შიდა ქართლის ხელისუფლების წარდგენით პრეზიდენტად აირჩიეს ანატოლი ავაზნელი, რომელმა უმალვე კორტებზე გუბერნატორის თასის გათამაშება ჩაატარა
ძნელი სათქმელია, გორის ჩოგბურთში დასადგურებული უმოქმედობის თაობაზე ჩვენი კრიტიკული წერილის გამო მოხდა, თუ უბრალოდ დამთხვევაა, მაგრამ გორის სპორტის მესვეურთა ჩოგბურთის კორტებზე სტუმრობა და იქ ტურნირის გამართვა რომ ჩვენს მიერ SOS რუბრიკით ამ სამი კვირის წინათ ("ლელო", 29 აგვისტო) გამოქვეყნებულ წერილს დროის მცირე მონაკვეთში რომ მოჰყვა, ფაქტია.

ისე, სასიხარულოა, თუ ქალაქში ასე საქმიანად რეაგირებენ კრიტიკაზე. მოკლედ, რამდენიმე დღეა, რაც ჩატარდა წელიწადზე მეტი ხნით აბსოლიტურად უმოქმედო და უპრეზიდენტოდ დარჩენილი შიდა ქართლის ჩოგბურთის რეგიონალური ფედერაციის სხდომა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარდგენით პრეზიდენტად აირჩიეს ანატოლი ავაზნელი. ახალმა პრეზიდენტმა უმალვე კორტებზე გუბერნატორის თასის გათამაშება ჩაატარა. შეჯიბრებაში პრეზიდენტმა თავადაც მიიღო მონაწილეობა და ფინალშიც გააღწია. ავაზნელს გადამწყვეტი შეხვედრა უნივერსიადის შარშანდელმა პრიზიორმა გიგა პაპუაშვილმა მოუგო. საუკეთესოები გაირკვა გოგონებშიც.

ფინალში ლიკა მესროპაშვილს ხატია გოგოლაძე დაუპირისპირდა და დაამარცხა კიდეც. შეჯიბრებაში ოცამდე ჩოგბურთელი ასპარეზობდა. თითქმის ყველა მათგანი ადგილობრივი მწვრთნელის ნუგზარ კოპაძის შეგირდები არიან. ახალმა პრეზიდენტმა როგორც გოგონათა ისე ვაჟთა შორის საუკეთესო სამ-სამ სპორტსმენს ჩოგნები გადასცა საჩუქრად, გამარჯვებულები პაპუაშვილი და გოგოლაძე კი თასებით და 150-150 ლარით დააჯილდოვა.

ფოტოზე: გიგა პაპუაშვილი - ტურნირის გამარჯვებული

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა