ლეგენდარულმა ფინელმა ფორვარდმა ტეემუ სელიანემ კარიერის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო
ლეგენდარულმა ფინელმა ფორვარდმა ტეემუ სელიანემ კარიერის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. 2011-12 წლების სეზონში ის კვლავაც "ანაჰაიმ დაქსის" ღირსებას დაიცავს, რომლის შემადგენლობაში 2005 წლიდან გამოდის.

41 წლის სკანდინავიელი მუხლის დაზიანების გამო აპირებდა კარიერის დასრულებას, მაგრამ ამ ზაფხულს ტრავმა მოირჩინა და დიდ სპორტში დარჩენა გადაწყვიტა.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე სელიანემ განაცხადა, რომ უკვე ერთი თვეა ციგურებით სრიალებს და მუხლს აღარ შეუწუხებია. ფინელი ერთწლიანი კონტრაქტის მიხედვით ოთხ მილიონ დოლარს მიიღებს.

ტეემუმ ისიც დაამატა, რომ მომავალი სეზონი ბოლო იქნება მის კარიერაში. "ოდესღაც უარი უნდა თქვა სპორტსმენობაზე", - განაცხადა ფინელმა.

"გასულ სეზონში ტეემუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას კვლავინდებურად აქვს მოტივაცია და ოსტატობაც არ დაუკარგავს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მხოლოდ ჩვენს გუნდში სურს თამაში", - ამბობს "ანაჰაიმის" გენერალური მენეჯერი ბობ მიურეი.

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში სელიანეს 1400 ქულაზე მეტი აქვს დაგროვილი (პლეი ოფის ჩათვლით). შარშან მან 73 მატჩში 80 ქულა (31+49) მიითვალა, კიდევ შვიდი ქულა (6+1) პლეი ოფის მატჩებში მოიპოვა. NHL-ის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში სკანდინავიელი მე-18 ადგილს იკავებს, ერთხელ აქვს მოპოვებული სტენლის თასი, 10-ჯერ უთამაშია "ყველა ვარსკვლავის მატჩში" (1998 წელს "ოლ სტარტის" MVP გახდა). ტეემუ "ანაჰაიმის" ყველა დროის ლიდერია გოლების, პასების, ქულების, მატჩების, რიცხობრივ უპირატესობაში გოლებისა და ჰეთ-თრიკების რაოდენობით.

სელიანეს სამი მედალი აქვს მოპოვებული ოლიმპიადებზე (2006 - ვერცხლი, 1998, 2010 - ბრინჯაო) და ორი მსოფლიოს ჩემპიონატებზე (1999 - ვერცხლი, 2008 - ბრინჯაო).

სელიანესგან განსხვავებით, მომავალი კარიერის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია NHL-ის კიდევ ერთ ვეტერანს მაიკ მოდანოს. ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ამერიკელი ჰოკეისტი, რომელიც შარშან "დეტროიტ რედ უინგზში" თამაშობდა, საბოლოო გადაწყვეტილებას სექტემბერის ბოლოს მიიღებს.

"რთულია დიდი ჰოკეიდან წასვლა, მით უმეტეს, რომ ამ თამაშით ბავშვობიდან ხარ დაკავებული. კარგად უნდა გავერკვიო ყველაფერში", - განაცხადა მოდანომ ESPN-თან კომენტარისას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა