ახალგაზრდა ძალოსანთა ევროპის პირველობაზე საჩხერელი ვეტერანი ძალოსნის კობა ტალახაძის 18 წლის ვაჟმა ლაშა ტალახაძემ იყოჩაღა
ასეთი შედეგით დაასრულეს ასპარეზობა ქართველმა ათლეტებმა ახალგაზრდა ძალოსანთა ევროპის პირველობაზე, რომელსაც რუმინეთის დედაქალაქმა უმასპინძლა.

როგორც გაუწყეთ, 20-წლამდელთა ასპარეზობაში ქუთაისელმა გიორგი ლომთაძემ ორჭიდში (307 კგ) ვერცხლისა და ატაცში (140) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. საგულისხმოა, რომ იგი ჩემპიონს - მოლდოველ არტიომ პიპას მხოლოდ ერთი კილოთი ჩამორჩა.

სამაგიეროდ, ამ ასაკში იყოჩაღა საჩხერელი ვეტერანი ძალოსნის კობა ტალახაძის 18 წლის ვაჟმა ლაშა ტალახაძემ, რომელმაც, როგორც შარშან ჭაბუკთა ევროპის პირველობაზე, სამი ოქროს ჯილდო მოიხვეჭა. მესამე ცდაზე მან 185 კილო აიტაცა და უახლოეს მეტოქეს - სომეხ გორ მინასიანს 6 კილოთი გაუსწრო (მესამე მიყო რუსი მაგომედ აბუევი - 178 კგ).

აკვრაში საჩხერელმა გოლიათმა 217-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და აქაც პირველი იყო. მინასიანმა კილოგრამით ნაკლები დაძლია და მცირე ვერცხლი ირგუნა, 212 კილოგრამით ბრინჯაო აბუევს ერგო. ორჭიდში საბოლოოდ საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: ლაშა ტალახაძე-402 (185+217), 2. გორ მინასიანი-395 (179+216), 3. მაგომედ აბუევი-390 (178+212).

საგულისხმოა, რომ თვენახევრის წინათ საქართველოს ლიგის პირველობაზე ნაჩვენები პირადი რეკორდი ტალახაძემ 6 კილოგრამით გააუმჯობესა.

ბუქარესტის ფიცარნაგზე 23-წლამდელებში შესანიშნავად იასპარეზა ზუგდიდელმა დავით გოგიამ. ტალახაძის მსგავსად, მანაც ექვსივე ცდა წარმატებით გამოიყენა.

აიტაცა 172 კილოგრამი (მცირე ოქრო), აკრა 207 კილო (მცირე ბრინჯაო) და ორჭიდის ჯამში 379 კილოგრამით მეორე ადგილი დაიკავა და, ლომთაძის მსგავსად, მხოლოდ კილოგრამით ჩამორჩა გამარჯვებულს - რუს იური ტეხაევს, რომელიც ატაცსა და აკვრაში მეორე კი იყო, მაგრამ ორჭიდში აჯობა ყველას. დიდი ბრინჯაო პოლონელ არკადიუშ მიხალსკის ერგო. მან აკვრაში დაიკავა პირველი ადგილი, ატაცში კი მესამე ადგილით დაკმაყოფილდა.

1. იური ტეხაევი-380 (172+208), 2. დავით გოგია-379 (172+207), 3. არკადიუშ მიხალსკი-369 (160+209).

რუმინეთში ქართველ ძალოსნებს ახლდნენ მწვრთნელები - ალეკო ნოზაძე და მალხაზ ლომთაძე. გუშინ ბუქარესტიდან დაბრუნებულ მედალოსნებს თბილისის აეროპორტში სპორტის სამინისტროს და ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა, ახლობლებმა და მეგობრებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს.

მალხაზ ლომთაძე: ახალგაზრდა ძალოსნებმა ბუქარესტში თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინეს და სიტყვაც პირნათლად შეასრულეს.

ლაშა ტალახაძე: საქართველოს ლიგაზე ნაჩვენები ჩემი შედეგი ევროპის პირველობაზე სამეულში მოსახვედრად კი იყო საკმარისი, მაგრამ წარმატებისთვის არ მეყოფოდა, ამიტომ მეტი მოვინდომე, კარგად მომზადებულიც ვიყავი და გავიმარჯვე. მიხარია, რომ წვრთნელებს იმედები გავუმართლე.

დავით ნამგალაური, სპორტის მინისტრის მოადგილე: შესანიშნავი შედეგია, ბიჭებმა კარგი განაცხადი გააკეთეს სამომავლოდ. ფედერაციის თავდადებული გარჯით გამოვლენილია ის თაობა, რომელიც ღირსელად უნდა ჩაენაცვლოს უფროსებს ეროვნულ ნაკრებში. ლონდონის ოლიმპიადაზე თუ არა, ისინი რიოს 2016 წლის თამაშებში თავიანთ სიტყვას იტყვიან და საქართველოს ასახელებენ.

გიორგი ასანიძე: ოლიმპიური ჩემპიონი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: სპორტის ქართველ ქომაგებს, ძალოსნობის ფედერანიის მესვეურებს მინდა მივულოცო ახალგაზრდა ათლეტთა წარმატება. განსაკუთრებით ლაშა ტალახაძის გამარჯვება მინდა აღვნიშნო: ეს ნიჭიერი ათლეტი შეჯიბრებიდა შეჯიბრებამდე იზრდება და დიდი მომავალი აქვს. ლომთაძემ და გოგიამაც იყოჩაღეს. მადლობა მათ.

ევროპის პირველობის მონაწილენი ხვალიდანვე ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად ჩაერთვებიან საწვრთნელ შეკრებაში, რათა უკეთ მოემზადონ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ პარიზში ისინი ჩვენს გუნდს სალიცენზიო ქულებს მოუტანენ. თუმცა მიზანი მხოლოდ საგზურების მოპოვება როდია - ოლიმპიადებზე წარმატებული გამოსვლაც გვსურს. ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვანო გრიქუროვის ხელმძღვანელობით, ვფიქრობ, ოცნებას ავისრულებთ.

რამაზ გურგენიძე, ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი: რუმინული შედეგები გვახარებს და გვაიმედებს. სამ წონაში რვა ჯილდოს მოპოვება, მართლაც, დიდი საქმეა. ჩვენი მედალოსნები ჩაქვში გაემგზავრებიან, სადაც ეროვნული ნაკრები საწვრთნელ შეკრებას განაგრძობს.

4-6 ოქტომბერს ზუგდიდში ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება, სადაც ყველა უძლიერესი იასპარეზებს. ეს იქნება ძალების ბოლო მოსინჯვა მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატის წინ, რომელსაც ნოემბრის დასაწყისში პარიზი უმასპინძლებს. მანამდე კი ჩვენი ძალოსნები დასკვნით შეკრებას დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გაივლიან. დღევანდელი მონაცემების გათვალისწინებით სამი საგზურის მოპოვება არ უნდა გაგვიჭირდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

paata
სამთავეს გილოცავთ ამ წარმატებას, ძალიან გამახარეთ...მე მჯერა რომ თქვენ ოლიმპიადაზე დიდ წარმატებას მიაღწევთ. უფალი იყოს თქვენი მფარველი...
ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა