მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ შესაძლოა ნიკოტინი აკრძალული პრეპარატების რიცხვში შეიტანოს
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) რევოლუციური წესის შემოღებას აპირებს. ორგანიზაციის მორიგ სხდომაზე, რომელიც ჟენევაში გაიმართება, WADA-მ, შესაძლოა, სპორტსმენებს სიგარეტის მოწევა აუკრძალოს და ნიკოტინი აკრძალული პრეპარატების რიცხვში შეიტანოს.

სააგენტოს დავალებით ლოზანაში მდებარე სპეციალიზირებული ლაბორატორია რამდენიმე თვის განმავლობაში იკვლევდა ნიკოტინის მავნებელ თვისებებს და ამ დღეებში გაავრცელა მეტად საგანგაშო დასკვნები.

სპორტსმენთა ტესტების საფუძველზე შედგენილ დასკვნაში წერია მთელ რიგ ეფექტებზე, რომელსაც ნიკოტინის მოხმარება იწვევს. კერძოდ ეს არის: პულსის, სისხლის წნევის, სისხლში შაქრის დონის ზრდა, წონის დაკლება, სტრესტთან ბრძოლაში დახმარება, კონცენტრაციის მომატება...

საინტერესოა, რომ ლოზანას ლაბორატორიის მიერ შემოწმებული სპორტსმენების 15 პროცენტს ნიკოტინის კვალი აღმოუჩინეს. ყველაზე მეტი მწეველი აღმოჩნდა ჰოკეისტებს, ტანმოვარჯიშეებსა და მოთხილამურეებს შორის. უფრო მეტიც, როგორც ამ დასკვნით ვიგებთ, იმ ჰოკეისტთა ნახევარზე მეტი, რომლებიც 2009 წელს შვეიცარიაში მსოფლიოს ჩემპიონატში გამოდიოდნენ, სიგარეტის მწეველები იყვნენ.

მწეველების არანაკლები პროცენტია ფეხბურთელებში. საიდუმლო არ არის, რომ ბევრი ვარსკვლავი სიგარეტის აქტიური მომხმარებელი იყო.

მაგალითად, დიადი ჰოლანდიელი იოჰან კრუიფი. 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის დროს სიგარეტის წევისას დააფიქსირეს ზინედინ ზიდანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა