ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

შინ დაწუნებულნი, გარეთ - დაწინაურებულნი

შინ დაწუნებულნი, გარეთ - დაწინაურებულნი

ლატვიური "დაუგავას" ქართველი თავდამსხმელით მამუკა ღონღაძით ბუნდესლიგის "კიოლნი" დაინტერესდა
ლატვიის ჩემპიონატში არის ორი გუნდი, სადაც ქართველები მრავლად არიან და, ცხადია, მათ ვგულშემატკივრობთ. ბოლო ტურში სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდნენ - დაუგავპილსის "დაუგავამ" რიგის "ოლიმპსს" 3:1 სძლია. შედგად "დაუგავა" 53 ქულით ლატვიის ჩემპიონატში ცხრილის მესამე საფეხურზეა, "ოლიმპსი" კი 5 ქულით ბოლო ადგილზეა.

ვფიქრობ, ქართველთა შესახებ ცინცხალი ამბებით დაინტერესდებით.

ღონღაძე კიოლნში?

"დაუგავას" თავდამსხმელი მამუკა ღონღაძე საოცარ ფორმაშია: დაუგავპილსელთა თავდამსხმელი ლატვიის ჩემპიონატში მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

მან 29-ე ტურის შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი და რიგის "ოლიმპსთან" სტუმრად მოგებულ შეხვედრაშიც (3:1) გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ ღონღაძემ მიმდინარე სეზონში 19 მატჩში მე-16 გოლი მიითვალა და რიგის "სკონტოს" ბრაზილიელ ნათან ჟუნიორს ორი ბურთით ჩამორჩება - რიგელთა ფორვარდმა ერთი შეხვედრით მეტი ჩაატარა.

"მამუკა ღონღაძეზე კი ბევრი რა გითხრათ, საჭირო დროს საჭირო ადგილზე ჩნდება და ლამის ყველა თამაშზე გოლი გააქვს. მამუკა ლატვიაში თვალსაჩინოდ დაიხვეწა და დიდი ნაბიჯით დაწინაურდა, მას გუნდში ძალიან ემადლიერებიან, ლატვიელები კი დიდი პერსპექტივას ხედავენ, ღონღაძე 25 წლის არის და მომავალი წინ აქვს", - გვითხრა "დაუგავას" დუბლშემადგენლობისა და გუნდის საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელმა შოთა მახარაძემ.

ღონღაძეს კონტრაქტი ნოემბერში უმთავრდება, ლატვიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის თავისუფალი აგენტის სტატუსით აყვანა კი ბევრი კლუბისთვის მიმზიდველი გახდა - შედეგიან და უკონტრაქტო თავდამსხმელს ყველგან ეძებენ.

ღონღაძეს სხვადასხვა კლუბებიდან უკავშირდებიან და კონტრაქტს სთავაზობენ. ზაფხულში თავად გვითხრა, რომ პოლონეთის ექსტრაკლასას "პოლონიამ" შესთავაზა კონტრაქტი, მაგრამ დაუგავპილსელებმა არ გაუშვეს. ამ თავდამსხმელით ახლა ბევრად სოლიდური კლუბი, ბუნდესლიგაში მე-12 პოზიციაზე მყოფი "კიოლნი" დაინტერესდა, მას სხვა კლუბებიც იწვევენ.

ფაქტია, რომ ასეთი შედეგიანი ქართველი თავდამსხმელი ბევრი არ გვეგულება. საქართველოშიც ბევრმა შეიტყო მისი კონტრაქტის დასრულების ამბავი და ურიგო არ იქნება, თუ დაელაპარაკებიან. უცნაური ის არის, რომ აქაც მშვენივრად იცნობდნენ, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდნენ. ნუთუ ამაშიც ნაცნობობა-მეგობრობაა საჭირო?

უცნობი ცინცაძის პერსპექტივა

რიგელებთან "დაუგავას" ძირითადში სრულად ითამაშა ბუკა (ბიძინა) ცინცაძემ, ასევე ძირითადში იყო გიორგი ჩიხრაძე, რომელიც 90-ე წუთზე შეცვალეს.

მატჩის შემდეგ "დაუგავას" ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში, მატჩის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა გულშემატკივრებს მიანდეს და ასეთი შედეგი დაფიქსირდა: პირველ ადგილზე ხმათა 39 პროცენტით მამუკა ღონღაძე გავიდა, ბიძინა ცინცაძე კი 28%-ით მეორეზე აღმოჩნდა.

თუ ღონღაძეს მეტ-ნაკლებად ვიცნობთ, ცინცაძე ბევრისთვის უცნობი მოთამაშეა.

"ბიძინას პირველი ლიგის "ნორჩ დინამოდან" ვიცნობდი, სადაც, ერთი ხანობა, რეზო ბარამიძეს ვეხმარებოდი. ცინცაძეს რომ ვაკვირდებოდი, მივხვდი, მსგავსი პროფესიონალი ბევრი არ მენახა, პიროვნულადაც მშვენიერი თვისებებით გამოირჩევა. და როდესაც "დაუგავაში" ცენტრალური მცველის ვაკანსია წარმოიქმნა, რეკომენდაცია ცინცაძეს გავუწიე.

მოიწვიეს, სინჯები გაიარა და დატოვეს. თუმცა, აქ ჩამოსულმა კიდევ უფრო გამაოცა - გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ძალიან გაამართლა. ბიჭი 22 წლისაა, უზომოდ შრომისმოყვარეა და დღითიდღე უმატებს. სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია. სუსტი რომ იყოს, ლატვიაში არავინ ათამაშებდა, რადგან ლიმიტის გამო, არაევროკავშირელის დასაქმება ძნელია. სხვათა შორის, სამჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს, ასევე სამჯერ - სიმბოლურშიც.

ძალიან საინტერესო მოთამაშეა გიორგი ჩიხრაძეც - ისიც ცენტრალური მცველია და ბოლო ტურში "ოლიმპსთან" მატჩი საუკეთესოდ ჩაატარა. მას ის ახასიათებს, რაც ქართველებისგან ლატვიელებს უკვირთ - სტაბილური ფეხბურთელია", - ამბობს შოთა მახარაძე.

ტანმაღალმა (187) ცინცაძემ ლატვიის ვირსლიგაში წლეულს 16 მატჩი გამართა და ერთი გოლი გაიტანა, ასევე ერთი გოლი არის 20 მატჩში ჩიხრაძის ანგარიშზე.

საინტერესოა, რომ ცინცაძეს ერთ-ერთ ქართულ კლუბში გასინჯვაზეც უარი უთხრეს, მეორე გუნდში კი კროსები არბენინეს, საკონტროლო შეხვედრაც არ ათამაშეს და დაიწუნეს (?!).

არადა, 22 წლის მცველით საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ამჟამად მენეჯერი ალეკო რეხვიაშვილი დაინტერესდა და ევროპაში წაყვანას უპირებს.

აქვე ვიტყვით, რომ "დაუგავას" მთავარმა მწვრთნელმა სერგეი ნაზარენკომ ცინცაძე პირველივე ინტერვიუში სამჯერ ძალიან დადებითად ახსენა.

პერტიას კანდიდატურაც განიხილებოდა

"დაუგავას" მოწინააღმდეგე "ოლიმპსის" დირექტორი ალექსანდრე რეხვიაშვილია, მთავარი მწვრთნელი "დაუგავას" ყოფილი დამრიგებელი თამაზ პერტია, გუნდში კი ოთხი ჩვენებური მოტამაშეა - კოტე ზარნაძე, პაატა ბალაძე, დავით ჯანელიძე და ლაშა ღონღაძე.

ისევ მახარაძეს მოვუსმინოთ: "რიგის "ოლიმპსი" ახალგაზრდული გუნდია და მოთამაშეების გაზრდაზეა ორიენტირებული. გუნდმა წლეულს ჩემპიონატი ცუდად დაიწყო და ახლაც აუტსაიდერია, მაგრამ თამაზ პერტიამ ხელი უკვე დაატყო. გუნდი სამი თვის წინათ ვნახე და არაფრად ვარგოდა. თამაზის მისვლის შემდეგ აშკარად შეცვლილია, "დაუგავასთან" გამორჩეულად სხვა გუნდი იყო. მართალია, წააგეს, მაგრამ მეჩვენა, რომ პერსპექტივა აქვს".

სხვათა შორის, როგორც შევიტყვეთ, სოსო ჭედიას დანიშვნამდე, ახალგაზრდულ ნაკრებში მისი და გია გეგუჩაძის კანდიდატურაც განიხილებოდა, მაგრამ თემურ ქეცბაიამ არჩევანი ჭედიაზე შეაჩერა.

მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ლატვიურ ფეხბურთსაც მძიმე დღეები დაუდგა, იყო დრო, გუნდები ხელფასსაც ვეღარ იხდიდნენ და ამის გამო ბევრი კლუბი გაკოტრების პირას მივიდა.

ახლა ლატვიაში მდგომარეობა გამოსწორდა და ოდნავ მაინც ამოისუნთქეს, თუმცა ჯერ საბოლოოდ ვერ ამბობენ, დასძლია თუ არა ქვეყანამ კრიზისი, კლუბებიც მოთამაშეებს ძველებურად სოლიდურ ხელფასს ვერ უხდიან. განსაკუთრებული გასამრჯელოთი თავს ქართველებიც ვერ იწონებენ.

ასე რომ, ლატვიაში დასაქმებული ჩვენებურების აქ ჩამოყვანა განსაკუთრებული პრობლემაც არ უნდა იყოს. საწყენია, ასეთ ხალხს ქართულ ფეხბურთში რომ ვერ ვიყენებთ. ერთი ალეკო რეხვიაშვილია ფუტსალის ნაკრების მენეჯერი, მაგრამ ეს მაინც ლოკალური სფეროა, კლასიკური ფეხბურთი კი სხვა მასშტაბია, რეხვიაშვილს კი საკმაოდ კარგი კავშირები გამოარჩევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Burton

ვაა, მაგარია, კიოლნის ვარიანტი თუ გაქვს, გადადი აუცილებლად. იქიდან კი ნაკრები გარანტირებულია ;) წარმატებები მამუკას!

"მიქაუტაძესთან დაკავშირებით საშიშროება არსებობდა" - "სიტისთან" მატჩამდე მარსელინომ ქართველზე ისაუბრა

ტაბატაძის ერთი ტაიმი - "კადისი" სახლში "ბურგოსთან" დამარცხდა

20 წლის ქართველის დებიუტი სერია A-ში და შეუცვლელი გოგლიჩიძე

ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?

[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე