ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ხაბარელი ნაკრებში დაბრუნდა

ხაბარელი ნაკრებში დაბრუნდა

ქომაგი მის დაბრუნებას აქამდეც ითხოვდა, რადგან ჩვენი საქმე ისე იყო - "თურაშაულის პატრონი ტყეში დაეძებს პანტასაო"
ძიუდოს ქართველ ქომაგთა ოცნება ასრულდა და შოთა ხაბარელი ვაჟთა ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა.

ჯერ ყველა დეტალი საბოლოოდ გარკვეული არაა, მაგალითად, რა ფუნქციას შეასრულებს ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი, მაგრამ ცნობილია, რომ გუნდში ისიც დარჩება და სავარაუდოდ, უფრო ფიზმომზადებას გაუძღვება, სავარჯიშო პროცესს კი ხაბარელი წარმართავს. ახლა სწორედ ამ ფუნქციათა გადანაწილებაზე მიდის მსჯელობა, თუმცა გადაწყვეტილია, რომ ავსტრიელი მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება.

ეს ამბები გუშინ, 19 სექტემბერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერის თბილისში სტუმრობისას გაირკვა. ის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე მოიწვიეს, თუმცა მიზეზი სწორედ ეს იყო - კონსულტაციები ზაიზენბახერის შეცვლის თაობაზე.

პარიზში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრების წარუმატებელმა გამოსვლამ და უსახურმა ჭიდაობამ სპორტის მმართველ წრეებში შოკისმაგვარი რეაქცია გამოიწვია და ზაიზენბახერის შეცვლის საკითხიც მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, თუმცა რატომღაც ანგარიშს უწევდნენ ვიზერის ფაქტორს. თავის დროზე ავსტრიელის კანდიდატურა მასთანაც შეათანხმეს - კონსულტაციები გაიარეს, თუმცა ახლა რატომ ხდებოდა მისი ფაქტორი ამდენად მნიშვნელოვანი, ცოტა გაუგებარია. ოღონდ ასეა თუ ისე, წუხელ საღამოს, როცა ვიზერს ამ თემაზე სასაუბროდ შეხვდნენ, წინააღმდეგი არც ის წასულა და საქმესაც მსვლელობა მიეცა.

ამდენად, მას შემდეგ ქართული ძიუდოს იაპონურ თარგზე მოჭრის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, ის კვლავაც მშობლიურ საწყისს დაუბრუნდა და მოსავლელად ისევ ძველ გამზრდელს ჩააბარეს.

ქომაგი ხაბარელის დაბრუნებას აქამდეც ითხოვდა, რადგან ჩვენი საქმეც ზუსტად ისე იყო, "თურაშაულის პატრონი ტყეში დაეძებს პანტასაო". ჰოდა, ისიც დაბრუნდა და გვჯერა, ლონდონის ოლიმპიადაზე შედეგსაც დადებს, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, "მეორედ მოსვლა" ახალი პოლიტიკურ-სპორტული დაპირისპირების საგანი არ გახდეს.

სამწუხაროდ, ფედერაციაშიც და სამინისტროშიც ჯერ ისევ მძლავრობს სპორტული სამყაროს ის ნაწილი, რომელმაც თავის დროზე ხაბარელი ნაკრებიდან გაუშვა. არაა გამორიცხული, მათ ახლაც მოინდომონ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, მაგრამ იმედია, სახელმწიფო სტრუქტურები ამჯერადაც თავის სიმაღლეზე დადგებიან.

მოკლედ, ასეთია სადღეისო ვითარება, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

• nodar

რაც თავი მახსოვს ამ კაცს სულ აგდებდნენ და შემდეგ ისევ აბრუნებდნე. როცა მთავარი იყო სულ ოქროს მედალს ვიგებდით. ის რომ მოჭიდავეებს მოგების შემდეგ წილს თხოვდა ვფიქრობ ეკუთვნოდა და მართალიც იყო. გავიხსენებ ერთ ფაქტს, რომელიც ცხონებულ ნოდარ ახალკაცს ეხება. მას აბრალებდნენ რომ ფულს ღებულობ და კორუფციაში ხარ ჩაფლულიო, იმ ცხონებულმა კი უთხრა, რომ მაგ ფულით ფეხბურთელების საჭირო საკვებს ვყიდულობ და მადლობა თქვით რომ ლობიოს არ ჭამენ ყოველდღე დინამოელებიო. ასეა ახლაც, ხაბარელს აძახებენ ფულს ნუ აკეთებო და თვითონ მილიონებს აკეთებენ.

• zaza sigu

კაცი სამართლიანად უნდა გაუშვა და არა პირადი ინტერესით.თუ ვერ შეძლებს თვითონაც წავა მაგხელა მიხვედრა აქვს. ამ ეტაბზე წარმატებას უსურვებ.ისე სიჭინავა გადმოვიყვანოთ ისხომ ყველგან პროფესიონალია.

• gogiia

მაშ აღარ ყოფილა ჩვენი საშველი და დაყუპულა ძიუდო უფრო მეტად, ვიდრე იყო(ხაბარელის დაბრუნებას ვგულისხმობ)რას ქვია ახლებური ჭიდაობა არ იციან და ვერ ასცავლიან, ხაბარელი არ არის ის კაცი რამეს ხელი მოკიდოს და ის არ იცოდეს ზედმიწევნით კარგად, გადავხედოთ მისი ყოფნის დროინდელ შედეგებს და სხვებისასაც, სულელები ყოფილან ის ხალხი ვინც ხაბარელი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარა. მაგ ჩორტებს ის ხალხი აგდებს ვინც მას პირადულად ვერ იტანს,თორემ თვითონაც კარგად იციან რომ პროფესიონალია და თავისი საქმე მაგრად იცის.

• vanos

ჭიდაობა მთლიანად შეიცვალა ის პრაქტუკილად აბსოლიტურ გამძლეობაზე და ტექნიკურ სისწრაფეზე გადავიდა,, ადრე თუ ქართველები იგებდნენ ეხლა ეს აღარ ხდება, იმიტომ რომ ჩამოვრჩით პროგრესს, ეხლა გდებები პრაქტიკულად ცალი ხელით ხორციელდება და ტრიალში გადადის ნებისმიერი ადგილიდან... ხაბარელი ახალი ჭიდაობის გადებაშიც კი არაა.. დაგეტოვებიათ ზაიზენბახერი..რაგაცი იმედი არსებობდა.. საქართველოში არც ერთმა მწვრთნელმა არ იცის ახალი ჭიდაობა, შესაბამისად ვერ ამზადებენ ბავშვებს..მწვთნელმა უნდა იცოდეს ახალი ვარჯიშები, მოამზადოს ტაკტიკურად ტექნიკურად თეორიულად და ფიზიკურათ ძიუდოისტები.. საუბედუროთ ჩვენთან ასეთი მწვრთნელი არ არსებობს, მით უმეტეს ხაბარელი, რომელმაც 10 წლით უკად დატოვა ჩვენი ნაკრები... იქნებ დატოვით ზაიზენბახერი და ესენი ცოტა ჭკუაზე მოიიყვანოს

• ზეზვა

მართლაც, რა უნდა გააკეთოს მწვრთნელმა, რომ არ მოხსნა. შოთას ირგვლივ ატეხილ ამბავს ვგულისხმობ. სირცხვილია.

• zura

შოთას ადგილზე არ დავბრუნდებოდი - ვარძელაშვილმა ან მისმა რომელიმე მოადგილემ უთავკაცონ გუნდს. ეგენი ხომ უნივერსალები არიან - ხელბურთი გაუგიათ, წყალბურთი გაუგიათ, ფეხბურთი-ც გაუგიათ, აი ძიუდო.... მაინტერესებს, რატომ არავის თხოვენ პასუხს უხაბარელო ჩაგდებულ-ჩასვრილი პერიოდისათვის. მაგრამ "აბა ჩემ შვილს ხომ არ დავსჯი?"

• japaneze

გილოცავთ!!!!!!!!!!! წარმატებას გისურვებ!თ ისე მეტსი ღირსები ვართ, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელს რომ ვიღაც თეორეტიკოსით შეცვლი, ან თავში ჭკუა არ გაქვს, ან მისი შური გკლავს

• თემური

ალბათ ძალიან გამართლებული ნაბიჯია. ახლა ყველამ უნდა დაივიწყოს ძველი წყენინებები და ერთად დადგნენ. მისახედია ძიუდო და ოლიმპიური ლიცენზიები. ქვეყნის პრესტიჟის და ტრადიციების ბედი წყდება.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა