ლიგა 1. VII ტურის წინ:  "ლიონი" ახალი მწვრთნელის ეპოქას ნელ-ნელა ეგუება, "პარი სენ-ჟერმენი" კვირიდან კვირამდე ძლიერდება
"ლიონი" ახალი მწვრთნელის ეპოქას ნელ-ნელა ეგუება. კლოდ პიუელის ხელმძღვანელობით სამწლიანი უტიტულო პერიოდის შემდეგ საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონები, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ არიან მზად, იბრძოლონ ოქროს მედლებისთვის. მათ ეს უკვე დაამტკიცეს "მარსელთან" შეხვედრაში, როცა მრისხანე მეტოქე მშრალად დაამარცხეს და ლამის 2-წლიანი განშორების შემდეგ ცხრილის სათავეში გამაგრდნენ.

პირველი ტაიმის უმაღლეს დონეზე ჩატარების შემდეგ სტუმარმა გუნდმა თამაშს მოუმატა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერაფერს გამორჩა. "არ ვაპირებ ვინმეს დავუმალო, რომ ძალიან მიხარია პირველ ადგილზე გადასვლა.

ვფიქრობ, ეს მომენტი ფეხბურთელებისთვისაც უმნიშვნელოვანესია," - განაცხადა "ლიონის" ახალბედა დამრიგებელმა. საფეხბურთო ექსპერტებისთვის გაოცებას იწვევს ამ გუნდის ასპარეზობა, რადგან სეზონის წინ გუნდმა რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი დაკარგა - ჟერემი ტულალანი (მალაგა), მირალემ პიანიჩი (რომა), სესარ დელგადო (მონტერეი, მექსიკა), პაპე დიაკატე (გრანადა), გასხვისებული ფეხბურთელების გარდა გუნდს რამდენიმე ლიდერი ტრავმირებული ჰყავს - ლისანდრო ლოპესი, იოან გურკუფი, კრისი, ჯონ მენსა და ედერსონი.

მოკლედ, რემი გარდს შარშანდელი შემადგენლობა ლამის "ხელში შემოადნა", მაგრამ სეზონის დაწყებიდან მოყოლებული უკვე 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. "წაუგებელი სერია მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ის საკუთარი ძალების რწმენას გვმატებს და სამომავლო პერსპექტივებს თვალწინ გვიშლის.

მე ვთხოვე ფეხბურთელებს, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აეღოთ საკუთარ თავზე, ვიდრე ეს წინა სეზონებში ხდებოდა. პირველ ადგილზე ჩვენ გუნდი დავაყენეთ, შემდეგ კი თითოეულის პირადი ამბიციები" - ამბობს გარდი.

"ნიცასთან" საშინაო დაპირისპირების წინ ოპტიმისტურად არის განწყობილი "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი კევინ გამეირო. თუმცა ის აცნობიერებს, რომ ფეხბურთელებს უფრო მეტი გუნდური მუშაობა მართებთ.

პარიზელები "ევიანთან" შეხვედრაში ახლოს იყვნენ სეზონში მეორე მარცხთან, მაგრამ ჯერ ხავიერ პასტორეს ბრწყინვალე ინდივიდუალურმა ოსტატობამ, როცა ადგილზე სამი ფეხბურთელი მოატყუა და გოლი ისე გაიტანა, შემდეგ კი სტუმართა მეკარის აშკარა შეცდომამ, მათ ქულის მოპოვების საშუალება მისცა.

"რა თქმა უნდა, ჯობია, რომ როგორც ერთიანმა გუნდმა ისე ვიმოქმედოთ, მაგრამ ამის მისაღწევად დრო გვჭირდება. იმედგაცრუებულები ვართ, რომ "ევიანთან" ორი ქულა დავკარგეთ, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენი მტკიცე ხასიათი ყველას ვაჩვენეთ. დებიუტანტების კვალად გუნდში მრავლად გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან საუკეთესო ფორმაში.

თუკი შემეკითხებით, როდის ვიხილავთ ჭეშმარიტ "პარი სენ-ჟერმენს", გიპასუხებთ, რომ არ ვიცი, მაგრამ აშკარაა, რომ კვირიდან კვირამდე ვძლიერდებით. "ნიცასთანაც" რთული შეხვედრა გვექნება, მერე რა, რომ აუტსაიდერია? შეიძლება მართალიც იყოს, როცა ჩვენზე ამბობენ, მათი წინასამატჩო განწყობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ძლიერ მეტოქეს ეთამაშებიანო. განწყობა ხომ ჩვენზეა დამოკიდებული და ყველაფერს უნდა შევეჩვიოთ," - აცხადებს გამეირო.

ანტუან კომბუარემ "ევიანთან" ფრედ ნათამაშები შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მერე რა, რომ შუა კვირაში ევროპის ლიგის მატჩი გვქონდა, ეს გასამართლებელ საბუთად არ გამოდგება, რადგან ვალდებულნი ვართ, ყველა ფრონტზე კონკურენტუნარიანნი ვიყოთო.

"თამაშის დასრულებისას ბიჭებს ისიც ვუთხარი, ხომ ხედავთ, რომ სისოკო, სახო, ოარო და ბიშევაცი გვაკლდნენ, კინკილა ქულა მხოლოდ იმიტომ ავიღეთ, რომ ცუდად ვითამაშეთ-თქო". "პარი სენ-ჟერმენის" დამრიგებელი მის გუნდში მიმდინარე მოვლენებს რეალურად აფასებს და ვფიქრობთ, რომ მას ეს აუცილებლად დაუფასდება. მით უფრო, რომ ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი.

ზუმანა კამარა დღე-დღეზე დაბრუნდება, მამადუ სახო ოქტომბერში განაახლებს ვარჯიშს, ხოლო ბიშევაცი მომდევნო მატჩსღა გამოტოვებს დისკვალიფიკაციის გამო. მოჰამედ სისოკომ დუბლების შემადგენლობაში უკვე ითამაშა 75 წუთი, თუმცა ის ძირითად გუნდში სათამაშოდ ჯერ მზად არ არის.

დღეს გასამართი შეხვედრები:

აიაჩო-მონპელიე 21:00

კანი-ლიონი 21:00

დიჟონი-ბრესტი 21:00

ლორიანი-ოსერი 21:00

მარსელი-ევიანი 21:00

ნანსი-ვალანსიენი 21:00

პსჟ-ნიცა 21:00

სოშო-რენი 21:00

სტ. ეტიენი-ტულუზი 21:00

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლიონი 6 4 2 0 11-5 14

2. მონპელიე 6 4 1 1 12-5 13

3. ტულუზი 6 4 1 1 10-6 13

4. ლილი 6 3 2 1 11-8 11

5. პსჟ 6 3 2 1 9-6 11

6. ლორიანი 6 3 2 1 8-5 11

7. რენი 6 3 2 1 11-9 11

8. სოშო 6 2 3 1 10-9 9

9. ოსერი 6 1 4 1 9-8 7

10. ევიანი 6 1 4 1 6-6 7

11. კანი 6 2 1 3 7-8 7

12. სტ. ეტიენი 6 2 1 3 5-9 7

13. ბორდო 6 1 3 2 7-8 6

14. დიჟონი 6 2 0 4 5-13 6

15. ბრესტი 6 0 5 1 5-6 5

16. ნიცა 6 1 2 3 5-6 5

17. აიაჩო 6 1 2 3 6-12 5

18. ვალანსიენი 6 1 1 4 7-8 4

19. ნანსი 6 0 3 3 4-7 3

20. მარსელი 6 0 3 3 6-10 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა