რალის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე კიმი რაიკონენი ესპანეთის ეტაპს გამოტოვებს
რალის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე კიმი რაიკონენი ესპანეთის ეტაპს გამოტოვებს. რბოლა 21-23 ოქტომბერს გაიმართება, თუმცა განაცხადების მიღება 20 სექტემბერს დასრულდა და მონაწილეთა შორის არ აღმოჩნდა რაიკონენი.

თავდაპირველად ფინელს შეტანილი ჰქონდა ესპანეთის რალი საკუთარ განრიგში. ჟურნალისტებმა ჯერ ვერ გაარკვიეს კიმის უარის მიზეზი. რაიკონენმა ამასწინ გამოტოვა ავსტრალიის რალი და ამის გამო საერთო ჩათვლიდან ამოიღეს.

ბოლოდროინდელი ჭორების თანახმად, ფინელს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს: რალიში დარჩენა, ფორმულა 1-ში დაბრუნება, ნასკარის სერიაში ან ლე მანის 24-საათიან რბოლებში გადასვლა...

სხვათა შორის ფორმულა 1-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით გუშინ პირველი კომენტარი გააკეთა ფინელი პილოტის მენეჯერმა სტივ რობერტსონმა. მისი თქმით, კიმი ამჟამად არ აწარმოებს მოლაპარაკებებს "სამეფო რბოლების" არც ერთ გუნდთან.

ამასთან, რობერტსონმა განაცხადა, რომ ფინელი პილოტის მომავალი ზამთრის დასაწყისში გაირკვევა.

"დასაქმების უამრავი ვარიანტი არსებობს, - ამბობს რაიკონენის აგენტი. - მაგრამ ამ მომენტისთვის ზუსტად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ფორმულა 1-ის გუნდებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. შესაბამისად, არაფრის კომენტირება არ შემიძლია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა