იამაიკელის იოჰან ბლეიკის მიერ ნაჩვენებმა ფანტასტიკურმა დრომ (200 მეტრი - 19.26) მძლეოსნობის ყველა მოყვარული შოკში ჩააგდო
გასულ კვირას 21 წლის იამაიკელის იოჰან ბლეიკის მიერ ნაჩვენებმა ფანტასტიკურმა დრომ (200 მეტრი - 19.26) შოკში ჩააგდო მძლეოსნობის ყველა მოყვარული. მათ შორის ერთადერთი მორბენალი ისტორიაში, ვისაც ეს დისტანცია უკეთეს დროში აქვს დაფარული - უსაინ ბოლტი.

პლანეტის უსწრაფესი ადამიანი მართლაც გაოგნებული იყო. სამწლიანი პოპულარობისა და დომინირების პირობებში უსაინმა ათასგვარი ხრიკი ისწავლა, მათ შორის, ემოციების შეკავება. მაგრამ ამჯერად თვით ბოლტმაც ვერ დამალა განცვიფრება.

"ეს მართლაც ძალიან ძლიერი შედეგია, - განაცხადა იმ გარბენის კომენტარისას ბოლტმა. - გაოცებული ვარ. რამდენჯერმე მინახავს იოჰანი 200 მეტრ დისტანციაზე და ეს არ ყოფილა მაინც და მაინც კარგი გარბენი. ვირაჟის გავლისას მოიკოჭდებდა. დღეს კი მან იდეალურად გაირბინა. მე მგონი, მას ჩემი რჩევები აღარ სჭირდება".

თავად ბოლტმა ბრიუსელში წელს საუკეთესო გარბენი აჩვენა. ამ სეზონში უსაინი ძირითადად, სუსტად დარბოდა, ხოლო მისი მოკრძალებული გამოსვლის მწვერვალი გახდა ფალსტარტი მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამიტომაც სჭირდებოდა მას ბელგიაში სწრაფი დროის დაბრუნება. და დაიბრუნა კიდეც. ასი მეტრი 9.76 წამში გაირბინა, რითაც სეზონში საუკეთესო შედეგი აჩვენა. მაგრამ... მოულოდნელად დაკარგა პირველი ადგილი 200 მეტრის რეიტინგში.

ბლეიკის მიერ ნაჩვენები დრო მხოლოდ 0.07 წამით უარესია ბოლტის რეკორდზე (19,19), რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ყველას მიუღწეველი ეგონა. უფრო მეტიც, 19,26 წამი მეორე დროა მძლეოსნობის ისტორიაში: ბლეიკმა შეძლო ფენომენალური ამერიკელის მაიკლ ჯონსონის გასწრება, რომელმაც 1996 წელს ატლანტას ოლიმპიადაზე "გრძელი სპრინტი" 19,23 წამში გაირბინა და თითქოს "სამუდამო" რეკორდი დაამყარა.

ბლეიკი, რომელიც ბევრისთვის არსაიდან გამოჩნდა, ბოლტთან ერთად რამდენიმე წელია ვარჯიშობს ქალაქ კინგსტონის კლუბ Racers Track-ში. ორივენი სპრინტში მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის გლენ მილზის შეგირდები არიან.

მრავალი წლის განმავლობაში მილზი იამაიკის ოლიმპიური ნაკრების დამრიგებელი იყო, მაგრამ 2009 წელს დატოვა პოსტი, რათა მთლიანად გადართულიყო ბოლტის მომზადებაზე.

მილზი დიდი ხანია ბლეიკს ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდა. ამას ხმამაღლა არ აკეთებდა, მაგრამ შემდეგ ყველამ გაიხსენა მწვრთნელის განცხადებები, როცა ტეგუში იოჰანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 100 მეტრ დისტანციაზე. გაიხსენეს თავად ბოლტის სიტყვებიც: ბლეიკი იამაიკის სპრინტის მომავალია.

არადა, ბლეიკს თავად იამაიკაშიც კი დიდად არ აფასებდნენ. ბევრი დარწმუნებული იყო, რომ იოჰანი საერთოდ ვერ მოიპოვებდა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს სპრინტში არსებული უდიდესი კონკურენციის გამო. როცა ქვეყნის ჩემპიონატში მან მეორე ადგილი დაკავა ასაფა პაუელის შემდეგ, იოჰანმა დემონსტრაციულად ჩაიარა იამაიკელი ჟურნალისტების წინ, რომლებსაც ეჭვი ეპარებოდათ მის შესაძლებლობებში.

დღეს, რა თქმა უნდა, ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ 21 წლის ბიჭი სრულად ჩამოყალიბდა დიდი გამარჯვებებისთვის. დამაჯერებლად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ იამაიკის სპრინტის მომავალი სინამდვილედ იქცა. ბლეიკს, რომელიც სპრინტში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა, არავინ აღარ დაუძახებს ბოლტის სპარინგ-პარტნიორს.

დიადი სპრინტერებიდან იშიათად ვინმეს ასე დაეწყოს კარიერა. უფრო სწორად, არც არავის დაუწყია. ლეგენდარულმა კარლ ლუისმა პირველად 100 მეტრი მსოფლიოს ჩემპიონატზე 22 წლის ასაკში მოიგო (1983). ბოლტი პეკინში ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონი თითქმის 22 წლის ასაკში გახდა.

200 მეტრის ფინალი, სადაც ბოლტმა 19,30 წამით გრანდიოზულ გარღვევას მიაღწია, მისი დაბადების დღის წინ შედგა, ხოლო 4x100 მეტრი ესტაფეტის დროს, როცა ბოლტი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, იამაიკელი უკვე 22 წლის იყო. პეკინამდე ბოლტი 200 მეტრს მხოლოდ 19,67 წამში დარბოდა, ხოლო 2007 წელს ოსაკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ის მეორე იყო ტაისონ გაის შემდეგ შედეგით - 19,91.

ბლეიკს 22 წელი მხოლოდ 26 დეკემბერს შეუსრულდება და მას უკვე აქვს 19,26 წამი. ამიერიდან ის ბოლტისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა