ჯანო ანანიძე ისევ დაშავდა, საბა კვერკველია "რუბინის" ძირითადს დაუბრუნდა, ვინ არის აშშ-ის მოქალაქე ზურაბ ცისკარიძე?
რუსეთის თასის მერვედფინალი ქართველებისთვის დიდად წარმატებული ვერ გამოდგა. იმ კლუბებიდან, რომელთა ღირსებასაც ჩვენი თანამემამულეები იცავენ, მეოთხედფინალში სამი გავიდა, ორი კი გათამაშებას გამოეთიშა. უშუალოდ ქართველი ლეგიონერებისთვის კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მერვედფინალების დღემ უფერულად ჩაიარა.

ეს დღე განსაკუთრებით ცუდად გასახსენებელი იქნება ჯანო ანანიძისთვის, რომელმაც წლეულს, ვინ მოთვლის, მერამდენე ტრავმა მიიღო. იგი მოსკოვის "სპარტაკის" ძირითადში გაამწესეს, მაგრამ 39-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.

წესით, დაზიანება არ უნდა იყოს საგანგაშო, მაგრამ მაინც უსიამოვნოა, ხშირი ტრავმები ჯანოს სტაბილურად თამაშის საშუალებას რომ არ აძლევს.

"ვოლგასთან" საშინაო მატჩში "სპარტაკი" მე-4 წუთზე ეიდენ მაკგიდიმ დააწინაურა, 86-ეზე კი ანგარიში შოთა ბიბილოვმა გაქვითა და საქმე პენალტების სერიაზე მიდგა, სადაც ნიჟნინოვგოროდელებმა 6:5 გაიმარჯვეს. გია გრიგალავა ერთადერთი ვოლგელია, ვინც მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. "ვოლგას" განაცხადში სხვა ჩვენებური არ შეუყვანიათ.

"რუბინის" ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა საბა კვერკველია, რომელმაც ბოლო დროს სათადარიგოთა სკამზე ესპანელი სესარ ნავასის გამოჯანმრთელების გამო გადაინაცვლა. ყაზანელთა თავკაცმა ყურბან ბერდიევმა ამჯერად ნავასი დაასვენა, საბა კი 90 წუთით ათამაშა. "რუბინმა" პერმში "ამკარს" პირველივე ტაიმში მოუმთავრა საქმე და 2:0 გაიმარჯვა. საინტერესოა, რომ "ამკარის" სათადარიგოთა სკამზე იჯდა აშშ-ის მოქალაქე ზურაბ ცისკარიძე.

გროზნოს "ტერეკმა" შინ 2:0 სძლია ქვედალიგელ ვლადიმირის "ტორპედოს". ლევან გვაზავა მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. "ანჟი" მოსკოვში "დინამოს" ძირითად დროში უგოლოდ ეთამაშა, დამატებით დროში კი გამარჯვების გოლი დედაქალაქელებმა გაიტანეს. მახაჩყალელთა კარს, ცხადია, ნუკრი რევიშვილი იცავდა.

სათასო მატჩები გაიმართა უკრაინაში, სადაც მერვედფინალისტები თითო თამაშით გამოვლინდნენ. "ზარიამ" სტუმრად "სლოვჰლებს" 2:0 მოუგო, ანგარიში კი ჯაბა ლიპარტიამ გახსნა.

"კარპატიმ" ასევე გასვლაზე 1:0 აჯობა "პოლტავას". სანდრო გურული ლვოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და გოლამდე მცირე ხნით ადრე, 64-ე წუთზე შეცვალეს.

"კრივბასმა" სტუმრად ბელაია ცერკოვის "არსენალი" 3:2 დაამარცხა. კრივოიროგელთა რიგებში 33-ე წუთზე გამოჩნდა ჯაბა კანკავა, ახლად გამოჯანმრთელებულ უჩა ლობჟანიძეს კი არ უთამაშია.

ქართველთა გუნდებიდან გათამაშებას ორი გამოეთიშა - მათე ღვინიანიძის "სევასტოპოლი" დნეპროძერჟინსკის "სტალთან" 1:2 დამარცხდა, ლაშა ჯაკობიას "ზაკარპატიემ" კი ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" 0:1 წააგო. ღვინიანიძემ სრულად ითამაშა, ჯაკობიამ - ბოლო 9 წუთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო