ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი (რეიტინგი 2348) სულ უფრო ხშირად მონაწილეობს მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებში და წარმატებსაც აღწევს _ ვეტერან დიდოსტატს თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნაო...

ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი (რეიტინგი 2348) სულ უფრო ხშირად მონაწილეობს მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებში და წარმატებსაც აღწევს _ ვეტერან დიდოსტატს თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნაო. ამ დღეებში მან უნგრეთში იასპარეზა დიორდ მარქსის მემორიალში. ქალთა ორწრიან ტურნირში ჩვენებურთან ერთად თამაშობდნენ სომხეთის ეროვნული ნაკრების წევრი ლილით გალოიანი (2384), ასევე, უნგრეთის ნაკრების წევრი ილდიკო მადლი (2401), უკრაინელი დიდოსტატი ტატიანა კონონენკო (2374), მასპინძლები - სიდონია ვაიდა (2338) და ლილი თოდი (2235).

უკვე გაუწყეთ, რომ 9 ტურის შემდეგ ქართველი დიდოსტატი კონონენკოსთან ერთად 6-6 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფდა. გუშინ მათი დაპირისპირება ყაიმით დამთავრდა. ორივე მოჭადრაკემ 6,5-6,5 ქულა მოაგროვა. უკეთესი კოფიეციენტით პირველი ადგილი გაფრინდაშვილს ხვდა.

მე-10 ტურის დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: მადლი-გალოიანი 0,5:0,5, ვაიდა-თოდი 0,5:0,5.

5,5 ქულით მესამე ადგილზე მადლი გავიდა. შემდეგ მოდიან: ვაიდა, გალოიანი - 4,5-4,5, თოდი - 2,5 ქულა.

ვაჟთა ტურნირში შესანიშნავად იასპარეზა ჩეხმა ვიქტორ ლაზნიჩკამ (2638), რომელმაც გუშინ ბოლო ტურში ამერიკელ რეი რობსონს (2562) სძლია და 10 შესაძლებლიდან 8 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. იან ტიმანმა (ჰოლანდია, 2586) ზოლტან ალმაში (უნგრეთი, 2717) დაამარცხა; ფერენც ბერკეში (უნგრეთი, 2670)-პეტერეში (უნგრეთი, 2602) 0,5:0,5. მეორე-მესამე ადგილები 5,5-5,5 ქულით შესაბამისად, ბერკეშმა და ალმაშმა გაინაწილეს. 4. ეში (4,5), 5 ტიმანი (3,5), 6. რობსონი (3).

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა