მაკედონიის კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მენეჯერმა ეროვნულ გუნდში ბო მაკალების გამოჩენის მნიშვნელობაზე ილაპარაკა
მაკედონიის კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მენეჯერმა ეროვნულ გუნდში ბო მაკალების გამოჩენის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

დეიან ლაკიჩის სიტყვებით, ზოგიერთი ქვეყანა ნატურალიზებულ ამერიკელებს დიდ თანხებს უხდის, რათა მათ ევროპულ ნაკრებებში ითამაშონ. მაკედონიას კი არ ჰქონდა მაკალებისთვის ხელფასის გადახდის ფუფუნება.

"ჩვენი ფედერაციის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 350 ათას ევროს შეადგენს. ევრობასკეტზე მოთამაშე ზოგიერთი ვარსკვლავისთვის კი ეს ჯიბის ფულია", - განაცხადა მაკედონიის კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მენეჯერმა.

მისი სიტყვებით, ამჟამად მაკალები, რომელსაც ქვეყანაში "ბორჩე მაკალებოვსკი" შეარქვეს, შეილება სრულფასოვან მაკედონიელად მივიჩნიოთ.

"თითოეულ გუნდს აქვს ერთი ნატურალიზებული მოთამაშის დამატების უფლება. მაკალები ჩამოვიდა, შეუყვარდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ჩვენც იგივეთი ვუპასუხეთ. ახლა ის სრულფასოვანი მაკედონიელია", - მიიჩნევს ლეკიჩი.

თავად მაკალებიც ადასტურებს მაკედონიის კალათბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების უბრალო ხასიათს.

"შარშანდელი სეზონი სერბეთში გავატარე და მაკედონიელებისგან მიწვევა სწორედ იქ მივიღე - მათ თავიანთ ნაკრებში თამაში მთხოვეს, - ჰყვება ბო. - არანაირი შეკითხვა არ დამისვამს ქვეყანასთან დაკავშირებით, მხოლოდ ვთქვი: "კი!" და მომდევნო დღეს ჩავედი სკოპიეში".

ახლა, მაკალები წელიწადში ერთ თვეს ცხოვრობს სკოპიეში, მაგრამ საერთოდ არ იცის მაკედონიური ენა. გამონაკლისია რამდენიმე უწმაწური სიტყვა, რომელიც ნაკრებში მისმა პარტნიორებმა ასწავლეს. "სიმართლე გითხრათ, ახლა ერთ-ერთ მათგანად ვგრძნობ თავს", - განაცხადა ნაკრების ლიდერმა.

ლეკიჩმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მაკედონიისა და მაკალების წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის გაერთიანებისთვის, რომელმაც 2001 წელს სამხედრო კონფლიქტი გადაიტანა ეთნიკურ ალბანელებსა და მთავრობას შორის.

"როცა ჩვენ ვთამაშობთ, მთელი ქვეყანა სულგანაბულია და შესცქერის იმას, რასაც მათი საყვარელი გუნდი აკეთებს. ნაკრებს ჩვენი ალბანელი მოსახლეობაც კი გულშემატკივრობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის გაერთიანების მხრივ", - აცხადებს მაკედონიის კალათბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა