მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ელენა დოკიჩი, რომელიც ამჟამად ავსტრალიის სახელით გამოდის, ისტორიულ სამშობლოში - სერბეთში ჩავიდა
ამ კვირას ფლორიდის ქალაქ სანრაიზში გაიხსნა 2011 წლის ვეტერანთა ტურნირების სერია. HSBC Tennis Cup-ზე ამერიკული ფინალი შედგა - პიტ სამპარსმა ჯიმ კურიეს ერთსეტიანი მატჩში 8:6 მოუგო.

ნახევარფინალშიც ყველა მონაწილე ამერიკელი იყო: სამპრასმა მაიკლ ჩანგს 6:4 მოუგო, ხოლო კურიემ ჯიმი კონორსი დაამარცხა - 7:5. აღსანიშნავია, რომ კონორსმა ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად მიიღო მონაწილეობა ტურნირში.

ცნობისთვის, წლის ბოლოს ვეტერანთა სერიის საუკეთესო სამი მოთამაშე ერთმანეთში მილიონ დოლარს გაიყოფს.

გუშინ, ტაივანის Taipei Arena-ზე საინტერესო საჩვენებელი შეხვედრა გაიმართა რუსეთის ქალთა ჩოგბურთის პირველ და მეორე ნომრებს - მარია შარაპოვასა და ვერა ზვონარევას შორის.

გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება მარტში მიწისძვრისგან დაზარალებულ იაპონელებს. უნდა აღინიშნოს, რომ მატჩზე დასასწრები 10 ათასი ბილეთიდან მხოლოდ 4 ათასი გაიყიდა.

შეხვედრა შარაპოვამ ორ სეტში - 6:3, 6:4 მოიგო.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ელენა დოკიჩი, რომელიც ამჟამად ავსტრალიის სახელით გამოდის, ისტორიულ სამშობლოში - სერბეთში ჩავიდა და იქ მამასთან - დამირ დოკიჩთან ურთიერთობის დალაგებას შეეცდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დამირსა და ელენას არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ, რადგან სპორტსმენმა თავის დროზე მშობელი უხეშ დამოკიდებულებასა და მუდმივ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დაადანაშაულა.

სერბული პრესის ინფორმაციით, ელენა და მისი ბოიფრენდი ტინ ბიკიჩი სერბეთის ქალაქ ვრდნიკში ჩავიდნენ, სადაც მათ უფროსმა დოკიჩმა საკუთარ ფერმაში უმასპინძლა. ასევე იტყობინებიან, რომ ელენა სერბეთში ტრავმირებულ მხარზე იმკურნალებს და გარკვეული პერიოდი იქ ჩაატარებს საწვრთნელ შეკრებებს.

შეგახსენებთ, რომ 2009 წელს დამირ დოკიჩს 15-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს სერბეთში ავტსრალიის ელჩის მოკვლის მუქარის გამო, მაგრამ მოგვიანებით პატიმრობის ვადა ერთ წლამდე შეუმცირეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა