გერმანული "ჰამბურგის" მთავარი მწვრთნელის პოსტის პირველი კანდიდატი ჰუუბ სტევენსია

თუკი "შალკეს" ხელმძღვანელებმა ახალი მწვრთნელის ძებნა გუშინ დაიწყეს, "ჰამბურგის" ბოსები ამ საქმეს კვირის შემდეგ შეუდგნენ და მართალია, უკვე საკმაოდ შორს არიან წასულები, თუმცა ახალი მწვრთნელი ჯერაც არ წარუდგენიათ.

გუშინ ჩრდილოგერმანული კლუბის ბოსებმა სამი სასურველი სპეციალისტისგან უარები მიიღეს.

პირველმა, HSV-სთან მოლაპარაკებებზე უარი 47 წლის მიქაელ ლაუდრუპმა განაცხადა. ეს უკანასკნელი ჩრდილოგერმანული კლუბის სპორტული დირექტორის, ფრანკ არნესენის მეგობარია, მაგრამ ამ უკანასკნელმა ლეგენდარული დანიელი მოთამაშის დათანხმება ვერ მოახერხა.

"ჰამბურგის" გაწვრთნა იუარა კიდევ ერთმა დანიელმა, 62 წლის მორტენ ოლსენმაც, რომელიც ეროვნულ ნაკრებს უდგას სათავეში. ჰამბურგელებს მისთვის დანიის ნაკრებიდან წამოსვლა არ მოუთხოვიათ: ორივე პოსტზე ერთდროულად მუშაობა შესთავაზეს, მაგრამ ოლსენმა მაინც უარი შეუთვალა, რადგან დანიის ნაკრებისთვის ყურადღების მოკლება არ სურს.

არადა, არნესენს მისი დანიშვნა ძალიან უნდოდა. შეგახსენებთ, რომ როცა ეს უკანასკნელი ლონდონის "ჩელსის" სპორტული დირექტორი იყო, მთავარ მწვრთნელად გუუს ჰიდინკიც ისე დანიშნა, რომ ამ უკანასკნელს რუსეთის ნაკრები არ მიუტოვებია.

გერმანულ პრესაში "ჰამბურგთან" მიმართებაში ლოთარ მათეუსის გვარმაც გაიჟღერა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბულგარეთის ნაკრების დამრიგებლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ახლა უმუშევარია.

გერმანიის ნაკრების რეკორდსმენისთვის "ჰამბურგის" გაწვრთნა არავის შეუთავაზებია, HSV-ს შეფებმა თვითონ უარყვეს გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, თითქოს მათეუსით იყვნენ დაინტერესებულები. არნესენმა თქვა, ლოთარზე არც კი ვფიქრობთო.

"ბილდის" ინფორმაციით, ამ ყველაფრის შემდეგ, "ჰამბურგში" დანიშვნის მთავარი კანდიდატი ახლა 57 წლის ჰუუბ სტევენსია, რომელიც ჩრდილოგერმანულ კლუბს ძალიან კარგად იცნობს.

სტევენსი აპრილამდე ავსტრიაში, კერძოდ ზალცბურგში მუშაობდა, საიდანაც გაათავისუფლეს და ახლა უმუშევარია. აღსანიშნავია, რომ "ჰამბურგის" გულშემატკივრების უმრავლესობა სწორედ სტევენსის დანიშვნას ემხრობა - "ბილდის" გამოკითხვაში, კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი ხმა სწორედ ჰუუბმა მიიღო (65%).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა