როდესაც ინგლისისა და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირებაზე ლაპარაკობენ გონებაში უნებლიედ მატჩისშემდგომი პენალტების თემა ამოტივტივდება ხოლმე. გასაკვირია? კაცმა რომ თქვას, არ არის გასაკვირი, რადგან ორი, მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის გუნდმა შესაძლოა ფრედ ითამაშოს და მეოთხედფინალსიტის გამოსამჟღავნებლად პენალტების დარტყმა გახდეს საჭირო...

როდესაც ინგლისისა და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირებაზე ლაპარაკობენ გონებაში უნებლიედ მატჩისშემდგომი პენალტების თემა ამოტივტივდება ხოლმე. გასაკვირია? კაცმა რომ თქვას, არ არის გასაკვირი, რადგან ორი, მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის გუნდმა შესაძლოა ფრედ ითამაშოს და მეოთხედფინალსიტის გამოსამჟღავნებლად პენალტების დარტყმა გახდეს საჭირო. ეს, რასაკვირველია თავად ფეხბურთელებმა ყველაზე კარგად იციან და ამისათვის მხოლოდ პრაქტიკულად კი არა, ფსიქოლოგიურადაც ემზადებიან. მეტიც, ერთმანეთის დაშინებასაც ცდილობენ. აი, მაგალითად, ფილიპ ლამმა თქვა, რომ პენალტების სერია გერმანელებს აძლევთ ხელს. თუ გახსოვთ, გერმანელებმა ინგლისელები მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატსა და ევრო 96-ზე სწორედ პენალტებით დაამარცხეს. როგორც ჩანს ამის გამო უპირატესობის შეგრძნებაც არ სტოვებთ.

ლამმა თქვა: "არ არის გამორიცხული საქმე პენალტებზე მიდგეს და ეს ჩვენ ძალიან გვაწყობს. ჩვენ პენალტებში ვვარჯიშობთ ხოლმე. ყველა ფეხბურთელი არა, მაგრამ რაღაც ჯგუფი ხანდახან ვარჯიშობს თერთმეტმეტრიანის დარტყმებში. დიდი იმედი მაქვს ინგლისელები თავიანთ თავში ჩვენსავით დარწმუნებულები არ იქნებიან. საერთოდ კი ამ ორი გუნდის შეხვედრებს დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. გერმანელებსა და ინგლისელებს შორის ყოველთვის დიდი შეხვედრები იმართება ხოლმე. ვნახოთ, რა მოხდება ამჯერად. ჩვენ ბრძოლისთვის მზად ვართ".

იოაჰიმ ლიოვმა კი უეინ რუნის "დიდი იარაღი" უწოდა. მართალია, "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავს მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ გოლი არ გაუტანია, მაგრამ მწვრთნელის მოსაზრებას ხსენებული ლამიც იზიარებს. როდესაც მას ჰკითხეს, არის თუ არა გერმანელთათვის ყველაზე საშიში რუნი, ლამმა მიუგო:

"რა თქმა უნდა, ის კარგი თავდამსხმელია, რომელმაც გასულ სეზონში ბევრი გოლი გაიტანა. ის დიდი ფეხბურთელია, დიდ ფეხბურთელებს კი დიდ შეხვედრებში გააქვთ გოლები. თუმცა, მოწინააღმდეგეს არც სხვა ვარსკვლავები აკლიათ: სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლემპარდი, ჯეიმს მილნერი... ისინი პრემიერლიგაში გამოდიან და ესე იგი ძლიერები არიან. ვფიქრობ ფავორიტებადაც ინგლისელები უნდა დავასხელოთ".

ლამის ეს გამონათქვამი შესაძლოა ფსიქოლოგიურ ხრიკადაც მივიჩნიოთ. გერმანელთათვის კარგია თუკი ინგლისელები თავს ფავორიტებად მიიჩნევედ ცხვირს აიბზუებენ და ეგონებათ, რომ გამარჯვება უმალ მათ ეკუთვნით ვიდრე მეტოქეს, მაგრამ სად, სად და ამ ხერხზე მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში წესით აღარავინ უნდა წამოეგოს.

კიდევ, ლამმა განელთა კარში გატანილი გამარჯვების გოლის ავტორი მესუთ იოზილი აქო: "ის ტექნიკურია, ბურთს ითხოვს და გოლების გატანაც ეხერხება. ვფიქრობ, მას შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. სტილითაც განსხვავდება დანარჩენი თანაგუნდელებისგან. ოზილი სამი წელიწადია რაც ბუნდესლიგის ფეხბურთს თამაშობს. ეს ბევრი არ არის, ვნახოთ რა იქნება მომავალში".

თავად იოზილმა კი ასე თქვა: "ინგლისელების წინააღმდეგ, რასაკვირველია დიდი ბრძოლა გველის. მერწმუნეთ, ეს გუნდი განაზე ძლიერია, თან ცოტათი კი არა, მნიშვნელოვნად. მაგრამ, თუ ჩვენ ძალ-ღონეს მოვიკრებთ, გამარჯვებას შევძლებთ".

ამასობაში კი ფაბიო კაპელომ დაასახელა ის ხუთი ფეხბურთელი, ვინც პენალტების შემთხვევაში 11-მეტრიანის ნიშნულთან უნდა მივიდეს. აი, ისინც: ფრენკ ლემპარდი, სტივენ ჯერარდი, უეინ რუნი, ჯეიმს მილნერი და გარეთ ბერი. ბერის მეხუთე დარტყმა უწევს - ყველაფერი წინასწარ არის გაწერილი. ზემოთ ლამმა თქვა, რომ გერმანელთაგან ყველა არა, მაგრამ გარკვეული ჯგუფი შიგადაშიგ ვარჯიშობს პენალტებში, ინგლისში კი სხვა ვითარებაა. კაპელო თავის შეგირდებს ყოველი ვარჯის შემდეგ აგერ უკვე რა ხანია პენალტების დარტყმაში ავარჯიშებს. თუმცა, კაპელოს ხალხშიც არის ჯგუფი, რომელიც დამატებით ვარჯიშობდა და ვარჯიშობს 11-მეტრიანების დარტყმაში. ლაპარაკია ლემპარდზე, ჯერარდზე, რუნისა და მილნერზე. შეგახსენებთ, რომ ლემპარდმა და ჯერარდმა ოთხი წლის წინ, პორტუგალიის ნაკრებთან მეოთხედფინალში ვერ გაიტანეს და კვლავ პენალტისტთა შორის ყოფნა მათთვის, რასაკვირველია დიდი გამოცდაა. სხვათა შორის, ლემპრდმა ამასწინათაც ვერ გაიტანა ორჯერ: ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინლსა და იაპონიასთან ამხანაგურ შეხვედრაში. მილნერმა შარშან, ინგლისისა და შვედეთის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრაში ვერ გაიტანა - ეს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი გახლდათ. პენალტების დამრტყმელებად მოიაზრებიან ეშლი კოული, ჯინ ტერი და ჯერმაინ დეფოც. თუმცა არც დეფის აქვს კარგი სტატისტიკა: "ტოტენჰემში" ბოლო 11 პენალტიდან 6 ვერ შეაგდო.

"რასაკვირველია, პენალტის დარტყმა ზეწოლაა, მაგრამ როდესაც მისი შედეგი იცი, ხვდები, რომ ეს სასიამვონო ზეწოლა გახლავთ. ადამიანი გრძნობს, რომ მის დარტყმას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი ოჯახისთვის, ახლობლებისთვის და მთელი ქვეყნისთვის. ყველა იმედით შემოგყურებს და შენ შეგიძლია ეს ხალხი გააბედნიერო".

და კიდევ, თუ ინგლისში ვინმეს ნიშნებისა სწამს, გაიხარებდა, როდესაც შეიტყობდა, რომ მათი ნაკრები ამ შეხვედრაშიც წითელი ფორმით ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ინგლისელები სლოვენებთანაც ამ ფორმით იყვნენ მოედანზე და... გაიმარჯვეს. რატომ, წითლით? იმიტომ, რომ ტექნიკურად მასპინძელი გერმანიაა და ის ტრადიციული, პირველი ფორმით, თეთრი მაისურით, შავი შორტითა და თეთრი გეტრებით ირჩევს თამაშს. ინგლისელებს, რასაკვირველია, შეეძლოთ წითელი მაისურები თეთრი შორტები და წითელი გეტრები ჩაეცვათ - ეს ის ფორმაა, რომლითაც მათ გერმანელები 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დაამარცხეს, მაგრამ როგორც ჩანს შორეულ წარსულში დაბრუნებას მაინც გასული ოთხშაბათის გამოცდილება ამჯობინეს და სულ წითლებზე შეჩერდნენ. მოედანი როგორიღა იქნება? როგორც იტყობინებიან, ბლუმფონტეინში ღამ-ღამობით ცივა და მოედანს დაღს ასვამს. ამ სტადიონზე გუშინ შვეიცარია ჰონდურასს ეთამაშა, მაგრამ ფიფამ ერთსაც და მეორესაც იმ მინდორზე წინასწარ ვარში აუკრძალა.

ფაბიო კაპელომ თქვა, რომ მას დაკვირვებით ჯერ კიდევ შესასწავლი აქვს გერმანელთა სამი თამაში თუმცა დიდი შანსია, გამარჯვებული შემადგენლობა არ შეცვალოს.

ილია ბაბუნაშვილი

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს