"მერაბ ჟორდანიამ არნემის "ვიტესის" მფლობელის რანგში პირველი შენაძენი გააკეთა - ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი იმედი, 17 წლის გიორგი ჭანტურია კარიერას სწორედ ამ ჰოლანდიურ კლუბში გააგრძელებს...

"მერაბ ჟორდანიამ არნემის "ვიტესის" მფლობელის რანგში პირველი შენაძენი გააკეთა - ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი იმედი, 17 წლის გიორგი ჭანტურია კარიერას სწორედ ამ ჰოლანდიურ კლუბში გააგრძელებს", - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გუშინ სტატია ჰოლანდიურმა Voetbal International-მა.

იგივე წყარო იუწყება, რომ "ვიტესის" მეკარე პიტ ველტჰუიზენი, რომელიც ჰოლანდიის ნაკრების წევრობის კანდიდატია, ბოლო დროს ძალზე უკმაყოფილო იყო "ვიტესში" ყოფნით - თურმე, ხელფასი ეცოტავებოდა. იმავე გამოცემის ინფორმაციით, მერაბ ჟორდანიას შემდეგი ნაბიჯი 24 წლის ნიჭიერ მეკარესთან ურთიერთობის მოგვარება და გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზება იქნება.

ჭანტურიას საკითხის კომენტარისთვის ჰოლანდიაში დავუკავშირდით უჩა მალაზონიას, რომელიც მომავალში "ვიტესის" დირექტორატის წევრად მოიაზრება: "ჭანტურიაზე იყო ზოგადი და არა - კონკრეტული ლაპარაკი. ამჟამად ის ნამდვილად არ არის "ვიტესში" და ინფორმაცია, რომელიც მედიით გავრცელდა, სიმართლე არ არის. საერთოდ, მერაბი საქმიანობას სამშაბათიდან შეუდგა და ჯერ ახალი ფეხბურთელი არ აუყვანია. მერაბი ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს უნდა შეხვდეს და ბევრი რამ სწორედ ამ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება მეკარესთან დაკავშირებულ სიტუაციას... გააჩნია, რა მოთხოვნები აქვს მას", - გვითხრა მალაზონიამ.

გიორგი ჭანტურიას კი "ბარსელონასთან" საიჯარო ხელშეკრულება დაუმთავრდა. მან კლუბი დატოვა. "ჩელსიში" გადასვლის თაობაზე მოლაპარაკება მერაბ ჟორდანიას ინიციატივა იყო. ეს საკითხი დღემდე არ გარკვეულა. პრობლემა ისაა, რომ ჯერაც უცნობია, გასცემს თუ არა ჭანტურიაზე სამუშაო ვიზას დიდი ბრიტანეთის შრომის სამინისტრო. თუ ეს ვერ მოხერხდა, ჭანტურიას "ვიტესში" გადასვლის საკითხი მხოლოდ ამის შემდეგ დაისმება...

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ "ვიტესთან" ერთ-ერთი ქართველი მენეჯერი ითანამშრომლებს, რომლის ვინაობასაც ჯერჯერობით არ ამხელენ...

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის