ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ოლიმპიკი" ევროპის თასს მასპინძლობს

"ოლიმპიკი" ევროპის თასს მასპინძლობს

თბილისში გასამართ ევროპის თასზე საქართველოს სპორტულ ღირსებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსი" დაიცავს
შარშან შემოდგომით ქართველმა წყალბურთელებმა პირველად იასპარეზეს ევროპის საკლუბო პირველობაზე. ერთ-ერთი საკვალიფიკაციო რაუნდი მაშინაც თბილისში გაიმართა და ჩვენი ბიჭები ლენტროფის გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

და აი, ერთი წლის შემდეგ თბილისს კვლავ ეწვია წყალბურთელ ვაჟთა საკლუბო პირველობა ამჟამად, ევროპის თასის სახელწოდებით. საწყალოსნო კომპლექსს "ოლიმპიკში" მომდევნო რაუნდში გასასვლელად 6 ქვეყნის წარმომადგენლები იასპარეზებენ.

საქართველოს სპორტულ ღირსებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსი" (ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა ქენქაძე, თამაზ ლაზარდი, იოვან პოპოვიჩი, მარკო კორდიჩი, გიორგი ხვედელიანი, გალაქტიონ ლაითაძე, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა, კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, ივან სტრუიჩი, მთავარი მწვრთნელი ზვიად დავითიანი, მწვრთნელი-მირიან ასათიანი) დაიცავს.

გუნდი მთლიანად ეროვნული ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული და ეს ტურნირი მათთვის ორმაგად სასარგებლოა: საერთაშორისო შეჯიბრებებში გამოსვლის გამოცდილებას გაიმდიდრებენ და ევროპის ჩემპიონატის საპლეიოფო ჩემპიონატისთვისაც მოემზადებიან: 1 ოქტომბერს ხომ საქართველოს ნაკრები რუმინეთს უნდა დაუპირისპირდეს.

ევროპის თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის "ა" ჯგუფში უწინდებურად უნგრეთის "ჰონვედია" ფავორიტი. ექვსი ათეული წლის წინათ ჩამოყალიბებული გუნდი ექვსჯერ იყო ქვეყნის ჩემპიონი, რვაჯერ თასსა და ორჯერ სუპერთასს ფლობდა. ევროლიგის 2003-2004 წლების სეზონის გამარჯვებულმა მსგავს შეჯიბრებებში სამჯერ მეორე ადგილი დაიკავა, ერთხელ სუპერთასი მოიგო.

ოცი წელიწადია, ევროთასების გათამაშებაში მონაწილეობს საფრანგეთის "ოლიმპიკი". ნიცელებმა ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ქვეყნის ჩემპიონატის ოქროს მედლები 12-ჯერ დაიმსახურეს.

არსებობის ოთხ ათეულ წელიწადს ითვლის ჰოლანდიის "დე ჟილ ლეიდენი", ნიდერლანდების თასის ოთხგზის მფლობელი, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონატებში სამჯერ ვერცხლი და ერთხელ ბრინჯაო რგებია.

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჰყავდათ სანკტ-პეტერბურგელებს წყალბურთელ ვაჟთა რამდენიმე გუნდი: "ბალტიკა", სკიფ-ი, "სპარტაკი".

ნევრისპირელებს სამჯერ (1940, 1947, 1952 წ.წ.) საკავშირო ჩემპიონატებიც აქვთ მოგებული. საგულისხმოა, რომ ქართველი წყალბურთელები მეტწილად ამარცხებდნენ ლენინგრადელ მეტოქეებს.

მაგალითად, 1960 წელს თბილისის "დინამომ" (ლერი გოგოლაძე, ზურაბ ლომიძე, გივი ჩიქვანაია, ირაკლი ჩხიკვაძე, ოთარ მიმინოშვილი, კონსტანტინე ავანესიანი, რეზო ჯანაშვილი, ბორის მეგედი, ვიქტორ რომანოვი, ჯუმბერ წიკლაური და ნოდარ გვახარია), როცა სსრკ ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა, ლენინგრადის სამივე გუნდი ორ-ორჯერ დაამარცხა. იმედია, ლიგამუსელები წინამორბედთა ღირსეულ ტრადიციას "ოლიმპიკში" განაგრძობენ.

თბილისური ტურნირის მეექვსე მონაწილეა ხორვატიის "ვკ მედვეჟაკი", რომელიც დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნის (ერთხელ იყო ქვეყნის ჩემპიონი), მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს წყალბურთის ხორვატიული სკოლის კლასი.

შარშანდელ თბილისურ ბატალიებში თუ ორი გამოკვეთილი აუტსაიდერი (ისრაელის ასა და თურქეთის ენკა) მონაწილეობდა, წლეულს მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის გუნდები იბრძოლებენ მომდევნო ეტაპის 4 საგზურისთვის.

დღეს პირველ ტურში ითამაშებენ: "ჰონვედი" (უნგრეთი)-"სანკტ-პეტერბურგი" (რუსეთი), "ოლიმპიკი" (საფრანგეთი)-"ვკ მედვეჟაკი" (ხორვატია), "ლიგამუსი-თბილისი" (საქართველო)-"დე ჟილ ლეიდენი" (ჰოლანდია).

ევროპის თასზე საქართველოს კიდევ ერთი გუნდი იასპარეზებს - თბილისის "ივერია", რომელსაც სახელოვანი წყალბურთელი რევაზ ჩომახიძე უდგას სათავეში.

ჩვენი გუნდი B ჯგუფში გამოდის, რომელსაც სტამბოლი მასპინძლობს. თურქულ ბატალიებში ახალგაზრდა ივერიელები მასპინძელთა "ენკას", ათენის "პანიონიოსს", რუმინეთის "ამეფა არადიას", გერმანიის "ვასპო ჰანოვერსა" და ხორვატიის "მოლნარი სპლიტს" გაუწევენ მეტოქეობას.

ამ ჯგუფიდანაც მე-2 რაუნდში 4 საუკეთესო გუნდი ითამაშებს. კიდევ ორი ჯგუფის საკვალიფიკაციო მატჩები იტალიასა და საფრანგეთში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა

ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!

წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე

[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა

ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო

ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა

თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა

ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება

კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა

[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო

[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში

"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ

ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება

"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა

"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა