მატჩის დაწყების წინ გადაწყდება

საქართველოს ნაკრები პოლონურ მატჩს შეიძლება დიდი დანაკლისით შეხვდეს - ზაზა ფაჩულიას მუხლი აწუხებს და უშუალოდ შეხვედრის წინ გადაწყდება შეძლებს თუ არა იგი მოედანზე გასვლას.

ეს საკითხი პოლონელებსაც აღელვებთ. ამიტომ მასპინძელთა ჟურნლისტები ფაჩულიას ყოველ ნაბიჯს დეტალურად აკვირდებიან. დამკვირვებელთა შორისაა გაზეთ "სპორტის" კორესპონდენტი რაფაელ ტიმინსკი:

"მატჩის წინა დღისით საქართველოს ნაკრებმა დაგეგმილზე მეტხანს ივარჯიშა - ლოძის არენა ორსაათნახევრიანი წვრთნის შემდეგ დატოვა. მოედანზე ვერ ვიხილეთ ქართველთა ლიდერი ზაზა ფაჩულია, რომელსაც მარცხენა მუხლზე ყინული ედო და ცოტას კოჭლობდა კიდეც. არადა, პოლონეთის ნაკრების კალათბურთელები თავის მთავარ ამოცანად სწორედ ზაზას შეჩერებას მიიჩნევენ. მთავარ მწვრთნელ, იგორ გრიშჩუკს პირველი კითხვა სწორედ ფაჩულიას შესახებ დავუსვით.

- ტრავმირებულია? თუ ქართველებს ერთი ლიდერი აკლიათ, ჩვენ ტრავმების გამო ოთხი კარგი კალათბურთელი დავკარგეთ. ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს ნაკრების დამარცხებაა, ფაჩულიიანად თუ მის გარეშე.

ზაზაზე პოლონელი მარცინ გორტატიც ალაპარაკდა:

- ფაჩულია კარგი კალათბურთელია. მან ეს განვლილ ოთხ მატჩშიც დაამტკიცა. ბელგიასთან დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, მაგრამ ზაზას იმ მატჩში არ უთამაშია. საქართველოს ნაკრებთან უფრო რთული ბრძოლა გველის. შეიძლება მატჩი უქულოდ დავასრულო, რაზეც არ ვინერვიულებ, ოღონდ მოვიგოთ.

დღეს, მატჩი თბილისის დროით 22:15 საათზე დაიწყება.

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა