ჟოზემ "ბობი რობსონის ფონდს" და "მკერდის კიბოთი დაავადებულ ადამიანთა დახმარების კავშირს" ფიფას სამწვრთნელო "ოქროს ბურთი" - შესწირა
ჟოზე მოურინიოს ბევრი აკრიტიკებს და კიდევ უფრო მეტს ის უბრალოდ არ უყვარს. სიმართლე ითქვას, ჟოზე თავად უდიდესი გამღიზიანებელია, ზოგჯერ ისეთს იტყვის და გააკეთებს, რომ, ნებით თუ უნებლიედ, მის წინააღმდეგ განეწყობი.

თუმცა არსებობს სულ სხვა მოურინიოც, მუდამ თავის ფეხბურთელებზე მზრუნველი მწვრთნელი, კაცი, რომელსაც ლამის ყველა მისტირის, საიდანაც კი წასვლა უწევს. მოურინიო კარგი მეოჯახე და... ქველმოქმედი.

ჟოზემ "ბობი რობსონის ფონდს" და "მკერდის კიბოთი დაავადებულ ადამიანთა დახმარების კავშირს" ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტიტული - ფიფას სამწვრთნელო "ოქროს ბურთი" - შესწირა. 2010 წელს "ინტერის" მწვრთნელობისას სამი ტიტულის მოპოვების შემდეგ, მოურინიო "ოქროს ბურთით" დააჯილდოვეს.

პორტუგალიელმა ჯილდო აუქციონზე გასაყიდად გაიტანა. შეგახსენებთ, რომ სერ ბობი რობსონი ჟოზეს მასწავლებელი იყო, 1992 წელს მოუმ ინგლისელთან ლისაბონის "სპორტინგში" თარჯიმნად დაიწყო მუშაობა.

შემდეგ ისინი ერთად მუშაობდნენ "პორტუში" და "ბარსელონაში". "მამა ძალიან იამაყებდა ჟოზეს ამ გადაწყვეტილებით. მთელი ოჯახი მისი მადლიერი ვართ", - განაცხადა სერ ბობი რობსონის ვაჟმა, მარკმა. რობსონის ფონდი" კიბოს ადრეულ სტადიაში გამოვლენის ექსპერიმენტებს აფინანსებს. რობსონი 2009 წელს სიმსივნით გარდაიცვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა