"ბორჯღალოსნების" მეტოქეს, ინგლისის ეროვნულ გუნდს ტრავმამოშუშებული კაპიტანი, მესამეხაზელი ლუის მუდი დაუბრუნდა
საქართველოს ნაკრების მეტოქეს, ინგლისის ეროვნულ გუნდს ტრავმამოშუშებული კაპიტანი, მესამეხაზელი ლუის მუდი დაუბრუნდა. სულ კი, "პომების" თავკაცმა მარტინ ჯონსონმა არგენტინის ნაკრებთან ნათამაშები შემადგენლობიდან ცხრა მორაგბე გამოცვალა.

უკანა ხაზში ცხრა ნომრის პოზიციაზე ასევე ტრავმამოშუშებული ბენ იანგზი იქნება, მას პარტნიორობას სათადარიგო მგეზავი ტობი ფლუდი გაუწევს, ჯონი ვილკინსონი კი შეცვლაზე შევა.

შერკინებაში მხოლოდ დენ კოლი და ნიკ ისთერი არიან ისინი, ვინც არგენტინასთან ითამაშა. კოლს პირველ ხაზში მეთ სტივენსი და დილან ჰართლი ამოუდგებიან გვერდში. სტივ ტომსონი და ალექს კორბშეირო კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებენ. გამოცდილი ენდრიუ შერიდანი დაშავდა და მსოფლიოს თასს გამოეთიშა.

დისკვალიფიცირებული კორტნი ლუისის ნაცვლად საიმონ შოუ ითამაშებს, რომელიც ტომ პალმერთან ერთად პრველად შექმნის ინგლისის ნაკრებში მეორეხაზის დუეტს.

"ძალიან გვიხარია, რომ ლუის მუდი დაბრუნდა. მასთან ერთად თმაშისა და თავის გამოჩენის საშუალებას სხვა მოთამაშეებსაც მივცემთ.

კარგია, რომ ისევ დანიდინში დავბრუნდით. პირველ შეხვედრაში დიდი ბრძოლა გადაგვხდა. ეს ჩვენი გუნდისთვის სასარგებლო იყო, რადგან სწორედ ასეთ ბრძოლებში იწრთობა ხასიათი" - თქვა ინგლისელთა თავკაცმა მარტინ ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, დანიდინში თბილისის დროით 10 საათზე დაიწყება.

ინგლისი: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. მანუ ტუილაგი, 12. შონთაი ჰეპი, 11. დელონ არმითიჯი, 10. ტობი ფლუიდ, 9. ბენ იანგზი. 1. მეთ სტივენსი, 2. დილან ჰარტლი, 3. დენ კოლი, 4. საიმონ შოუ, 5. ტომ პალმერი, 6. ტომ ვუდი, 7. ლუის მუდი, 8. ნიკ ისთერი

16. სტივ ტომსონი, 17. ალექს კორბშეირო, 18. ტომ კროფტი, 19. ჯეიმზ ჰესკელი, 20. ჯო სიმპსონი, 21. ჯონი ვილკინსონი, 22. მეთ ბანაჰანი

B ჯგუფი

სატურნირო მდგომარეობა

1.შოტლანდია - 9 ქულა, 2. ინგლისი - 4, 3. არგენტინა - 1, 4. საქართველო - 0, 5. რუმინეთი - 0

A ჯგუფი

ახალი ზელანდია-იაპონია 83:7

სატურნირო მდგომარეობა

1. ახალი ზელანდია - 10 ქულა, 2. საფრანგეთი - 5, 3. კანადა - 4, 4. ტონგა - 1, 5. იაპონია - 0

17 სექტემბერი

არგენტინა-რუმინეთი 43:8

სამხრეთ აფრიკა-ფიჯი 10:00

ავსტრალია-ირლანდია 12:30

18 სექტემბერი

უელსი-სამოა 07:30

საქართველო-ინგლისი 10:00

საფრანგეთი-კანადა 12:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა