გასულ უქმეებზე გაირკვა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის - დევისის თასის ფინალის ორი მონაწილე
გასულ უქმეებზე გაირკვა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის - დევისის თასის ფინალის ორი მონაწილე. ნახევარფინალური ეტაპის შემდეგ ბრძოლას გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი - სერბეთის ნაკრები.

სერბეთი ბელგრადში არგენტინის ნაკრებს მასპინძლობდა. როგორც უკვე ვწერდით, სერბებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი იყო მსოფლიოს პირველი ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩის ჯანმრთელობა. სეზონის ლიდერმა წილისყრაში მიიღო მონაწილეობა და ნახევარფინალი სწორედ მას უნდა გაეხსნა, მაგრამ ბოლო მომენტში გაირკვა, რომ ნოვაკი კორტზე ვერ გავიდოდა და მის ადგილს ვიქტორ ტროიცკი დაიკავებდა.

ეს უკანასკნელი რეიტინგში 58 საფეხურით მაღლა დგას დავიდ ნალბანდიანზე, მაგრამ ეს სულაც არ ლაპარაკობდა მის ფავორიტობაზე. ჯერერთი, სერბმა ჩააგდო ამერიკის ღია პირველობა, სადაც პირველივე წრეში წააგო ალეხანდრო ფალასთან, თანაც ნალბანდიანს ასეთ მატჩებში უდიდესი გამოცდილება გააჩნია.

ტროიცკისა და ნალბანდიანის მატჩში ყველაფერი ოთხ სეტში გაირკვა. პირველ პარტიაში ბრეიკების გაცვლის შემდეგ, არგენტინელმა სეტის ბოლოს მეტოქის შეცდომებით ისარგებლა და კიდევ ერთი ბრეიკი გააკეთა. მეორეში ტროიცკის პუბლიკა დაეხმარა და სეტებში ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ მესამე სეტიდან მოყოლებული მასპინძლის თამაში საბოლოოდ მოიშალა და მას გადარჩენის შანსი არ ჰქონდა - 4:6, 6:4, 2:6, 3:6.

ამის შემდეგ კორტზე იანკო ტიპსარევიჩი და ხუან მარტინ დელ პოტრო გავიდნენ. იანკოზე სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა მოდიოდა, რადგან წაგების შემთხვევაში სერბეთი უმძიმეს მდგომარეობაში მოხვდებოდა.

განწყობა ტიპსარევიჩს კარგი ჰქონდა და საკუთარ გეიმებს "მშრალი" ანგარიშით იგებდა. დელ პოტრო კი წინასწარ

არჩეულ ტაქტიკას მისდევდა და თანდათან შეიტყუა მეტოქე უკანა ხაზზე ხანგრძლივ გათამაშებებეში. არგენტინელმა სასტარტო სეტი ბოლოსკენ გამოსტაცა მეტოქეს, მაგრამ უკვე მეორე სეტის შუაში ცხადი გახდა, რომ ტიპსარევიჩი ყველა კომპონენტში ჩამორჩებოდა დელ პოტროს. ხუან მარტინმა დამაჯერებლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 7:5, 6:3, 6:4.

წყვილთა მატჩში სერებებს შორის ერთი ცვლილება მოხდა - ნენად ჟიმონჟიჩს ტიპსარევიჩის ნაცვლად ტროიცკი ამოუყენეს გვერდით. ახლად შექმნილი დუეტის მეტოქეები ხუან-იგნასიო ჩელა და ხუან მონაკო იყვნენ.

პირველ სეტში ორივე წყვილი ისევ კარგად იჭერდა საკუთარ მოწოდებას, რომ ბრეიკ-პოინტამდეც არ მისულა საქმე, ტაი-ბრეიკზე კი უკეთ მასპინძლები გამოიყურებოდნენ. მეორე სეტში უცნაური რამ მოხდა - 4:1-ზე არგენტინამ ზედიზედ შვიდი გეიმი წააგო, რითაც მატჩის ბედი პრაქტიკულად გარკვეული იყო - ორსაათიანი ბრძოლაში მასპინძლებმა სამ სეტში მოიგეს - 7:6(4), 6:4, 6:2.

კვირას სერბ გულშემატკივრებს მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ, რადგან კორტზე გასვლა გადაწყვიტა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სწორედ მას უნდა ეთამაშა დღის პირველ შეხვედრაში დელ პოტროს წინააღმდეგ. არგენტინელს აქამდე არასოდეს დაემარცხებინა ჯოკოვიჩი.

ალბათ, გახსოვთ, რომ ამერიკის ღია პირველობაზე გამარჯვება ნოვაკს ძვირად დაუჯდა - ფინალში მას ექიმის გამოძახება მოუხდა, რადგან სერბს ზურგი აწუხებდა. როგორც აღმოჩნდა, ნოვაკს ბოლომდე არ ჰქონდა მორჩენილი ეს დაზიანება და ტრავმამ დელ პოტროსთან მატჩში იჩინა თავი. პირველი სეტი ხანგრძლივი გამოდგა, ამასთან, არც ერთ მეტოქეს არ ჰქონდა ბრეიკ-პოინტი. გადამწყვეტ მომენტში დელ პოტრო უფრო ზუსტი და აქტიური აღმოჩნდა, რითაც "შემოკლებული გეიმი" თავის სასარგებლოდ დაასრულა - 7:5.

მეორე სეტში კი მხოლოდ სამი გეიმი გათამაშდა. არგენტინელმა ბრეიკი გააკეთა, ბოლო გათამაშებაში კი ჯოკოვიჩი უხერხულად "გაიჭიმა" ბურთის მოსაგერიებლად, მუხლებზე დაეცა და სახეზე ტკივილი ვერ დამალა. ის სხვების დახმარებით წამოდგა და მცირე კონსულტაციის შემდეგ ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო - თამაში შეწყვიტა, რაც არგენტინის ფინალში გასვლას ნიშნავდა.

მეორე ნახევარფინალში ფავორიტი სტარტიდანვე ცხადი იყო - ესპანეთი თავის მოედანზე ნებისმიერი გუნდისთვის სერიოზული მოწინააღმდეგეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მის შემადგენლობაში რაფაელ ნადალი თამაშობს. ფრანგების საქმე კი გართულდა იმის გამო, რომ კორდობაში გამოსვლა ვერ შეძლო გაელ მონფილსმა - გი ფორჟეს გუნდში გრუნტის ყველაზე კარგმა მოთამაშემ.

საბოლოოდ, პირველ დღეს ნადალის შეჩერება რიშარ გასკეს დაევალა, რომელიც ურთიერთშეხვედრებში 0:9-ს აგებდა ესპანელთან. რაფამ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია - პირველ სეტში ისე მოიგო, რომ მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა, მეორეში ფრანგმა ერთი ქულაც კი ვერ აიღო იღებაზე, მესამეში კი ერთადერთი პრესტიჟის გეიმი მიითვალა.

გი ფორჟეს იმედი ჰქონდა, რომ ჟილ სიმონი დავიდ ფერერთან მატჩში შეძლებდა ანგარიშის გათანაბრებას - მხოლოდ ასე თუ შეინარჩუნებდა სტუმართა გუნდი საერთო გამარჯვების შანსს. მაგრამ სიმონმა ამ ამოცანას თავი ვერ გაართვა. ბრძოლა მხოლოდ მეორე სეტში იყო, როცა ჟილმა ორჯერ დაიბრუნა დაკარგული ბრეიკი.

მესამედაც შეეძლო იგივეს გაკეთება, მაგრამ ფერერმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა. პირველ და მესამე სეტებში კი ერთნაირი ანგარიში - 6:1 დაფიქსირდა და საფრანგეთმა თითქმის აღარ დაიტოვა ფინალში გასვლის შანსი.

სტუმართა გუნდმა მხოლოდ წყვილთა მატჩში გაიბრწყინა - მიკაელ ლოდრასა და ჟო-ვილფრიდ ცონგას დუეტმა რევანში აიღო წინა დღის შედეგებისთვის. ფრანგებმა ფელისიანო ლოპესისა და ფერნანდო ვერდასკოს წყვილს სამ სეტში მხოლოდ სამი გეიმი დაანებეს და ბადესთან მხოლოდ 10 შეცდომა დაუშვეს - 6:1, 6:2, 6:0.

მაგრამ ეს სტუმრების დროებითი წარმატება იყო, რადგან რთული წარმოსადგენი გახლდათ, რომ მეორე დღეს ესპანეთი ორივე ერთეულთა შეხვედრას წააგებდა. ფორჟემ ნადალის წინააღმდეგ ცონგა დააყენა, მაგრამ წყვილთა მატჩში წარმატებული თამაშის გამეორება ფრანგს არ გამოუვიდა. ცონგა

ბევრს ცდებოდა და მართალია, ყოველი ახალი სეტი უფრო დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა, ჩანდა, რომ ჟო-ვილფრიდს წარმატების მინიმალური შანსი ჰქონდა, მით უმეტეს, რომ მეტოქეზე ექვსჯერ მეტი უნებლიე შეცდომა დაუშვა. საბოლოოდ, ორსაათიან ბრძოლაში ნადალმა სამ სეტში გაიმარჯვა - 6:0, 6:2, 6:4 და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

გადამწყვეტი მატჩი 2-4 დეკემბერს ესპანეთში გაიმართება და მასპინძლები არგენტინას გრუნტის კორტს დაახვედრებენ. სხვათა შორის ბოლოს ეს გუნდები ასევე ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს - სამი წლის წინ მასპინძელი არგენტინა იყო, რომელმაც მეტოქეს სწრაფი ჰარდი დაახვედრა, მაგრამ ესპანეთმა პატარა სასწაული მოახდინა და ნადალის გარეშე შეძლო ტიტულის მოგება. ცნობისთვის, არგენტინას ჯერ არასოდეს მოუგია დევისის თასი.

1/2 ფინალი

ესპანეთი-საფრანგეთი 4:1

1:0 ნადალი-გასკე 6:3, 6:0, 6:1

2:0 ფერერი-სიმონი 6:1, 6:4, 6:1

2:1 ლოპესი/ვერდასკო-ლოდრა/ცონგა 1:6, 2:6, 0:6

3:1 ნადალი-ცონგა 6:0, 6:2, 6:4

4:1 ვერდასკო-გასკე 6:2, 6:1

სერბეთი-არგენტინა 2:3

0:1 ტროიცკი-ნალბანდიანი 4:6, 6:4, 2:6, 3:6

0:2 ტიპსარევიჩი-ჟელ პოტრო 5:7, 3:6, 4:6

1:2 ჟიმონჟიჩი/ტროიცკი-ჩელა/მონაკო 7:6(4), 6:4, 6:2

1:3 ჯოკოვიჩი-დელ პოტრო 6:7(5), 0:3 უარი

2:3 ტიპსარევიჩი-მონაკო 6:2 უარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ