ლიტვური პრესის ინფორმაციით, ლეგენდარული არვიდას საბონისის ვაჟმა ტაუტვიდას საბონისმა ესპანეთში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება
ლიტვური პრესის ინფორმაციით, ლეგენდარული არვიდას საბონისის ვაჟმა ტაუტვიდას საბონისმა ესპანეთში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. 19 წლის კალათბურთელმა კლუბ “კლინიკა რინკონთან” გააფორმა ხელშეკრულება.

უმცროსი საბონისი ბოლო რამდენიმე წელი ესპანეთის “უნიკახას” სისტემაში ირცხებოდა, ახლა კი ახალ სეზონს ესპანეთის მეორე ლიგის კლუბში დაიწყებს.

გასულ სეზონში ტაუტვიდასმა ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში “უნიკახას” ახალგაზრდული გუნდის მაისურით საშუალოდ 9.8 ქულა და 5.4 მოხსნა დააგროვა.

ევროლიგის ჩემპიონის "პანათინაიკოსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟელკო ობრადოვიჩმა დაადასტურა მის გუნდში ვეტერანი ლიტველი გამთამაშებლის, 35 წლის შარუნას იასიკიავიჩუსის გადასვლა.

ბალტიისპირელი ვარსკვლავი ერთხელ უკვე თამაშობდა ბერძნულ გრანდში - 2007-10 წლებში სამი სეზონი გაატარა "პაოში". ამ კლუბის გარდა, იასიკიავიჩუსი ევროლიგის ჩემპიონი იყო "ბარსელონაში" და თელ-ავივის "მაკაბიში" (ორჯერ). გასულ სეზონში შარასი "ლეტუვოს რიტასისა" და "ფენერბახჩეს" ღირსებას იცავდა.

სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დუშან ივკოვიჩი გააგრძელებს მუშაობას თავის ამჟამინდელ პოსტზე - ეროვნულ გუნდში ეს სპეციალისტი კიდევ ორი წელი დარჩება.

ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის სხდომაზე გადაწყვიტეს არ გაენთავისუფლებინათ ვეტერანი სპეციალისტი იმის მოუხედავად, რომ სერბეთის ნაკრები ევრობასკეტზე ძალიან ცუდად გამოვიდა - ლიტვაში სერბებმა მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dito
ძაან მაგარი კაცის შვილი. იქნებ ვინმემ მითხრას რამდენი აქვს სიმაღლე? ან რა პოზიციაზე თამაშობს.
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა