ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

წამგებიანი სიდინჯე

წამგებიანი სიდინჯე

ბელგიასთან დამარცხების შემდეგ დავწერეთ - მოგება შეიძლებოდაო. იმ მატჩში 10 ქულის სხვაობით დავმარცხდით, პოლონეთში კი 9 ქულით წავაგეთ. ამ ლოგიკით...
ბელგიასთან დამარცხების შემდეგ დავწერეთ - მოგება შეიძლებოდაო. იმ მატჩში 10 ქულის სხვაობით დავმარცხდით, პოლონეთში კი 9 ქულით წავაგეთ. ამ ლოგიკით გუშინ უფრო შეიძლებოდა მოგება. მიუხედავად იმისა, რომ სლავებს ბელგიელებზე უკეთესი გუნდი ჰყავთ, პოლონეთიდან 2 ქულის წამოღებაც შეიძლებოდა. თუმცა არც რისკი ივარგებდა, რადგან ლოძში 19-ზე მეტი ქულით წაგება, შეიძლება, ბოლოს ძვირად დაგვჯდომოდა...

...პირველივე წუთებიდან გამოჩნდა, რომ იგორ კოკოშკოვი ფრთხილობდა: ალბათ, მასაც აწყობდა მასპინძელთა მიერ არჩეული ტემპი - იერიშებისას ბურთის მეტოქის ნახევარზე დინჯად გადატანა და შეტევისთვის განკუთვნილი 24 წამის ბოლომდე გამოყენება.

ასეთი აკადემიური თამაშით ერთი ან მეორე მხრიდან ანგარიშში გაქცევის რისკი მცირდებოდა, რაც ემოციურ აფეთქებებს გამორიცხავდა. ასე სიარულ-სიარულში გაილია პირველი პერიოდი და ტაბლოზე წყალბურთის ანგარიში დაფიქსირდა - 12:8. დაბალი შედეგიანობის მიზეზი, ასევე, დაცვაში კარგი და შეტევაში ცუდი თამაში იყო.

მეორე პერიოდის დასაწყისში მოედანზე გამოჩნდნენ საქართველოს ნაკრების სათადარიგო მოთამაშეები. თამაშის რიტმი არ შეცვლილა, უბრალოდ, პოლონელებმა მიზანი გაისწორეს - ლამპესა და გორტატს ფარქვეშ ბერიშაც წაეხმარა, ხოლო პერიმეტრიდან - კოზარეკი.

მეორე ათწუთეულში გამოიკვეთა ქართველთა სტრატეგია - რაკი გორტატი და ლამპე სამწამიან ზონაში მყარად იდგნენ, ქართველებმა აქცენტი პერიმეტრზე გადაიტანეს. ისინი მარკოიშვილის სატყორცნ პოზიციაზე გაყვანას ცდილობდნენ. მანუმაც პირველივე 3-ქულიანი კალათში მოათავსა, ამას ორი 2-ქულიანი და ერთიც შორეული ტყორცნა მიამატა და პოლონელებს დიდი სხვაობით დაწინაურების უფლება არ მისცა.

მეორე პერიოდი მასპინძელთა სასარგებლოდ 7-ქულიანი ფორით დასრულდებოდა, სირენასთან ერთად კოზარეკს შორეული 3-ქულიანი რომ არ ჩაეგდო - 35:25 მასპინძელთა სასარგებლოდ, ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

რადგან პერიმეტრიდან ტყორცნებზე ვლაპარაკობთ, აქვე დავძენთ, რომ თბილისური მატჩისგან განსხვავებით პოლონელები უფრო მრავალფეროვნად თამაშობდნენ - იერიშებისას შორეულ ტყორცნებს ხშირად ასრულებდნენ. სხვებზე რა გითხრათ, მაგრამ კოზარეკს ეს საქმე კარგად გამოუვიდა (7-დან 4 სამქულიანი გამოიყენა).

ასეთივე სიზუსტით ისროდა მარკოიშვილიც, რომლის 2 საჯარიმოსა და ფაჩულიას 2-ქულიანის შემდეგ მესამე პერიოდის მე-6 წუთზე სხვაობა 5 ქულამდე შემცირდა - 34:39. გვეგონა, თამაშის საკვანძო ეპიზოდიც ეს იქნებოდა, მაგრამ... იგორ გრიშჩუკმა ქართველთა აფეთქება წუთშესვენებით ჩააცხრო. სწორედ ამ ტაიმ-აუტს მოჰყვა პოლონელთა გაქცევა - 13:2, რომლის შემდეგაც ტაბლოზე 52:36 დაფიქსირდა.

ეს მეოთხე პერიოდის მე-2 წუთზე მოხდა, თუმცა ქართველებს აღელვება წამითაც არ დასტყობიათ - სანიკიძემ და მარკოიშვილმა მშვიდად ჩააგდეს თითო 3-ქულიანი, შემდეგ მათ ტორინ გრინმაც მიბაძა...

სხვათა შორის, ამერიკელი უკანახაზელი მეოთხე რაუნდში გაიხსნა. მან მანამდე არაერთი 3-ქულიანი ისროლა. გვეგონა, ერთი თუ არა, მეორე მაინც ჩავარდებოდა, ან მესამე, მეოთხე, მეხუთე... მიზანს მხოლოდ მეექვსემ მიაღწია, თუმცა ეს მხოლოდ სხვაობის 10 ქულამდე შემცირებას ეყო. პოლონეთის ნაკრები ფარქვეშიდან ქულას ქულაზე აწებებდა და ამიტომ, ვერც 3-ქულიანებით და ვერც საჯარიმოებით მეტოქეს ვერ დავეწიეთ...

მეოთხე პერიოდში კოკოშკოვი თავიდან ბოლომდე გამოცდილ ხუთეულს დაეყრდნო. მოედანზე არ შეუყვანია არც შერმადინი და არც შენგელია... სხვათა შორის, საქართველომ მეოთხე პერიოდში 22 ქულა მოაგროვა - იმაზე მეტი, ვიდრე პირველ და მესამე პერიოდებში ერთად. და მეოთხედი მოიგო კიდეც, რაც პირველ რიგში ტემპის მომატებით უნდა ყოფილიყო განპირობებული. ჩვენი გუნდი ქართულად ათამაშდა - ცდილობდა, შეტევა პირველივე ფაზაში დაესრულებინა, ფარქვეშიდანაც უტევდა და პერიმეტრიდანაც...

შეიძლება, ასეთი ტაქტიკა პირველივე წუთებიდან გამართლებული ყოფილიყო, რომ არა ზაზა ფაჩულიას ტრავმა - მუხლმტკივან კაპიტანს სწრაფ თამაშში მეტი დატვირთვა დაადგებოდა. არადა, ასეთი გამოცდილი კალათბურთელის მოედანზე ყოფნა პოლონელებს საქმეს ურთულებდა. თავად განსაჯეთ - ზაზამ გორტატს მატჩი 5 პერსონალურით დაატოვებინა.

თუმცა ფაჩულია შეტევაში ჩვეული ეფექტურობით ვერ გამოირჩა. ფარქვეშიდან ბურთის ჩაგდება ყველა ქართველს გაუჭირდა. სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი - მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ (მოხსნებშიც), ორქულიანების გარდა. ჩვენ 35-დან 12 "ორიანი" გამოვიყენეთ, პოლონელებმა კი 38-დან 21.

ბულგარეთთან მატჩისას ბარიერი ვახსენეთ. საქართველოს ნაკრები იმ ათლეტივითაა, ხუთ ბარიერს რომ გადაახტა და ორს წამოედო, ფინიშამდე კი სამიღა დარჩა - ბელგია (შინ), პორტუგალია (სტუმრად), ბულგარეთი (შინ)...

პოლონეთი-საქართველო 67:58

12:8, 23:17, 12:11, 20:22

პოლონეთი: ბერიშა (29 წთ, 9ქ,), ლამპე (29 წთ, 14ქ, 9მ), მაიევსკი (23 წთ, 3 ქ), კელატი (35 წთ, 4ქ), გორტატი (35 წთ, 17 ქ, 8 მ, 5 ჯ)...

საქართველო: მარკოიშვილი (29 წთ, 19ქ, 5 მ), ფაჩულია (32 წთ, 8 ქ, 7მ), ცინცაძე (23 წთ, 4მ), სანიკიძე (30 წ, 9 ქ, 9მ), გრინი (27 წ, 9ქ, 4მ, 3პ), ცქიტიშვილი (25წთ, 5ქ, 3მ), შენგელია (13 წთ, 4ქ, 5მ), შერმადინი (8 წთ, 4 ქ, 3მ), გამყრელიძე (12 წ).

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ

"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი

"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის