პორტუგალიის ნაკრებიდან მოკვეთილი "რეალის" 33 წლის მცველი "რეალ ტვ-ის" სტუმარი იყო
"რეალის" 33 წლის პორტუგალიელი მცველი რიკარდო კარვალიო ამ ბოლო ხანებში სკანდალში გაეხვა (რაც მის კარიერაში უკიდურესად იშვიათად ხდება), ის "დეზერტირობისთვის" ერთი წლით მოკვეთეს. სამაგიეროდ, მას ყველაფერი კარგად აქვს კლუბში. რიკარდო "რეალ ტვ-ის" სტუმარი იყო...

- თქვენ "რეალში" ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი ხართ, ჟოზე მოურინიოს წინადადებას კი სიხარულით დათანხმდით, რას გრძნობდით მაშინ?

- ყველაზე გამოცდილი კი არა, ყველაზე ბებერი ვარ. როცა გავიგე, რომ კლუბი ჩემით დაინტერესდა, ძალიან გამიხარდა. "ჩელსიში" 6 დიდებული წელიწადი გავატარე, ამის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გადასვლა სულაც საოცნებო რამ იყო. აქ თავს დიდებულად ვგრძნობ.

- თქვენ სულ თან დაყვებით მოურინიოს, პორტუგალიაში, ინგლისში, ახლა ესპანეთშიც. როგორ დაგეხმარათ ის საფეხბურთო კარიერაში?

- ყოველდღიურად ყოველ დეტალს აქცევს ყურადღებას და ეს საქმე არ სწყინდება. მას სურს, რომ ყოველდღიურად მოუმატო, გაიზარდო, როგორც ფეხბურთელი. ძალიან ამაყი ვარ, რომ მოურინიოსთან, ამდენი ხანია, მიწევს მუშაობა.

- რა არის მოურინიოს წარმატების საიდუმლო?

- ის ძალიან ბევრს მუშაობს. ის ისე იქცევა, რომ შეცდომებს უბრალოდ არ დაუშვებ. თუკი დაუჯერებ, აუცილებლად გაიზრდები, როგორც ფეხბურთელი.

- თქვენი კარიერით კმაყოფილი ხართ?

- უსათუოდ. ადრე "პორტუში" თამაში იყო ჩემი ოცნების მწვერვალი, მას მერე უცხოეთშიც ძალიან ბევრს მივაღწიე, ახლა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვარ.

- "რეალი" ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია, ხშირად იღებენ ბიჭები თქვენგან რჩევებს?

- ჩვენ ძალიან ნიჭიერი ბიჭები გვყავს, მათ ყველაფერი გამოუვათ. ყოველთვის ვცდილობ, დავეხმარო რჩევებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა