ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სალუქვაძემ საკუთარი რეკორდი ვერ გააუმჯობესა

სალუქვაძემ საკუთარი რეკორდი ვერ გააუმჯობესა

მსოფლიოს სუპერთასის ფინალში, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ჩვენებური მეშვიდე ადგილზე გავიდა
სამწუხაროდ, ნინო სალუქვაძემ ვერც ამჯერად შეძლო საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება - პოლონურ ვროცლავში მიმდინარე მსოფლიოს სუპერთასის ფინალურ გათამაშებაში დღეს შეჯიბრება პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში გაიმართა, ჩვენებური კი მეშვიდეზე გავიდა.

სალუქვაძემ თავიდანვე სუსტად დაიწყო ასპარეზობა - შესარჩევში მხოლოდ 383 ქულა დააგროვა, რაც ცხრა მონაწილეს შორის მეშვიდე მაჩვენებელი აღმოჩნდა. ამას ფინალში 98,4 ქულა დაუმატა და ჯამში 481,4 დაუგროვდა. საკვალიფიკაციოს პირველ სერიაში მან 95 ქულა დააგროვა, მომდევნო სამი კი ერთნაირი შედეგით - 96-ით დასრულა. ფინალში 10 გასროლიდან ნახევარი კი მოარტყა ათიანის ნიშნულს, მაგრამ ერთხელ 8,8-ც ჰქონდა.

ჩემპიონი ანუ სუპერთასის მფლობელი უკრაინელი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი გახდა. მან 389 ქულით მოიგო საკვალიფიკაციო ტურნირი და ფინალშიც საკმაოდ კარგად ისროლა - მონაგარს 99,5 დაუმატა, საერთო მაჩვენებელი კი 488,5 დაუგროვდა. ვერცხლი უტიტულო ჩინელმა სუნ ქიმ ირგუნა, რომელმაც კორეულ ჩანჯოუში გამართული მსოფლიოს თასის რიგით მეორე ეტაპის მოგებით გაინაღდა სუპერფინალის საგზური. მან შესარჩევში მოპოვებულ 386 ქულას ფინალში 100,0 დაუმატა და მეორე ადგილი 486,0-ით მოიპოვა. მესამე ბელარუსიდან ავსტრალიაში გათხოვილმა ლოლიტა იევლევსკაიამ მოიპოვა. მისი გამოსვლა ჩვენთვის ორმაგად საინტერესოა, რადგან საკვალიფიკაციოში იმანაც 383 ქულა დააგროვა და სალუქვაძეს დამატებით სერიაში ჩამორჩა კიდეც. სამაგიეროდ, ფინალში ყველაზე უკეთ ისროლა - 100.9 დააგროვა, ჯამში კი 483,9 გამოუვიდა. ამით ოქრო-ვერცხლს ვერ შეწვდა, მაგრამ მესამეზე კი გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ სალუქვაძემ ვროცლავში სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ვერცხლი მოიპოვა, თუმცა საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება ანუ სუპერთასის მეათედ მოპოვება ვერ შეძლო. ამ შეჯიბრებით მან წლევანდელი სეზონიც დაამთავრა, რომელიც მთლოანობაში, მისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

მართალია, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე მედლის მოპოვება ვერ შეძლო, მაგრამ ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა და სუპერთასთა რაოდენობის გარდა, ტყვიის სროლაში რეკორდსმენი ოლიმპიადებში მონაწილეობის მხრივაც იქნება - თავის მეშვიდე თამაშებზე გამოვა.

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა