სლოვენიაში გასამართ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრისთვის ჩვენი ნაკრები პირველ კალათში განთავსდება
მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს! დასრულდა 2011 წლის ევრობასკეტი და დავიწყეთ ფიქრი 2013 წლის კონტინენტის პირველობაზე. საინტერესოა, რა სისტემით გაიმართება ევროპის მომავალი ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი და რომელი გუნდები მიიღებენ მასში მონაწილეობას.

ფინალური ეტაპი - 2013

წინა წლებისგან განსხვავებით, ფიბა-ევროპამ დროულად გამოაქვეყნა სლოვენიაში 2013 წელს გასამართი ევრობასკეტისა და შესარჩევი ეტაპის სქემა. ფინალურ ტურნირზე 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, პირველ ეტაპზე ნაკრებები ოთხ ჯგუფად განაწილდება, საიდანაც სამ-სამი საუკეთესო მეორე ტურში გადავა, შეიკვრება ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი და ოთხ-ოთხი გამორჩეული მეოთხედფინალს ითამაშებს... მოკლედ, სწორედ ისეთი სისტემაა, როგორიც ლიტვაში ახლახან დასრულებულ ევრობასკეტზე.

შესარჩევი - 2012

ახლა, რაც შეეხება 2012 წელს გასამართ შესარჩევ ტურნირს. ფიბა-ევროპის საიტზე გამოქვეყნებულ სქემაში წერია: შეიქმნება 6 ხუთგუნდიანი ჯგუფი, საიდანაც ევროპის ჩემპიონატის საგზურს საუკეთესო პირველ-მეორეადგილოსნები და ოთხი მესამეადგილოსანი მოიპოვებს. შესაბამისად, სლოვენიაში საქართველოს ნაკრების მოხვედრის შანსი დიდია, თუმცა როგორც კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა აღნიშნა, საბოლოოდ არ გარკვეულა ტურნირში 30 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მეტი თუ ნაკლები.

საქმე ისაა, რომ შარშან მეორე დივიზიონში არ უთამაშიათ დანიას, ირლანდიას, ისლანდიასა და კიდევ ზოგიერთ ნაკრებს. შესაძლოა მათ ევრო-2013-ის შესარჩევზე თამაში მოისურვონ. თუ განაცხადი 30-ზე მეტმა ნაკრებმა შეიტანა, ასეთ შემთხვევაში დამატებითი საკვალიფიკაციო ჩატარდება თუ არა, ჯერ უცნობია. ფაქტი ერთია, შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში ხუთზე მეტი გუნდი არ იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში მატჩების რაოდენობა გაიზრდება. შარშანაც დავინახეთ, რომ ერთ თვეში 8 მატჩი (პლუს მგზავრობა) ნებისმიერი გუნდისთვის დამღლელია.

კალათები

დაემატება დანია თუ ირლანდია, ეს ქართველებს ნაკლებად უნდა გვაღელვებდეს, რადგან ისინი ბოლო კალათში მოთავსდებიან. ჩვენ კი, პირველად ისტორიაში, წილისყრის წინ პირველ კალათაში ვიქნებით. აი, რატომ: ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევში 8 წამყვანი ევროპული გუნდი არ მიიღებს მონაწილეობას - ოლიმპიადის მასპინძელი ბრიტანეთი, ესპანეთი, საფრანგეთი (ევრო-2011-ის ფინალისტები), რუსეთი, მაკედონია, ლიტვა, საბერძნეთი (ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილეები) და სლოვენია (ევრობასკეტი 2013-ის მასპინძელი).

დანარჩენი გუნდები, ევროპის ჩემპიონატის მონაწილენი თუ მეორე დივიზიონის წარმომადგენლები ჯგუფებში განაწილდებიან და 2010 წელს 14 საგზურს გაითამაშებენ. როგორც უკვე გითხარით, საქართველოს ნაკრები წილისყრისთვის პირველ კალათში განთავსდება. ამის თქმა დღესვე თამამად შეგვიძლია, რადგან ფიბა-ევროპა გუნდებს ბოლო შეჯიბრებების მიხედვით ახარისხებს.

ასე რომ, შეგვიძლია კალათებში გუნდების განაწილების ჩვენეული ვარიანტი შემოგთავაზოთ, რომელსაც ბოლოში, შესაძლოა, ზოგიერთი ნაკრები დაემატოს, ან სულაც გამოაკლდეს.

I კალათა: სერბეთი, გერმანია, ფინეთი, თურქეთი, საქართველო, ხორვატია.

II კალათა: ბულგარეთი, ისრაელი, უკრაინა, პოლონეთი, ბოსნია, იტალია.

III კალათა: ჩერნოგორია, ლატვია, ბელგია, პორტუგალია, უნგრეთი, შვედეთი.

IV კალათა: ჩეხეთი, ესტონეთი, ჰოლანდია, ავსტრია, შვეიცარია, აზერბაიჯანი.

V კალათა: სლოვაკეთი, ბელარუსი, რუმინეთი, კვიპროსი, ლუქსემბურგი, ალბანეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა