კოპენჰაგენში, მსოფლიოს ჩემპიონატზე პრესტიჟულ სახეობაში - დროზე განცალკევებით რბოლაში ოქროს მედალი გათამაშდა
კოპენჰაგენში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პრესტიჟულ სახეობაში - დროზე განცალკევებით რბოლაში გათამაშდა ოქროს მედალი. გუშინდელი სტარტის წინ მთავარი კითხვა ასე ჟღერდა - ფაბიან კანჩელარა თუ ტონი მარტინი?

წინა წლებში კანჩელარა ფავორიტის რანგში ჩადიოდა პლანეტის პირველობაზე და მუდმივად გამარჯვებული გამოდიოდა, მაგრამ წელს შვეიცარიელს ფავორიტის სტატუსი აღარ ჰქონდა.

საქმე ისაა, რომ მარტინმა ამ სეზონში პრაქტიკულად ყველა ინდივიდუალური რბოლა მოიგო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო - ტურ ალგარვე, პარიზი-ნიცა, ბასკეთის ტური, კრიტერიუმ დოფინე, ტურ დე ფრანსი, ვუელტა... ზოგიერთში მან სწორედ კანჩელარა ჩამოიტოვა უკან.

ექსპერტების ფრთხილი ვარაუდი გამართლდა - ფაბიანმა დათმო ჩემპიონის ტიტული. პირველივე საშუალედო ფინიშიდან დაიწყო მან გერმანელთან ჩამორჩენა, რომელმაც ბოლოს წუთი და 20 წამი შეადგინა. შვეიცარიელმა ვერცხლის მედალიც კი დაკარგა - ის ბრიტანელ ბრედლი უიგინსს ერგო.

26 წლის ტონი მარტინი კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ეს მისი ბრწყინვალე სეზონის ბრწყინვალე დასასრული იყო.

ამასთან, მარტინის ოქრო მეორეა ამ ჩემპიონატზე გერმანიისთვის. მანამდე ქალებს შორის განცალკევებითი რბოლა იუდიტ არნდტმა მოიგო.

განცალკევებითი რბოლა

კაცები

1. ტონი მარტინი (გერ) - 53:43.85; 2. ბრედლი უიგინსი (ბრიტ) - +1.15; 3. ფაბიან კანჩელარა (შვეიც) - +1.20; 4. ბერტ გრაბში (გერ) - +1.31; 5. ჯეკ ბობრიჯი (ავსტრა) - +2.13; 6. რიჩი პორტი (ავსტრა) - +2.29...

ქალები

1. იუდიტ არნდტი (გერ) - 37:07.38; 2. ლინდა მელანი ვილუმსენი (ზელ) - +0.21; 3. ემა პული (ბრიტ) - +0.24; 4. ტარა ვიტერი (კან) - +0.26; 5. კლარა ჰიუზი (კან) - +0.36; 6. ელეონორა ვან დიიკი (ჰოლ) - +0.38...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა