომებს, მაშინ უნდა დაუკავშირდეს ჩემს მენეჯერებს და მიიღოს კონტრაქტი. მე დაველოდები. ჰეისა და ბებერი კლიჩკოს ბრძოლა უდიდეს აჟიოტაჟს გამოიწვევს", - თავის სტილში მონოლოგი შემოგვთავაზა ბრიტანელმა მოკრივემ.

ამასობაში, თითქმის გარკვეულია ვლადიმერ კლიჩკოს მორიგი მეტოქე. როგორც უკვე ვწერდით, უკრაინელი აპირებდა ფრანგ ჟან-მარკ მორმეკთან კონტრაქტის გაფორმებას და როგორც ჩანს, მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. გამოცხადდა, რომ უკრაინელი და ფრანგი 10 დეკემბერს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში შეხვდებიან ერთმანეთს.

39 წლის მორმეკი რამდენიმე წლის განმავლობაში ფლობდა ტიტულს პირველ მძიმე წონაში, 2009 წელს კი სუპერმძიმე წონაში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება - ამ მომენტისთვის ახალ კატეგორიაში ფრანგს სამი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა

17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს