ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ახალგაზრდა ძიუდოისტების წარმატება

ახალგაზრდა ძიუდოისტების წარმატება

ბელგიურ ლომელში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის პირველობაზე ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონი გახდა
ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის პირველობაზე ლაშა ჭელიძის (55) მიერ პირველ დღეს მოპოვებულ ვერცხლის მედალს შაბათ-კვირას ჩვენებმა სამივე სინჯის თითო მედალი შემატეს.

ბელგიურ ლომელში მიმდინარე ტურნირზე გიორგი გუგავას მთავარი ლომი ლაშა შავდათუაშვილი (66) აღმოჩნდა - ჩემპიონი გახდა, მძიმეწონოსანმა ლევან მატიაშვილმა ვერცხლი მოიპოვა, მესამეზე კი მიხეილ ჩოხელი (73) გავიდა. მესამეზე აღმოვჩნდით გუნდურ ჩათვლაშიც.

არადა, ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში - მძიმე წონის ფინალში მატიაშვილს რომ ემარჯვა ავსტრიელ მეტოქეზე, მაშინ გუნდურსაც მოვიგებდით - ოქროს მედლებით დავეწეოდით რუსეთსა და სომხეთს, მაგრამ მათ ვერცხლი არ აქვთ. თუმცა მატიაშვილს წაგებისთვის სულაც არ ვსაყვედურობთ - სპორტია და ყველაფერი ვერ იქნება ისე, როგორც ჩვენ გვინდა. პირიქით - მიგვაჩნია, რომ მატიაშვილიც და მთლიანად გუნდიც კარგად გამოვიდა.

ალბათ, ლოგიკურიცაა, რომ ჩვენებიდან ყველაზე დიდ წარმატებას შავდათუაშვილმა მიაღწია, როგორც უფრო გამოცდილმა. ის ახალგაზრდებში ქვეყნის ჩემპიონია და პერიოდულად ეროვნულ ნაკრებშიც იწვევდნენ უცხოეთში საჭიდაოდ. ცხადია, საზღვარგარეთ თავის ასაკშიც ასპარეზობდა და იქაც წარმატებით.

ის ლომელშიც გამოირჩეოდა მთელი შეჯიბრების განმავლობაში და ფინალის ჩათვლით ხუთივე შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა. დასაწყისში უნგრელი მარტინ ვეგვარი იპონზე დასცა, ჩეხ იაკუბ იეცმინეკს ვაზარით მოუგო, ჰოლანდიელ იუნიორ დეგენს კი სამივე სინჯის გდება გაუკეთა - იუკოც, ვაზარიც და ბოლოს იპონი.

მას შედარებით გაუჭირდა მეოთხე წრეში სერბ ილია ციგანოვიჩთან, რომელიც ხშირად გამოდის უფროსებში და ბევრად გამოცდილია. აქ მეტოქეებმა ორ-ორი გაფრთხილება მიიღეს, რასაც ჩვენებურმა კიდევ ერთი იუკო დაამატა. სხვათა შორის, ზუსტად ასე წარიმართა ფინალიც სლოვენიელ ანდრაზ იერებთან, თუმცა მანამდე ნახევარფინალში კიდევ ერთი სუფთა მოგება მიითვალა ებრაელ ტალ ფლიკერთან.

ფინალში ჩვენებური მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და მეტოქე ყოველმხრივ დაჩაგრა, განსაკუთრებით კი - ფიზიკურად. ეს კომპონენტი ქართველების "აქილევსის ქუსლია", მაგრამ იმ შეხვედრაში საქმე საპირისპიროდ იყო - სლოვენიელი ძლივსღა სუნთქავდა, შავდათუაშვილი კი რკინასავით მტკიცედ იდგა. მან მეტოქეს სრულიად დამსახურებულად მიაღებინა ორი გაფრთხილება, მერე კი ალალად მოიპოვა მეორე იუკო.

მატიაშვილმა პირველ შეხვედრაში რუმინელ დანიელ ნატეასთან ვაზარით მოგებას ლიტველ ზილვინას ზაბარსკასსთან წმინდა მოგება მიაყოლა. ნახევარფინალიც იპონით გაიარა რუს სტეფან სარქისიანთან, ფინალში კი გაფრთხილებებით წააგო ავსტრიელ დანიელ ალერსტორფერთან. მართალია, ერთხელ თვითონაც გააფრთხილებინა მეტოქე, მაგრამ ეს საჩემპიონოდ საკმარისი არ აღმოჩნდა და ვერცხლს დასჯერდა... სამწუხაროდ, ლომელში ეს ავსტრიელის პირველი გამარჯვება არ იყო ქართველებთან - ქვეჯგუფში უშანგი კოკაურს პირველივე შეხვედრაში აჯობა.

73-ში დამამშვიდებელში ქართულ ფინალამდე ერთი მოგება დაგვაკლდა, მთლიანობაში კი ამ წონაში ჩვენი ორივე მონაწილე კარგად გამოვიდა. უფრო უკეთ ჩოხელმა იჭიდავა, რომელმაც ქვეჯგუფი მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, გზად კი ისრაელის ნაკრების ორივე წევრი ჩამოიცილა. მან ჩემპიონატი თურქ ილკერ გულდურენთან წმინდა მოგებით დაიწყო.

სამაგიეროდ, გვარიანი ჯაფა დაადგა სერბი იოვან ნისკანოვიჩის დასამარცხებლად - აქაც ორივემ ორ-ორი გაფრთხილება მიიღო, მაგრამ ჩოხელმა ერთი იუკოც გდებით მიითვალა. ებრაელ მუკი საგისთანაც მსაჯებმა ორ-ორჯერ გააფრთხილა ორივე, მაგრამ ჩვენებურმა აქტიურობას უმატა და მეტოქე გაფრთხილებით მოახსნევინა.

ნახევარფინალშიც აქტიურობდა უკრაინელთა მომავალ ჩემპიონ რუფატ მაგომედოვთან და ორი გაფრთხილებით იუკოთი დაწინაურდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მერე ვაზარი გაატარა და წააგო. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ებრაელ ტომერ ზაკეიმთან ისევ მოწოდების სიმაღლეზე დადგა და ვაზარ-იუკოთი გაიმარჯვა. ამ შეხვედრამდე დამამშვიდებელში ზაკეიმმა ფრიდონ გიგანს აჯობა.

არადა, ჩვენებურს რომ მოეგო, ბრინჯაოსთვის ქართველები იჭიდავებდნენ. გიგანმა ჯგუფში პორტუგალიელ ნუნო სარაიავასა და იტალიელ მასიმილიანო კაროლოს ვაზარებით აჯობა, მეოთხედფინალში კი რუს ვლადიმირ ზოლოევთან წააგო და საბოლოოდ მეშვიდეზე დარჩა.

დასანანი და მოულოდნელი იყო გიორგი მერმანიშვილის (90) უმედლოდ დარჩენა. ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს მედალოსანი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ახლაც უმთავრეს ფავორიტთა შორის ასახელებდნენ, ნახევარფინალშიც ძლევამოსილად გავიდა, მაგრამ მერე ორივე შეხვედრა დათმო და მეხუთეზე დარჩა.

ჩვენებურმა წინასწარ ეტაპზე სამივე ორთაბრძოლა წმინდად მოიგო - ლიტველ ზილვინას ლეკავიჩიუსთან, შვედ ბენჯამენ სტოფელთან და გერმანელ სიმონ გლოკნერთან. პირველი მარცხი მან ნახევარფინალში იწვნია მომავალ ჩემპიონთან, რუს ჰუსეინ ხალმურზაევთან - მსაჯებმა ორჯერაც გააფრთხილეს, მერე კი მეტოქეს ვაზარი დაუთმო.

ეს კიდევ გასაგები იქნებოდა - რუსეთს სკოლაც ძლიერი აქვს და ჩრდილო კავკასიელი ხალმურზაევი იქნებ გადაზრდილიც არის, მაგრამ მერმანიშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაც სლოვენიელ მიჰაელ ზგანკთან იპონით წააგო! ამ წონის მეორე მონაწილე, საქართველოს ჩემპიონი გიორგი ქავთარაძე მესამე წრიდან გამოვარდა, როგორც შალვა ნინიძე და ბექა რატიანი (ორივე - 81), ოთარ არჩუაძე (60) კი მეორე წრიდან დაემშვიდობა ჩემპიონატს.

ჩვენი გუნდისთვის ყველაზე სუსტი წერტილი 100 კილოგრამი აღმოჩნდა, რასაც გუგავა ვარაუდობდა კიდეც - აქ ელგუჯა ბიბილაშვილიც და გიორგი ცნობილაძეც პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ.

ვნახოთ, რას იზამს გუგავა ამ წონაშიც და სხვაგანაც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც ნოემბერში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართება. მწვრთნელმა ბელგიაში წასვლის წინაც გააფრთხილა შეგირდები, რომ ვინც იქ თავს ვერ გამოიჩენდა, მსოფლიოზე წასვლის იმედიც ნუ ექნებოდა. გუნდის თავკაცი არ აპირებს, აფრიკის უკიდურეს სამხრეთშიც სრული გუნდი წაიყვანოს.

რაც შეეხება ქალთა გუნდს, მათ დასამახსოვრებელი ვერაფერი დაგვანახეს - ნონა მერაბიშვილიც (52), სოფიო ბერიძეც (57), თეა სუხიტაშვილიც (70) და ელენე ქებაძემ (+78) პირველივე წრეში დამარცხდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ