საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ახალ კლუბ "შარლერუაში" დებიუტი ეფექტური თამაშით აღნიშნა
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ახალ კლუბ "შარლერუაში" დებიუტი ეფექტური თამაშით აღნიშნა. თორნიკემ "მონსთან" შეხვედრაში 16 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. მასზე მეტი მხოლოდ შარლერუელ გრინს ჰქონდა - 21 ქულა.

ეს არ იყო ამხანაგური მატჩი - "შარლერუა" "მონსს" ბელგიის სუპერთასისთვის მატჩში დაუპირისპირდა. ქვეყნის ჩემპიონმა თასის მფლობელ "მონსთან" 65:72 დათმო.

"შარლერუას" შენგელიას ახალი კლუბი კი ვუწოდეთ, მაგრამ არ დაგვვიწყებია, რომ ქართველი ფორვარდი გუნდში 2010-11 წლების სეზონის დასაწყისში ჩაირიცხა. თუმცა შარშან განათხოვრების წესით ასევე ბელგიის ჩემპიონატის წარმომადგენელ "პეპინსტერში" ითამაშა.

კარსმომდგარ სეზონში ევრობასკეტზე თავგამოჩენილი ახალგაზრდა ქართველი "შარლერუას" ხელმძღვანელობამ გუნდში დააბრუნა და მასთან ერთად მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ბელგიის ჩემპიონატში რას აპირებს, იოლი მისახვედრია. "შარლერუა" ევროლიგის საგზურისთვისაც იბრძოლებს.

საკვალიფიკაციო ტურნირი ორიგინალური სისტემით გაიმართება: 29 სექტემბრიდან 16 კლუბი ორად გაიყოფა, პირველი რვაეული შარლერუაში შეიკრიბება, მეორე - ვილნიუსში. თითო ქალაქში ბრძოლა მეოთხედფინალიდან დაიწყება და ფინალში გამარჯვებული ევროლიგის საგზურს მოიპოვებს. საკვალიფიკაციოდან ჯგუფურ ეტაპზე სულ ორი კლუბი მოხვდება.

მეოთხედფინალში "შარლერუა" უკრაინის "დონეცკს" "დაეჭიდება", ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში კი გერმანული "ალბასა" და ლატვიური "ვეფ რიგას" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა